The following text is not a historical study. It is a retelling of the witness’s life story based on the memories recorded in the interview. The story was processed by external collaborators of the Memory of Nations. In some cases, the short biography draws on documents made available by the Security Forces Archives, State District Archives, National Archives, or other institutions. These are used merely to complement the witness’s testimony. The referenced pages of such files are saved in the Documents section.

If you have objections or additions to the text, please contact the chief editor of the Memory of Nations. (michal.smid@ustrcr.cz)

Tariel Kutateladze (* 1921)

“We will rehabilitate Georgian Army, we should be the first who enters to Georgia and save the country from Russians and Germans”

  • Born in April 12,1921 in Tbilisi

  • Finished public school # 1 in 1939

  • Entered the University at the faculty of Architecture (Moscow)

  • 1940 Went to the army, was fighting first in Finland and then in the Baltics

  • 1941 was taken captive near Riga

  • 1942 was transferred to the camp in Germany where he met Georgians and joined their Battalion

  • 1945 after the war was finished; he was exiled to Vorkuta for 10 years

  • After Graduating returned to Tbilisi and entered to the Art Academy at the faculty of Architect

  • After Graduating the Academy, started to work in the designing office

  • Made PhD thesis and started to work as a teacher

  • Was elected as a professor of the Art Academy

  • Became dean of the Academy

  • 1955 married to Makvala Melia

  • Works in the Academy up to now

ტარიელ ქუთათელაძე 02/05/2013



  • მამა მხატვარი, აპოლონ ქუთათელაძე, დედა ვერა მეგრელაძე ექიმი, თერაპევტი.

  • და რამდენი იყავით და-ძმა?

  • და-ძმა ჩვენ ვიყავით: მე და ჩემი ძმა ხიტა და მერე მოგვემატა „სტრიკაზა“ ესე იყო, გოგი ქუთათელაძე, მამა და დედა ორივე მოუკვდა და ჩვენთან გაიზარდა, მერე მამაჩემს კიდევ ყავდა ქალები, ვიღაცეები და იქ კიდევ იქაც ორი შვილი, ერთი გოგო ჩვეთან გაიზარდა, ომის დროს ჩამოიყვნეს.

  • ომის დროს ისიც ომში იყო?

  • მამა?

  • დიახ

  • არა მოსკოვში იყო და ჩამოიყვანა ეს ბავშვი, პატარა დედაჩემმა გაზარდა და ბებიაჩემმა, ეშმაკები იყვნენ კაცო.

  • კიდევ ყავდა შვილები?

  • კიდევ ყავდა იმ ქალისგან ერთი გოგო ნანა, რომელიც საფრანგეთშია ახლა.

  • ე.ი. იმ ქალისგან ორი შვილი ყავდა.

  • იმ ქალისგან ყავდა ორი შვილი, დიახ.

  • და ყარამანი თქვენი ვინ არის?

  • ყარამანი არის ჩემი ბიძაშვილი.

  • ვისი შვილია?

  • ჟენია იყო ასეთი კაცი, უფროსი კაცი იყო, მამაჩემზე უფროსი იყო, ქეიფის დროს დავარდა, თავი დაარტყა, დედაც ადრე გარდაეცვალა და ოთხი-ხუთი წლის იყო, რომ წამოიყვანა მამაჩემმა და დედაჩემმა და ბებიაჩემმა გაზარდეს, ძმასავით იყო, ჩვენთან იზრდებოდა, ისიც გარდაიცვალა, ყველა კვდება ჩემს გარდა.

  • ყველა, რომ კვდება ცუდია და თქვენ, რომ არ კვდებით ეს კარგია.

  • სკოლა სად დაამთავრეთ?

  • სკოლა დავამთავრე თბილისში პირველი საშუალო, რუსთაველზე, რომ არის ცნობილი სკოლა.

  • ვიცი, ჩვენც იქ ვსწავლობდით.

  • მართლა?

  • პედაგოგებიც ჩემი ხომ არ გასწავლიდნენ?

  • არ ვიცი.

  • ვარდიაშვილი

  • ნოდარის ასწავლიდა ვარდიაშვილი, ნოდარის დამრიგებელი იყო.

  • რას მეუბნები.

  • ანნა

  • ნოდარი კარგი ბიჭია, აუფ, სიმპატიური და წესიერი ბიჭია, კარგი გაზრდილია, კარგი ოჯახიდან იყო და ჯერ ერთი ლონგინოზ სუმბაძე, გაგიგიათ თქვენ? :)

  • არა :)

  • იყო ჩემი მასწავლებელი, პირველი, იყო არაჩვეულებრივად „ტონკი“, ჭკვიანი და განათლებული და თავისი საქმე იცოდა ძალიან კარგად და მე ვუყვარდი რატომღაც, რატომ იცი, მე მეორედ ჩავაბარე თბილისში, გადასახლებაში ვიყავი.

  • მერე ისწავლეთ?

  • მერე ჩამოვედი, ვიყავი 27 წლის, თუ 28 წლის, გვიან ჩამოვედი, ჯერ ფრონტზე ვიყავი, ტყვეობაში ვიყავი, მერე გადასახლებაში ვიყავი 10 წელი, მერე ჩამოვედი, მერე ჩავაბარე და ლონგოსთან მოვხვდი, ლონგო იყო ძალიან კარგი, მე ვარ ნამყოფი სახლში ლონგოსთან.

  • კი, კი

  • ავად, რომ იყო და საწყალმა ხელი ჩამომართვა, მკოცნიდა სულ, ცივი ქონდა ხელები, კარგი კაცი იყო, განათლებული და ჭკვიანი, ლონგინოზ ზახაროვიჩ სუმბაძე.

  • კარგით, თბილისის სკოლა, რომ დაამთავრეთ მერე რა ქენით?

  • თბილისის სკოლა, რომ დავამთავრე მერე წავედი მოსკოვში ჩავაბარე.

  • ა, მოსკოვში ჩააბარეთ? რომელ წელს?

  • 1939 წელი იყო თუ არ ვცდები, ან 1940, ხოდა იქ რა მოხდა იცით?

  • იქ რაზე ჩააბარეთ?

  • არქიტექტურულზე ჩავაბარე და რა მომივიდა იცით? მთელი ამბები იყო 40 წელში, პოლონეთთან, იმასთან, ამასთან, დაკავება და მეც გამოვთქვი სურვილი, რომ წავალ ფრონტზე-თქო და ახალგაზრდა ვიყავი და წამოვედი, ჩამოვედი თბილსში, გამოვემშვიდობე მშობლებს, დედას

  • თქვენ მოხალისედ წახვედით?

  • მოხალისედ წავედი.

  • მოსკოვიდან.

  • მოსკოვიდან. მოსკოვიდან კი არა თბილისში ჩამოვედი, დავემშვიდობე დედა, ბებიას და წავედი ფრონტზე, წავედი ჯარში, ჯარში ვიმსახურე, მოვხვდი ფინეთში, ფინეთიდან მერე პრიბალტიკა გავათავისუფლეთ კარგი წამისგან, კარგი სმისგან :) პრიბალტიკაში ვიყავი და მერე მთავრდებოდა ჩემი ორწლიანი ვადა და ამ დროს დაიწყო ომი.

  • და სად იყავით მაგ დროს?იქ იყავით პრიბალტიკაში?

  • იქ ვიყავი პრიბალტიკაში, ზედ საზღვარზე, ხოდა იქ ადიუტანტად დამნიშნა პოლკის უფროსმა თავის ადიუტანტად, მოადგილედ რა და ვეხმარებოდი, უკვე ვამთავრებდი ჯარს და უფრო ის ვიყავი, შეხედული.

დაიწყო ომი და ჩვენც ჩავებით ომში, ვიხევდით, ჩვენები გვესროდნენ ჩვენ კაცო.

  • ხოო, რატომ?

  • რომ ვიხევდით საზღვრიდან. არეული იყო საერთოდ ყველაფერი, ხოდა მერე ტყვედ ჩავარდით ჩვენ.

  • რომელ წელს?

  • იმავე წელს.

  • 40 წელს, თუ 41-ში

  • 41-ში და იქიდან გამოვიპარე, საზღვართან გადავდიოდი უკვე და იქ ვიღაცამ დამიძახა, ლატვიელმა, ჩვენ ლატვიური არ ვიცოდით, ტყეში დავდიოდით, ვწვალობდით, ერთი 5 კაცი ვიყავით, ხოდა იქ ერთ ადგილას მე არ ვიცოდი ლატვიური და ლიტვური, დამიძახა, ვერ გავიგონე და ააა, ესენი არ არიან ჩვენებიო, მე ხუჭუჭი თმები მქონდა და „ах ты жид“მითხრა, მერე გერმანელი მეკითხება ”bist du jüdisch?“„ах ты жид“ის მეუბნება, ლატვიელი, „жидсам“ მე ვეუბნები, „я грузин” ატყდა ამბავი, გამხადეს შარვალი და ნახეს, რომ ქართველი ვარ, მაგათ ხომ აქვთ ის, (წინადაცვეთა), „oo, ales gut” მითხრეს და წამოდიო, კომედია და შემიყვანეს „ლაგერში“, იქ გაარკვევენო, ვინა ხარ, რა ხარო, მერე მე გერმანულს, ჩვენი მეზობელი ჩაკერტერი იყო, ჩვენი მეზობელი და იქ ვსწავლობდით გერმანულს ბავშვობაში, მკითხეს შენ ვინა ხარო და მამა ქართველი მყავს და გერმანელი მყავს დედა, მოვატყუე, რა ვიცი, ჩაკერტია-თქო მე ვუთხარი და საიდან იციო რაღაცა სიტყვებიო და აქედან ვიცი-თქო, ხოდა მერე ვიყავი ლაგერში ლიტვაში, ლიტვა-ლატვიაში, ბოლოს ლატვიაში ვიყავი დიდხანს, ლატვიაში მერე რა მოხდა იცით, ლატვიაში ლაგერში ვარ, ხოდა ამ დროს ვხედავ გერმანელები „შახმატს” თამაშობენ,უკარნახე მე, არასწორია „ხოდი“ -თქო, ვა, მოდი, მოდი აქო, მოვუგე ერთს, მოვუგე მეორეს, მოვუგე მესამეს, კარგად ვთამაშობდი, ვა გაგიჟდნენ, ვიღაცა მოიყვანეს, იმასაც მოვუგე, ვა ეს რა კარგი ბიჭიაო თქვეს, მე ვუთხარი მე სისხლი მაქვს გერმანული-თქო :)

  • თქვენ აფერისტი ყოფილხართ :)

  • აბა რა მეთქვა კაცო :) აბა რა მექნა, სხვა გამოსავალი არ იყო. ხოდა კარგი, კარგიო და შენო, მიდიო მოამზადეო ხალხიო, ვინც კარგი ხალხიაო და გაგიშვებთო სოფლებში სამუშაოდო, ე, ბიჭო გადავრჩი და გავიქცევი ვფიქრობ, სულ გაქცევაზე ვფიქრობდი.

  • რამდენი წლის იყავით მაშინ დაახლოებით?

  • 19-20 წლის ალბათ. მოკლედ შევკრიბე ქართველები.

  • იყვნენ ქართველები ბევრნი?

  • იყვნენ ქართველები, ერთი 20 ქართველი შევკრიბე, დანარჩენები იყვნენ რუსები, სომხები, თათრები, ხოდა მივეცი სია, გამოგვიძახეს მერე, წაგვიყვანეს სოფლებში და გვარიგებდნენ. ერთ-ერთ სოფელში გაჩერდა, ჩამოვედით ერთი შვიდი კაცი, ერთი შავებში ჩაცმული ქალი მოვიდა, ახალგაზრდა ქალი და მკითხა: « специальность?» მე ვუთხარი: « - колхозник. –покажи руки!» ვანახე ხელები და ჩამწერა, არა ხარ შენ „კოლხონიკიო“, მაგრამ ჩამწერა მაინც :) ხოდა ერთი კიდევ ერთი რუსის ბიჭი მოხვდა ჩემთან ერთად და წაგვიყვანა იმ ქალმა. ცხენების მოვლა ვიცოდი, გამობმა, ყველაფერი, გამაკეთებინა, ხო რაღაცეები იციო, ვმუშაობდი ერთი 3-4 თვე ამ ქალთან, ქალს ყავდა პატარა ბავშვი, სულ პატარა ბავშვი იყო, იმის წერილები მივიღე მერე მე, ხო რა იყო იცი, მამამისი მოკლეს ჩვენებმა, დახევის დროს ესროლეს და მოკლეს, ხოდა ეს ქალი დაქვრივდა, ვერ გავიგე მე მეთამაშებოდა, თუ თავის თავს ეთამაშებოდა, არ ვიცი მე, მაგრამ კარგი დამოკიდებულება გვქონდა, მაძლევდა იოლ სამუშაოებს, წაიღე ეს მაწონი, ჩააბარე, იქ ერთი პოლიციის უფროსი იყო და იეჭვიანა ჩემზე და მოინდომა ამ ქალის თხოვნადა შემაგდეს ისევ ლაგერში, აუფ, შევარდი ისევ ლაგერში და ვნახე ქართველები კიდევ, ნაცნობი ბიჭები, რომლებიც ჩემთან ერთად მსახურობდნენ.

  • იმავე ბანაკში დაბრუნდით?

  • ხო, დიდ ბანაკში, რიგაში, რიგის ახლოს იყო, ხოდა რა მექნა, იქ დამემართა ტიფი, გადავიტანე ეს ტიფი, ყველაფერი საშინელება და მერე გამოჩნდა რა, ქართველები გამოჩნდნენ მერე, დაიწყეს ქართველების ძებნა, აი გერმანელები, რომ მიდიოდნენ წინ, მოსკოვს, რომ უახლოვდებოდნენ, ჩვენ ქართველები გვჭირდებაო, საქართველოში ჩვენი ჯარი შევიყვანოთო, გერმანელებს დავასწროთო, რომ დამოუკიდებელი იყოსო, ხოდა არც უკითხიათ არაფერი და ჩაგვწერეს ყველა ქართველები იმ სიაში, წაგვიყვანეს, მივედი ლაგერია დიდი, სადღაც под Берлином, უზარმაზარი, გატენილი ქართველებით, სომხები და კავკასიელები, ხოდა იქ მოგვაჯანმრთელეს, კარგად ვიყავით, ყველაფერი და მერე იქიდან ჩამოვიდა ერთ-ერთი კაცი.

  • რომელი წელია ეს დაახლოებთ?

  • ეს არის დაახლოებით 42 წელი. ხო, ესეთი იყო გივი გაბლიანი.

  • გენერალი იყო ხო?

  • ხო, არაჩვეულებრივი კაცი, ჩვენ ერთ სკოლაში ვსწავლობდით, მაგის და ჩემ ჯგუფში იყო, ქუთათელაძეო, შენ თბილისში სწავლობდი პირველ სკოლაშიო, კი მე ვუთხარი, ეთერის იცნობო? როგორ არა ჩემი კლასელი იყო-თქო, ხოდა ეხლა მაიმუნობას თავი დაანებეო, წამოდიო, ქართულ ჯარს აღვადგენთო ჩვენო და ჩვენ უნდა შევიდეთ პირველიო სქართველოშიო, რომ გადავარჩინოთ საქართველოო რუსებისგან, გერმანელებისგან და ჩვენ შევიდეთ პირველებიო, რა მექნა? იძულებული ვიყავი და მეც დავთანხმდი. ხოდა იქიდან მერე ბავარიაში გაგვაგზავნეს უკვე, ქართული ჯარი იყო, ბერგმანი - ბერგმან და იქ ვმსახურობდით. ომი, რომ დაიწყო გაგვაგზავნეს ფრონტზე, უნდა შევსულიყავით საქართველოში, მაგრამ სტალინგრადთან მოხდა ეს უბედურება, დაიხიეს, ჩვენც დაგვახევინეს და დავიხიეთ უკან, ასე დახევ-დახევით ყირიმში ვიყავით, ყირიმიდან მერე შტაბში გადაგვიყვანა გივი გაბლიანმა და ვმუშაობდი იქ შტაბში - ბერლინში, მასთან ერთად.

  • ბერლინში ნორმალურად იყავით ხო?

  • ბერლინში კი, «гуляй Вася» :) რომ იტყვიან რუსები, თავისუფლად მიდი-მოდი, ფორმა მეცვა, ყველაფერი, გერმანელი ჯარისკაცი ვიყავი, გაგიჟდები რა, ქართული, სომხური, თათრული, გერმანული, ყველა ფორმები მაქვს ჩაცმული, ერთი ქართული ვერ მოვირგე ბოლომდე :) აი ესე, მერე იქიდან, რომ დამთავრდა ეს ყველაფერი, ომიც დამთავრდა ყველაფერი, აბა ვისაც გინდა სამშობლოში წასვლაო, მე გადავწყვიტე, რომ ჩემი მშობლები არ დააზარალონ, რახან მე გერმანულ იმაში ვიყავი, ხომ იცი კაგებეს არაფერი არ ეპარებოდა, ხოდა იძულებული გავხვდი წამოვსულიყავი, ჩემი მეგობარი ერთი, კარლო ინასარიძე, რომელიც საფრანგეთში დარჩა, არ წამოვიდა, მოდიოდა ისიც და მერე შეშინდა და დაბრუნდა, მისი რაღაცეები მაქვს აქ, წერილები, ჩამოდი აქო, ცოლი ჩამოვიდა მერე, ემიგრანტი ცოლი ყავდა, გარდაიცვალა ერთი წელია.

  • თქვენ არ გყავდათ ცოლი იქ?

  • არა.

  • შვილი?

  • არა.

  • ერთს მაბრალებდნენ, ბეკემბაუერი შენი შვილიაო, კაგებემაც დამიბარა და მითხრა, შენ ამას იცნობო, არა მე ვუთხარი, როგორ არ იცნობო, შენ იყავი მაგის დედასთანო, არა მე ვუთხარი, ქალების მეტი რა მყავდა მე ვუთხარი გერმანიაში, კაცი მე ვიყავი ერთი :) სულ ყველა ფრონტზე იყო და რა მექნა-მეთქი, ერთი სიტყვით აი ესე.მერე «ах ты сукин сын, ты был в армии в Германии? Сидишас»და გადამასახლეს 10 летдали.

  • სად?

  • «Варкута, где хуже Сочи» - они напели», ვარკუტაში ვიყავი, ქალაქი ინტა, იქ ვმუშაობდი და იქაც მე ბევრ ქართველს დავეხმარე, ჩემი მოქნილობით და იმით, იქ ერთი გერმანელი იყო, გარუსებული გერმანელი, რომელიც უფროსი იყო რაღაცის, იმას რომ ვუთხარი ასეთი მდგომარეობა მაქვს-მეთქი, შახტებში ვიყავი, «иди ко мне работу дам»-ო მითხრა და ამომიყვანა, ხოდა ვიყავი და მერე “ отк“ - ში ვმუშაობდი, კადრების განყოფილებაში და იქ მიმყავდა ეს ქართველები და ვშველოდი, კობიძეები, ვიღაცეები მყავს გადარჩენილი, მაგრამ აქ ვერ გადარჩნენ , მოკვდნენ აქ საწყლები.

  • 10 წელი იქ იჯექით?

  • 10 წელი ვიჯექი.

  • ოჯახთან გქონდათ კონტაქტი?

  • სად მქონდა ოჯახი?

  • არა, მშობლებთან?

  • მშობლებთან კი, წერილებს ვიღებდი.

  • არ გინახიათ?

  • არა, ჩამოვიდა დედაჩემი, მამაჩემი ჩამოვიდა, მოსკოვში იყო.

  • შეიძლებოდა ჩამოსვლა?

  • არა, მიიღეს რატომ იცი? ბერიასთან მივიდა მამაჩემი, შეკვეთა ქონდა რაღაცა ბერიასთან და უთხრა ასე, ჩემი შვილი ტყვედ იყო ჩავარდნილიო და დაურეკა თურმე შტაბში, ხოო, უთხრეს აქ არისო და რაო, ერთი ორი თვე, სამი თვე გავაჩერებთო. ტყუილი კაცო, სამი თვე კი არა 10 წელი მომატყუეს.

  • მამათქვენს თქვენი წარსულის გამო, თქვენი იქ ყოფნის გამო უსიამოვნებები არ ქონია?

  • არა, არასდროს. არაფერი არ შეხვედრია, მუშაობდა, მხატვარი იყო და აკეთებდა და მუშაობდა მოსკოვში.

  • მოსკოვში იყო მაშინ?

  • მოსკოვში მუშაობდა სულ.

  • აქ არ იყო?

  • არა, აქ არ იყო და ბერია სულ ეჩხუბებოდა, წადი ეხლა თბილისში რა გინდა აქო, რომ ზიხარო, იქ მას მეორე, თუ მესამე ცოლი ყავდა და ქალიშვილები ყავდა, ერთი ჩამოიყვანა დედაჩემთან, მეორე ნანა იყო, რომელიც ახლა პარიზშია, თავისი ქალიშვილით, ის გოგო გაათხოვა და იქ არის ეხლა, მუშაობდა და ეხლა სამუშაო აღარ ააქვს. აქეთ უნდა ჩამოსვლა.

  • დედათქვენი აქ იყო და თვითონ იქ იყო?

  • ხო, დედაჩემი აქ იყო და მამაჩემი იქ იყო, ჩამოდიოდა, მიდიოდა და ესე, ქალებისა და კაცების ამბავს რას გაიგებ, ოჯახის ამბავს ვერ გაიგებ. მამაჩემს უყვარდა ქალები. კარგი კაცი იყო, არშიყიანი კაცი იყო და უყვარდათ რა ქალებს, ფული ქონდა და ყველაფერი და ქალს რა უნდა? - დროსტარება. :)

  • ე.ი. 10 წელი იქ იყავით. მერე?

  • დიახ 10 წელი იქ ვიყავი, იქ ვმუშაობდი, ვეხმარებოდი, ჩემს ქართველებს, ერთი ბრიგადა მყავდა, სულ ქართველები იყვნენ, ე.ი. „პაროდას“, რომ არჩევენ , თან ხნიერი ხალხი, სულ ყველა ამოვარჩიე, სულ ყველა ზევით დავსვი, აბა შახტებში რას იმუშავებდნენ კაცო, მადლობლები იყვნენ.

  • ყველა ომიდან იყო?

  • ომიდან ჩავარდნილები.

  • და რა პირობები იყო იქ?

  • პირობები რა იყო, იმუშავე, საჭმელს გაჭმევდნენ, სუპი, თუ რაღაცა იყო, რა ვიცი, რაც „ლაგერში“ არის რა.

  • ახლა ლიტვის ლაგერს, რომ შეადაროთ ეს ლაგერი, რომელი უფრო მძიმე იყო?~

  • რომელი?

  • ხო.

  • არა, ლიტვაში სხვა პირობები იყო, აქ სულ სხვა პირობები.

  • სად უფრო კარგი პირობები იყო?

  • არსად არ ვარგა, დაჭერილი, რომ ხარ არსად არ ვარგა. ყველაზე კარგია თავისუფალი რომ ხარ.

  • მერე როგორ ჩამოხვედით აქ?

  • მერე როგორ იცი? მერე ამინისტია გამოცხადდა, გვაპატიეს ყველას ყველაფერი.

  • ეგ იყო ალბათ 50 წელი? 51?

  • 55 წელი, რომელი წელი იყო, რომ ჩამოვედი? 55 კი არა უფრო ადრე.

  • 52

  • ხო, უფრო ადრე.

  • სტალინი ცოცხალი იყო?

  • სტალინი ცოცხალი იყო. ვენაცვალე სტალინს (ირონიულად ამბობს) 10 წელი «на курорте».

  • რა გინდათ, მართლა კურორტზე ყოფილხართ, ამდენი წლის ხართ და ასე კარგად, აბა რა :)

  • ქალებსაც უყვარდით.

  • იქ არ გყავდათ ცოლი?

  • არა, იქ უცხოელები თუ იყვნენ თორემ, არა უცხოელები კი არა „ვალიაშკები“, თუ იყვნენ თორემ...

  • და ჩამოხვედით თბილისში...

  • ჩამოვედი თბილისში და ჩავაბარე აკადემიაში, დავამთავრე აკადემია, კარგად, მერე ვმუშაობდი საპროექტოში, მერე გიგა ბათიაშვილი შემიჩნდა წამოდიო, აკადემიაში ჩავაბაროთო და ასპირანტურა იხსნებაო და წამომათრია ძალით და ჩავაბარე ასპირანტურაში, მერე ასპირანტურა დავამთავრე და დავრჩი აკადემიაში, იქ ვმუშაობდი პედაგოგად, მერე პედაგოგი ვიყავი, მერე პრაფერსორი გავხდი, მერე ყველაფერი მომანიჭეს, «лучше поздно, чем никогда», მერე დავბერდი.

  • ცოლ-შვილი?

  • ცოლი მე, რომ ჩამოვედი მერე ვითხოვე, სტუდენტობის დროს ვითხოვე, გვიანი იყო.

  • და ვინ არის თქვენი ცოლი?

  • ჩემი ცოლი არის ქალბატონი მაყვალა მელია, ქუთაისელი წარმოშობით, მათემატიკოსი.

  • რომელ წელს დაქორწინდით?

  • ეს იყო 19... ნათელა როდის დავქორწინდით ხომ არ გახსოვს? (ეძახის)

  • რაა?

  • როდის იყო შენი ქორწილი? ხელი როდის მოაწერე?

  • ქორწინების მოწმობაში წერია კაცო.

  • ახლა მაძებნინე.

  • კარგით არ ააქვს მნიშვნელობა, დაახლოებით 50-იან წლებში სადღაც ხო.

  • 50 ?

  • 55 წლის 9 დეკემბერს (ქალბატონი ნათელა)

  • 55 წელს და რამდენი შვილი გყავთ?

  • ერთი გოგო.

  • ნანას მეტი არა?

  • არა, არ უნდოდა და დარჩეს ეხლა ეგრე, მარტოა (მეუღლეზე), ის გოგო ეხლა არის იტალიაში, სწავლობს იქ.

  • ვინ სწავლობს?

  • ჩემი გოგო, შვილიშვილი.

  • ნანას რამდენი ბავშვი ყავს?

  • ერთი შვილი ყავს და ის სწავლობს იტალიაში.

  • ნანა თბილისში აკადემიაში ასწავლის, ამერია უკვე ნანა და შვილიშვილი. აკადემიაში პედაგოგია, კარგი პედაგოგი, ბავშვები კმაყოფილები არიან, კარგი სპეციალისტია, თავის საქმეში, ის პატარა გოგო კიდევ, ჩემი შვილიშვილი სწავლობს იტალიაში და ამთავრებს წელს.

  • რაზე სწავლობს?

  • არქიტექტურაზე. ესეთი ხაზით წავედით.

  • არ გადაგიხვევიათ ტრადიციებს.

  • არ გადაგვიხვევია. არ გვიღალატია. აი ესე მოკლედ რა ახლა, რა ვიცი რა გაინტერესებთ კიდევ?

  • რაიმე ტყვეობის მომენტებს ხომ არ გაიხსენებდით?

  • ეჰ, ტყვეობა ჩემმა მტერმა გაიხსენა, რა არ იყო კაცო, ტიფით ვიყავი ტყვეობაში, „ლაგერში“, გადავრჩი.

  • ბევრი ხალხი კვდებოდა ტიფით?

  • აუფ, ბევრი,. ბევრი, ეს უზბეკები და ყაზახები იყვნენ დამმარხველები, თოკს გამოაბამდნენ და მიაჩინჩილებდნენ სადღაც, მე ვთქვი ღმერთო ამათ ხელში არ ჩამაგდო და სადაც გინდა... რა გაინტერესებთ თქვენ მაინც?

  • როგორ ექცეოდნენ თვითონ ტყვეებს?

  • ტყვეებს ნუ რა ვიცი, თვითონ ჩვენები ურევდნენ კაცო, პოლიციაში კიდევ ყავდათ და ეგენი ცემდნენ და ტყიპავდნენ.

  • პოლიცია აქაურები იყვნენ?

  • აბა, ტყვე პოლიციელები.

  • ტყვეები იყვნენ პოლიციელები?

  • ტყვეები ყავდათ პოლიციელებად და ისინი რასაც უნდოდათ იმას აკეთებდნენ.

  • გერმანელები არ ერეოდნენ?

  • გერმანელები არ ერეოდნენ, გერმანელებს „ახრანა“ ყავდათ, რომ არ გაპარულიყვნენ და რომ არ გაქცეულიყვნენ.

  • და ვარკუტაში?

  • ვარკუტაშიც ასე იყო ფაქტიურად, “ ლაგერში ახრანა“ იყო და ვმუშაობდით, მივდიოდით „შახტაში“ სამუშაოდ, მოვდიოდით უკან, „ახრანა“ არავინ არ გაგიშვებდა გარეთ, მერე რომ გამათავისუფლეს, იქ ინტაში ერთი წელი ვიმუშავე, ვმუშაობდი, აკორდეონზე ვუკრავდი.

  • მართლა?

  • ხო, ხოდა როგორც დამკვრელი მიმიღეს იქ .

  • სად? თეატრში?

  • ინტაში, ქალაქი ინტა იყო.

  • თეატრში, თუ სად?

  • თეატრში, ხო, თეატრში.

  • რატომ დარჩით? უნდა დარჩენილიყავით, თუ თქვენით დარჩით?

  • არა რად მინდოდა იქ დარჩენა, იყო საშუალება წამოსვლის და იმ წუთში წამოვედი.

  • ერთი წელი შეგეძლოთ, რომ არ ყოფილიყავით ბანაკში და გემუშავათ? მოგცეს უფლება.

  • ხო, კი, კი, კი. აი ასე ჩაიარა ჩემმა ახალგაზრდობამ, ეს ადვილია მოკლედ მოყვე, პირადად, რომ გადამხდა, ამას ვერც მოყვები და ვერც დაწერ, ძალიან რთულია.

  • არ გაქვთ ჩანაწერები გაკეთებული?

  • არა სამწუხაროდ.

  • რატომ?

  • უფ, კიდევ მაგის გახსენება მინდოდა კაცო? არ მჭირდებოდა. ვიღაცეები მოვიდნენ აქ, წერდნენ რაღაცეებს, ვიღაცამ დაიწყო აქ ჩაწერა. (მოაქვს ჩანაწერი) თუ გინდა გაგატანთ.

  • კი და მოგიტანთ. კიდევ რაიმე ხომ არ გაქვთ, ან თქვენზე დაწერილი, ან რაიმე დოკუმენტები, ხომ არა გაქვთ იმდროინდელი.

  • გაურბოდი მე ყველაფერს, არ მაინტერესებდა, რად მინდოდა, მაგი კი არა ფულს მაძლევდნენ და ვერიდებოდე, ახალა მითრეს, სულელი ხარო, უნდა აიღო 200 ლარი გეკუთვნის წელიწადშიო.

  • სურათები გაქვთ? ძველი სურათები?

  • რისი?

  • თქვენი, თქვენი ოჯახის?

  • როგორ არა მაქვს ქვეყნისა მაქვს.

  • რამოდენიმეს შევარჩევთ და მოგიტანთ ზეგ. გადავიღებთ და...

  • არ ვიცი სად მაქვს ახლა ეგენი, სად ვეძებო ახლა. (მოაქვს სურათები)

  • იმ დროინდელი სურათები სულ არა გაქვთ არა? გერმანიის დროინდელი?

  • არა, იმ დროინდელი სურათები, რომ მქონდეს ვინ გამიჩერებდა აქა?

  • უღრმესი მადლობა.





ტარიელ ქუთათელაძე II შეხვედრა15/05/2013



  • აქ იყო ორი მომენტი რაც მაინტერესებს.

  • დიახ.

  • თქვენ იმ დღეს დაიწყეთ ლაპარაკი და მერე გამახსენდა, რომ ლატვიაშიო, თუ ლიტვაში, რომ ვიყავიო და მერე ის ბიჭი ვნახეო, რაღაც ფერმაზე, რომ იყავით.

  • ლიტვაში?

  • ლიტვაში, რომ იყავით ფერმაზე, ვიღაც ქალთან.

  • მერე ახსენეთ, თუ არ მეშლება, რომ ის ბიჭიო მერე ვნახეო მეო, ახლახანსო, ვიპოვნეო, თუ არა, მეშლება.

  • არ ვიცი. ეს ახალა შენ თუ გგონია ყველაფერი მახსოვს? :)

  • მიხვდით რაზე გეკითხებით?

  • ხო, ლიტვაში მე ვიყავი იქ ვმუშაობდი, ჯარშიც ვიყავი, იქ ვისთანაც ვცხოვრობდი მეუბნებოდნენ დარჩი, დარჩიო, ომი იწყებაო, მე ვთქვი რის ომი რა ომი, არ მჯეროდა, ხოდა მაინც დაიწყო ომი.

  • არა, მერე ბანაკიდან, რომ წაგიყვანეს? ვიღაც ქალის ფერმაში?

  • აა, ეგ ლატვიაში იყო, რომ მიგვიყვანეს ჩვენ სამუშაოზე, გერმანული მე მესმოდა, შედარებით სხვებთან და „შახმატს“ თამაშობდნენ ისინი და გერმანელები და მე აქედან ვუპასუხე, აი ეს არ არის სწორი ის არ არის სწორი, ვა, აბა მოდი შენ აქო, მოუგე ერთი, მოვუგე მეორე, სულყველა და ვინც დამიჯდა ყველას მოვუგე და ვაა, შენ რა კარგი „შახმატი“ გცოდნიაო და მე ვუთხარი, ნუ რას იზამ ვისწავლე და ვიცი-თქო, მერე მითხრეს შენ შეგიძლია, რომ ხვალ შეკრიბო ხალხიო, რომ წავიყვანოთ სამუშაოზე ლატვიის სოფლებშიო, შენ გენდობითო, ეტყობა მოვეწონე რაღაცა ალბათ, ხოდა დავდექი და შევაგროვე ხალხი, ქართველები, ვინც იყვნენ, ვიღაც ვიღაცეები, წაგვიყვანეს, ერთი კვირის მერე წაგვიყვანეს რაღაც „ეშალონი“ და ერთ ადგილას ჩამოვედით, ბერნი იყო ასეთი „სტანცია“, იქ მიგვიყვანეს და არჩევდნენ ახლა მუშებს, მოვიდა ერთი ქალი და რა სპეციალობისა ხარო, მეკითხება და მე ვუთხარი მე „კალხოზნიკი“ ვარ -თქო, მეშინია, რომ უარი არ მითხრას, აბა ხელები მაჩვენეო, ვაჩვენე, გაიცინა, წამიყვანა, ქმარი ყავდა მოკლული, ერთი კვირის, საწყალი, იღებდნენ ჩვენები და ამან დროშა გააფრიალა, ამის ქმარმა, ესროლეს და მოკლეს, ხოდა ქვრივი იყო, პატარა ბავშვი ყავდა, იმ ბავშვმა მერე წერილი მომწერა.

  • ხო, აი მაგას გეკითხებით.

  • სადღაც მიწერია მაგის ტელეფონი.

  • როდის მოგწერათ წერილი?

  • ერთი 2 წლის უკან.

  • როგორ გიპოვათ?

  • ეს ლატვიელები მოდიან, მიდიან, მე მოვუყევი ვიღაცას, ის იქ ჩავიდა და მონახა ის კაცი და შემატყობინეს, პატარა იყო და ეხლა კაცია, ოჯახი აქვს და ყველაფერი, ამით მე დავმკვიდრდი, მაგრამ იქ მე ეტყობა ეს ქალი პატივს მცემდა რატომღაც არ ვიცი, იცოდა ოჯახის შვილი ვიყავი, რაღაცა და „ლოგკი“ სამუშაოებს მაძლევდა, ან გამაგზავნიდა ქალაქში, მაწონი მიმქონდა, რაღაცეები, პროდუქტები მომქონდა, ვიღაცა ლატვიელმა იეჭვიანა, „აისარგი“ იყო ისა, „აისარგი“ არის იქაური ნაციონალური, ხოდა ისევ შემაგდო უკან „ლაგერში“, ხოდა დაიწყო ჩემი ტანჯვა იქ, ისევ თავიდან.

  • აქ კიდევ ერთი ძალიან საინტერესო რაღაცაა და იმაზე ხომ ვერ მოგვიყვებით? რომ დაბრუნდით გერმანიიდან და დონეცკში, რომ მიყავდით და ვიღაც ქალმა, რომ გკითხათ მისამართი და მერე მამათქვენი, რომ ბერიასთან შევიდა.

  • ააა, ეგ როგორ იყო იცით? შახტებში ჩვენ დაგვაბრუნეს, გაგვიშვეს შახტებში, ეტყობა აინტერესებდათ ვინ რა არის, ვინ გადაასახლონ, ვინ დაიჭირონ.

  • რომ წამოგიყვანეს, თქვენ ხომ ბანაკში აღარ იყავით?

  • არა. ნებაყოფლობა იყო, ჩამოხვალ, თუ არა შენზე იყო დამოკიდებული, მე გადავწყვიტე, რომ ჩემი ოჯახი არ დააზიანონ, არ დაიჭირონ, გაუშვი მე გადავიტანო, ვიდრე მათ, წამოვედი მე, რომ წამოვედი აქ გამიშვეს სამუშაოდ, შახტებში, ხოდა რა ვქნა, რა ვქნა, ვმუშაობდი და იქ ერთი „კაგებეშნიკი“ იყო ვიღაცა და ტირილი დაიწყო იმან, მე სხვანაირად ვხვდებოდი, შენ არ იციო რა ცხოვრებააო, მერე მივხვდი, რომ „კაგებეშნიკი“ იყო, რა კარგი ბიჭი ხარ შენ, რა კარგი კაცი ხარო, მითხრა, რომ ასეთია მდგომარეობაო.

  • როგორიო?

  • აი საერთოდ იჭერენ და რაღაცა, მე ხომ არ შემეძლო გამეკეთებინა, მშობლებსაც ვაზიანებდი და ხოდა გადავწყვიტე წამოსვლა, რაც მომივა მე მომივა, თუ მოსაკლავი ვარ მომკლავენ და გათავდა.

  • რომ ჩამოხვედით, სად შემოხვედით? გერმანიიდან, რომ ჩამოხვედით.

  • გერმანიიდან, რომ ჩამოვედით, ჩამოგვიყვანეს უკრაინაში.

  • ხოდა უკრაინაში აქ გიწერიათ, რომ მატარებელში ვიჯექიო და ვიღაც ქალი იყოო, ვაგონშიო.

  • უი ხო, კარგი ქალი იყო ვიღაცა, ის მიხვდა, მე მოწყენილი ვიყავი, ჩემთვის ვფიქრობდი, რა ვქნა, გავიქცე, არ გავიქცე.

  • ე.ი. მარტო თქვენ მიყავდით ამათ?

  • მარტო მე.

  • საიდან, მოსკოვიდან, თუ?

  • არა შახტიდან.

  • ჯერ შახტაში ჩამოვიდნენ?

  • ჯერ შახტაში ჩამოვიდნენ და მერე გამომიძახეს და დამიჭირეს, ამიყვანეს, მატარებელში ვიჯექი, მეთქი გავიქცე, არ გავიქცე, სულ ამას ვფიქრობდი და იქ ქალი იჯდა ერთი, სიმპატიური ქალი.

  • უკრაინელი?

  • უკრაინელი ხო, მიხვდა ეს ქალი რაღაცა, რომ მე ხასიათზე არა ვარ და აიღო კონვერტი დამიდო და ფანქარი და გაიყვანა ეს, პოლიციელები, კოლიდორში და ხიხიხი, ხახახა, მომარიდა, მე დავწერე მისამართი ჩემი, თბილისში, მე დამიჭირეს, მივყავართ ხარკოვში და ცოცხალი ვარ, გაიგეს პირველად, კი იცოდნენ, რომ გადავრჩი, მაგრამ სად და როგორ არ იცოდნენ, მამაჩემმა ეს ნახა.

  • დიდ რისკზე წასულა თქვენი გულისთვის ის ქალი.

  • ის ქალი, ხოო, ის ქალი კარგი ქალი ყოფილა, ეტყობა მაგარი ქალი იყო რა, შესახედავადაც და ყველაფრით, ხოდა ეს წერილი, რომ მიიღო მამაჩემმა რაღაც შეკვეთა ქონდა ბერიას და უთხრა ჩემი შვილი დაიჭირესო, არაფერია მაგი 2 წელში გამოუშვებენო, 2 წელი კი არა მაყურყუტეს რამდენ ხანს, 10 წელი.

  • რომ არ მოგკლათ ე.ი. მამათქვენის დამსახურებაა.

  • არა, დახვრეტები აღარ იყო, აკრძალეს მაშინ, არ ვიყავი დასახვრეტი, რა ვქენი კაცო, მე ჩავარდი ტყვედ.

  • ვინც დახვრიტეს რა ყველა დასახვრეტი იყო?

  • არა, მაგრამ მე მინდოდა ტყვეობა? თვითონ ჩააგდეს, უტვინოდ იყო ეს რუსის ჯარი. ვისი ბრალი იყო?

  • არ იყო სტალინი დიდი მთავარსარდალი?

  • სტალინი რას მოერეოდა ამ გიჟ რუსებს, კარგი კაცო, სტალინი ჭკვიანი კი იყო, სტალინს მე ახლაც პატივს ვცემ, სხვათა შორის. ჭკვიანი კაცი იყო, რა გინდა ამ გორელმა დედა უტირა მთელ მსოფლიოს.

  • თქვენც, რომ მოხვდით იმ მსოფლიოში, „დედა ნატირალში“ :)?

  • მეც მოვხვდი, რა ვქნა :) არა უშავს, სიყვარულია კაცო ეს, ერის და ჩემი სამშობლოსი.

  • ხო კიდევ ის მაინტერესებს აკორდეონისტი როგორ გახდით?

  • მე პიანინო ვიცოდი, იქ იყო დირიჟორი ერთი, არდინეცი იყო გვარად, უკრაინიდან, იმან ანსამბლი ჩამოაყალიბა შიგ „ლაგერში“.

  • ისიც დაჭერილი იყო?

  • აბა რა, ყველა დაჭერილები ვიყავით, „ლაგერში“ გააკეთეს ანსამბლი და შენო არაფერზე არ უკრავო?

  • როგორ არა, მე პიანინოზე ვუკრავ-მეთქი, აკორდეონი შეგიძლია დაუკრაო? მე პატარა აკორდეონი მაქვსო, მოდი იმაზე წაივარჯიშეო და გვჭირდებაო ჩვენო, ხოდა დავუკარი და ვუკრავდი იმ ანსამბლში პეჩკოვსკი იყო, ასეთი ცნობილი მომღერალი, მსოფლიო მომღერალი, ხოდა მოინდომეს ჩეკისტებმა კონცერტის მოსმენა, ეს პეჩკოვსკი გამოვიდა.

  • პეჩკოვსკიც დაჭერილი იყო?

  • პეჩკოვსკიც დაჭერილი იყო, იმიტომ რომ რიგაში ჩამოვიდნენ გერმანელები და ამან იმღერა და რატომ იმღერეო შენო, რა უფლება გქონდა, რომ უმღერეო ფაშისტებსო და არაფერი გასაკვირი არ იყო, ვისაც რაც უნდოდა, იმას აკეთებდა, ხოდა იქ ერთად დავუკარით და იმან იმღერა «сегодня ты а завтра я» და იყო ერთი ამბავი მაგაზე, კარგი კაცი იყო საწყალი, უკრავდი და მერე სახლში მოვიწერე და მიყიდეს აკორდეონი, აი ის აკორდეონი მაქვს ეგერ ე (გვაჩვენებს).

  • მართლა?

  • ხო, ხოდა მერე ვუკრავდი იქა და აი ესე.

  • როგორ გამოგიგზავნეს?

  • პასილკით“ მე ხომ ლაგერში ვიყავი.

  • ხოდა „პასილკები“ მოდიოდა?

  • „პასილკები“ მოდიოდა. რა ენაღვლებათ რა. ხოდა კიდევ რა მოგიყვეთ?

  • კიდევ ბანაკის ამბავი მოგვიყევით.

  • რისი?

  • ბანაკის, ვარკუტის ბანაკის.

  • უფ, ბანაკი ჩემს მტერს რა, ცუდია, ჩხუბიც მომიხდა იქ ერთხელ, იქ რა იყო იცი? რიგი დგება და ჩვენ როგორ პიანისტები და აკორდეონისტები, მუსიკოსები, უფასოდ გვიშვებდნენ, ვიღაცამ შემაგინა, როგორ მიდიხარო და ვტკუცე ერთი მაგრად, ჩხუბი ატყდა იქა და მერე საღამოს შერიგება უნდოდათ, უკრაინელი გამოდგა, მოვიდა უკრაინის ბენდერების უფროსი, ეხლა ბატონო ტარიელ თქვენ წამობრძანდით უნდა შეგარიგოთო, წავედი, ჩამოდგა „ლაგერი“ , აბა შერიგდითო, მე არ შევრიგდებიო, მაგან გამლახაო, არ შერიგდებიო და ამან სტკუცა კიდევ იმას ერთი, როგორ მე მოვიყვანეო და შენ უფლება არა გაქვსო, აი ესე იყო ცხოვრება.

  • იქ მაგარი იერარქიები იყო?

  • არა კაცო, გატანჯული როცა არის კაცი, იმას ფიქრობს გავიდეს გარეთ როგორმე.

  • ყველა ერთ დონეზე იყო?

  • ერთ დონეზეა თითქმის, უკვე ზოგი უკეთესად არის ზოგი ცუდად, საშინელებაა მაინც „ლაგერი“ , შიმშილობა, ეს ის, გააჩნია რა წლები იყო, წლები იყო „ვაფშე“ საჭმელი არ გვქონდა.

  • აბა რას ჭამდით?

  • რას და არაფერს, რას ვჭამდით? თუ რამეს გამოგვიგზავნიდნენ, რაღაცა შემოვიდოდა, პირველი წლები იყო საშინელი, აუ საშინელება, რა ტაციაობა იყო პირდაპირ მშივრების, ეცემოდნენ და ართმევდნენ ერთმანეთს, ბევრი ცუდი ამბები მაქვს ნანახი მე, ყველაფერს ხომ ვერ იტყვი არა? «советский союз это родина» აი ასე.

  • და გივი გაბლიანმა როგორ წაგიყვანათ? მაშინ უკვე გადასული იყავით ბანაკში, გერმანიაში?

  • რა იყო იცი? სიები ხომ იყო არა? გივი გაბლიანმა გაიგო, რომ მე ცოცხალი ვარ, სიები მიდიოდა იქ ვინ იყო.

  • თქვენ სად იყავით მაშინ, რომელ ბანაკში? რომელ ქვეყანაში?

  • მე ვიყავი გერმანიაში, აღარ მახსოვს ეხლა კარგად, უნდა დავფიქრდე, ხოდა, მოვიდა ის ამბავი, რომ გაიგო, რომ მე ცოცხალი ვარ, „ლაგერში“ მოვიდნენ ემიგრანტები, ლატვიაში ვარ ე.ი. რიგაში, მოვიდნენ, შემოვიდნენ ჩვენთან, აბა ქართველები ცალკე, ცალკე რუსები, ცალკე სომხები, ცალკე ისენი, ხოდა რა გვარი ხარო? თქვენ იცნობთო გივი გაბლიანსო? კი მე ვუთხარი. ხოდა აი თქვენ გეძებსო, გივი გაბლიანი. გივი გაბლიანი ჩემს სკოლაში სწავლობდა და მისი დაც, ერთ ჯგუფში ვიყავით - ეთერი, ხოდა გივი გაბლიანმა ჩემზე ადრე დაამთავრა, მამა დაუჭირეს მაგას, დაუხვრიტეს, 36 წელში, ამან აიღო და პირდაპირ გერმანელებს ჩაბარდა რა.

  • ომის დროს ჩაბარდა?

  • ომის დროს ჩაბარდა. მტერი იყო ამათი. სვანი იყო და გერმანელებზე მუშაობდა, შეადგინა ქართული ჯარი, შტაბი გახადა იქ და მუშაობდა იქ, ქართველების უკვე სჯეროდა გერმანელებს, ხოდა ფიქრობდა მე მომხმარებოდა და ერთ „ლაგერში“ მიგვიყვანეს ჩვენ და იქ მოვიდა, ხოდა მითხრა, ბიჭო არა გრცხვენიაო შენო წამოდიო ჩვენთანო, იყავიო, მე ვუთხარი რა უნდა ვაკეთო? ქართულ საქმეს გააკეთებ და ჩვენ ჯარში შემოხვალო, ქართულ ჯარშიო და იქნები ქართველი ჯარის პატრონიო, ჩვენი ჯარი უნდა ჩავიდესო და დარჩეს დამოუკიდებელი საქართველოო, არ წაგვართვას გერმანელებმაო, აი ამას ვაკეთებთ ჩვენო, ისე სწორი იყო რა.

  • ვინ დაანებებდა.

  • ვინ დაანებებდა, მაგრამ მაინც კონტაქტები ქონდა მას, ეტყობა გერმანელებსაც ამოსული ქონდა მთელი რუსეთი და მთელი ესა და მთელი ისა. ფაქტიურად მნახა მე და ძალიან გაუხარდა და იქ „ლაგერში“ ვიყავი და მერე ფრონტზე გაგვაგდე სულყველა, კავკასიაში, მონაწილეობა არ მიგვიღია ჩვენ ომში, ჩვენ ვემზადებოდით, გადაგვაგდებენ იქა, კავკასიაში, ვლადიკავკაზის მახლობლად.

  • ყაზბეგამდე მოხვედით?

  • ხო ყაზბეგამდე მოვედით. ველოდებოდით, რომ გვეტყვიან და გადაგვსვავენ და საქართველოს გამოაცხადებენ დამოუკიდებლად და თქვენც ბედნიერი იქნებოდით და მეც. :)

  • ხომ გავბედნიერდით 1991-ში?

  • ხო, მოხდა ისე, რომ დაიხიეს უკან გერმანელებმა სტალინგრადში, ხოდა იძულებული გახდა ჩვნი ჯარიც წამოსულიყო.

  • ბევრნი იყავით ქართულ ჯარში?

  • კი ბატალიონზე დიდი იყო.

  • თქვენი ნაცნობებიც იყვნენ? იქამდე იცნობდით თბილისიდან, თუ?

  • ზოგი მერე გავიცანი, ზოგი იყვნენ, იქ ერთი ბიჭი მოგვიკლეს სომხებმა.

  • სომხებმა?

  • ხო, სომხები დაგვიყენეს ჩვენ წინ დარა იყო იცი? მერე წავიდნენ „რაზვეტკაზე“ და დაიჭირეს ის ბიჭი და დახვრიტეს, ხოდა ჩვენებმა გადაუხადეს მერე, დაიჭირეს ისინი, აი ესე იყო ცხოვრება, ეხ, ძნელია ომი, ცუდია, ჯობია თავისუფალი იყო, კიდევ რაიმე საკითხები თუ გაქვთ მე მზადა ვარ გემსახუროთ.

  • ჩვენი წინა შეხვედრის შემდეგ რაიმე ხომ არ გაგახსენდათ ისეთი, რისი მოყოლაც გსურდათ და ვერ დავასრულეთ?

  • ჩემს მტერს მე, რომ მახსენდება ის ამბები :)

  • რაც უფრო მნიშვნელოვანია თქვენს ცხოვრებაში.

  • რა არის მნიშვნელოვანი, აბა რა გითხრათ, საინტერესო არაფერია, „ლაგერში“ რა ცხოვრება უნდა იყოს, ერთადერთი ქართველი თუ იყო ვშველოდით ერთმანეთს, ვეხმარებოდით, გამოგვყავდა, მე მაგალითად, ის ხნიერი ხალხი, რომლებიც შახტებში უნდა გაეშვათ სულ ყველა ამოვიყვანე და იმაზე დავსვი, რა ქვია „პაროდას“, რომ არჩევენ ბებრები, ისინი ამოვარჩიე, ერთი- ორჯერ ვარ ნამყოფი შახტაში, ამხელა იმაში, რომ გაძვრები და რა არის იცი? შიძლება ჩამოწვეს და მოკვდე, რეები მაქვს ნანახი, საშინელებები.

  • შახტებში ბევრი იხოცებოდა? იქაც ბევრი დაიღუპა ალბათ.

  • კი, კი ბევრი გადავარჩინე მე იქ, მძიმე სამუშაოს, ვისაც უჭირდა არ შეეძლო, ზოგი კოჭლი იყო, ზოგი დაჭრილი, ვეხმარებოდი რაც შემეძლო, იქ იყო ერთი კინერტი, გერმანელი კაცი, რომელიც დაბადებული იყო რუსეთში, იქ იჯდა და „ლაგერში“ რაღაც თანამდებობა ქონდა, იმას მე, რომ დაველაპარაკე, შენ საიდან იცი გერმანულიო მითხა, რაღაცა ხო ვიცოდი და მე ვუთხარი დედა მყავს გერმანელი-მეთქი, ოოო min Freund! მითხრა, მოეწონა და მენდობოდა, მეც ახლა ჩემს საქმეს ვაკეთებდი, ვეხმარებოდი ქართველებს, ვინც გადარჩა ჩემი მადლიერები იყვნენ, იმიტომ რომ ხელი უნდა შეუწყო შენიანებს, აბა ვის შეუწყობდი ხელს?! ეჰ! ძნელია ამის მოგონება, ყველაფერი, მაგრამ რას იზამ. სულ ყველა მეუბნება დაწერე, დაწერე, არ შემიძლია მაგის წერა და მაგის ის. აი ესე თუ რაღაცას გამომიკითხავთ გეტყვით.

  • დიდი მადლობა.