The following text is not a historical study. It is a retelling of the witness’s life story based on the memories recorded in the interview. The story was processed by external collaborators of the Memory of Nations. In some cases, the short biography draws on documents made available by the Security Forces Archives, State District Archives, National Archives, or other institutions. These are used merely to complement the witness’s testimony. The referenced pages of such files are saved in the Documents section.
If you have objections or additions to the text, please contact the chief editor of the Memory of Nations. (michal.smid@ustrcr.cz)
გადასახლებაში დაბადებული
დაიბადა 1950 წლის 13 იანვარს ყაზახეთში
1957 წელს ყაზახეთიდან ჩამოვიდა საქართველოში
3 თვე ისწავლა ზესტაფონში
შემდეგ იშვილა ბიძამ და საცხოვრებლად გადმოვედა თბილისში
1957-1961 ისწავლა რუსულ სკოლაში
1961-1965 ისწავლა 55-ე სკოლაში
1965-1967 ისწავლეა57 სკოლაში
1967 წელს ჩააბარა პუშკინის პედაგოგიურ ინსტიტუტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე 2 სპეციალობით (ქართული და რუსული ენის ფილოლოგი)
1971 წელს გათხოვდა
1982 წელს დაიცვა ხარისხი
არის პედაგოგიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, ასოცირებული პროფესორი.
10 წელი იმუშავა კვლევით ინსტიტუტში.
იყო კათედრის მოადგილე საქართველოს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში (რუსული ენა სტუდენტებისთვის)
1993 წელს თავდაცვის ეროვნული აკადემიის ენების კათედრის გამგედ დაინიშნა
2003-2012 წლბში იყო ეროვნული სასწავლო გეგმის შემდგენელი
2013 წლიდან „მასწავლებლის სახლში“ ატარებს ტრეინინგებს მასწავლებლებისათვის.
ლამარა ჩინჩალაძე
რესპოდენტი: ლამარა ჩინჩალაძე
კორესპოდენტი: ივანე ყუფარაძე
ჩანაწერი შესრულებულია ქართულ ენაზე
ჩაწერის თარიღი: 4.06.13
ჩაწერის ადგილი: ქ. თბილისი, ვარკეთილი-3, Iმ/რ-ნი, მე-15 კორპუსი, ბინა 73
რეპრესირებულის საკონტაქტო ინფორმაცია - ტელ.: 2795407
577451282
გადასახლებაში დაბადებული
რეპრესირებული ლამარა ჩინჩალაძე გვიამბობს თავის ბიოგრაფიას. ჩანაწერში თავდაპირველად საუბრობს მამამისზე, სიმონ ჩინჩალაძეზე, რომელიც მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ებრძოდა საბჭოთა რეჟიმს, ბევრჯერ გადაურჩა დახვრეტას; ზოგჯერ შემთხვევის წყალობით, ზოგჯერაც ცოდნითა და ნიჭის. ჯამში 32 წელი პატიმრობაში გაატარა და მრავალი თავგადასავალი გადახდა; სწორედ ის იყო ჯესკასგანის აჯანყების ერთ-ერთი ორგანიზატორი. გადასახლებაში მან გაიცნო მარია ტრუბოვა, ასევე შავსიელი, შთამომავალი ერთ-ერთი დეკაბრისტის სერგეი ტრუბეცკოისა. იმის მერე რაც მარია ქართველ პატიმარზე გათხოვდა, ოჯახმა იგი აღარ მიიღო და სიმონს გადასახლებაში გაყვა საცხოვრებლად. იქ მას 8 შვილი შეეძინა. ერთი ბიჭი მოტაცეს, რადგან ფიქრობდნენ რომ გაჭირვებული ოჯახი მას ვერ გაზრდიდა. ერთიც კი შიმშილით მოუკვდათ. გადასახლებულების ოჯახში დაიბადა მთხრობელი. იგი გვიამბობს ყაზახეთში გაჭირვებაში ცხოვრების შესახებ. ასევე გვიყვება თუ როგორ ჩამოიყვანა თავისმა უფროსმა დამ იგი საქართველოში და ამის მერე როგორ იშვილა ბიძამ. საბჭოთა კავშირის დროს ლამარა მალავდა თავის წამროშობას და გააჩნდა გაუცნობიერებელი შიში თავისი მამის მიმართ. რადგან იგი ხმამაღლა აკრიტიკებდა საბჭოთა მთავრობას, მაგრამ მოგვიანებით პარტკომის უფრსის სიტყვებმა მამამისის თაობაზე აზრი შეაცვლევინა. რეპრესირებული გვიყვება რომ, მოგვიანებით ეროვულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქციებზე სიარული შემდეგ დააფასა მამასი და მიხვდა მისი ბრძოლის აზრს. ლამარა ჩანაწერის ბოლოს იხსენებს ყაზახეთს, მის დაბადებისა და გაზრდის ადგილს და მიუხედავად იქაური გაუსაძლისი პირობებისა, მაინც ენატრება და ფიქრობს იმ ადგილზე.
ტრანსკრიპტი
მე ვარ ლამარა ჩინჩალაძე, დაბადებული ყაზახეთში 1950 წლის იანვრის თვეში. ჩემი ბიოლოგიური მამა,(სიმონ ჩინჩალაძე) დაბადებული ჭიათურის რაიონში სოფელ ტყებლოვანაში 1904 წელს, ახალგაზრდა ჩამოვიდა თბილისში, რომ ჩაებარებინა სახელმწიფო უნივერსიტეტში. ალექსანდროვის ბაღში მან სრულიად შემთხვევით დაინახა ქართველი ახალგაზრდების სია, რომელებიც დაეხვრიტათ იმ დროისთვის და მათ შორის ამოიკითხა ლევან რაზიკაშვილი ( ქართველი მწერლის ვაჟა–ფშაველას შვილი) და საკუთარ თავთან ფიცი დადო, რომ მთელი ცხოვრება იბრძოლებდა ბოლშევიკების წინააღმდეგ და საქართველოს დამოუკიდებლობისათვის, და ფაქტობრივად თავისი ცხოვრება ამ იდეას შეწირა. ის გახდა სოციალ–დემოკრატიული პარტიის წევრი და აქტიურად ჩაერთო საქმეში. (იგი იყო „მენშევიკური“ პარტიის ლიდერი დასავლეთ საქართველოში და გამოდიოდა ლექციებით კომუნისტური პარტიის წინააღმდეგ). 1924 წელს შორაპანთან დახვრიტეს ქართველი თავადაზნაურობა, თითქოსდა ისინი აჯანყებას აწყობდნენ ბოლშევიკების წინააღმდეგ. იმ დროისთვის ბაბუაჩემი იყო ვაჭარი , სახლი ზესტაფონშიც ჰქონდა და მამაჩემი გაეგზავნა ქვევრების ჩამოსატანად (ეს ის დღეა, როდესაც შორაპანთან ვაგონებში ჩაცხრილეს იმერეთის თავადაზნაურობა).ბაბუასთან მივიდა ერთი პიროვნება, რომელიც მას პატივს სცემდა და ჰკითხა, შენი შვილი სად არისო. ბაბუაჩემმა უპასუხა, ჭიათურაში გაგვგზავნე ქვევრების ჩამოსატანადო. მან კი აუხსნა, რომ სიმონი დაჭერილი იყო და შეპირდა, რომ გაათავისუფლებდა, რადგან მისთვის ბაბუა ავტორიტეტი იყო. მამაჩემისგან ვიცი, რომ შორაპანთან ვაგონები ჩამოაყენეს და კითხულობდნენ გვარებს და ამ ხალხს უშვებდნენ ვაგონებში. ამოიკითხეს ჩინჩალაძე და ბაბუას მეგობარმა უთხრა მამაჩემს: „შენ აქ რა გინდა, ლაწირაკო“ და თავში წამოარტყა, წადი აქედანო. მამაჩემი ყვება: “გავრბივარ სიმინდებში, მაგრამ არ ვიცი, რატო გამომიშვეს ვერ ვხვდები. არ ვიცოდი ვაგონები რატომ იდგა.( ის იყო 19–20 წლის). ხოლო როდესაც სროლის ხმა გავიგე და ვაგონებს ცეცხლი გაუხსნეს, მაშინ მივხვდი. როცა მამაჩემი ამას ჩემი ახალგაზრდობის დროს გვიყვებოდა თავში წაირტყავდა ხელს „რატო ვარ ცოცხალი, რატომ მეც იქ არ მოვკვდიო“. ასე შემთხვევით გადარჩა. ამის შემდეგ დააპატიმრეს, 3 წელი იჯდა მეტეხის ციხეში, შემდეგ უკვე გადაასახლეს და თუ 1924 წელს ჩავთვლით მისი პირველი დაპატიმრების წელად, 1956 წლის ჩათვლით მან მოიარა რუსეთის სხვადასხვა ციხეები დაწყებული ნოვოსიბირსკიდან, კრასნოიარსკი, ენისეისკი და ა.შ., მას ძალიან ბევრჯერ ჰქონდა მისჯილი დახვრეტა, მაგრამ იმდენად ნაკითხი პიროვნება იყო ( ციხეში თურმე სულ კითხულობდა მარქსს, ენგელსს, ლენინს და რომ ეკითხებოდნენ შენ ამას რატომ კითხულობო, პასუხობდა, „მტრის ენა“ კარგად უნდა ვიცოდეო), თავისი ცოდნით ძალიან ბევრჯერ გადაირჩინა თავი დახვრეტას. დასახვრეტად რომ გაჰყავდათ (ძალიან კარგი ორატორი იყო), სიტყვით გამოსვლის შემდეგ მის პროცესს წყვეტდნენ, მოსკოვში გადასცემდნენ მის გამოსვლას და იქიდან მოდიოდა ბრძანება, რომ შეჩერებულიყო დახვრეტა. თავისი ნიჭიერებისა და ნაკითხობის წყალობით ბევრჯერ გადაირჩინა თავი.
თურმე იმდენად ნიჭიერი იყო, რომ ბერიასაც კი დაუბარებია და უთქვამს, შენ იმდენად ჭკვინი ხარ, რომ შეგიძლია ჩვენთან გადმოხვიდე და იმუშაოო.მან უარი უთხრა. მერე ორჯონიკიძესთანაც ჰქონია შეხვედრა და მასაც შემოუთავაზებია თანამშრომლობა. ბოლშევიკები ეძებდნენ ნიჭიერ ახალგაზრდებს, მაგრამ სიმონი უარზე იყო. შემდეგ გადაასახლეს.1927 წელს,როგორც მოგახსენეთ, გადაასახლეს და ძალიან დიდი ტანჯვა-წამება გამოიარა.
იქ როგორ ცხოვრობდნენ პატიმრები... ფაქტობრივად მამას გამოუვიდა 32 წელი, მაგრამ 32 წელი სრულად კი არ იჯდა, 3–4 წელი იჯდა, შემდეგ გამოუშვებდნენ 3–4 თვით, ნახევარი წლით. იქ, კრასნოიარსკში მან გაიცნო დედაჩემი (ასევე შავსიელი იყო, წარმოშობით იყო დეკაბრისტის შთამომავალი, სერგეი ტრუბეცკოის შვილთაშვილი, მათაც გვარი გადაიკეთეს და ტურბოვები გახდნენ, მაგრამ მაინც შავ სიაში ირიცხებოდნენ) დედაჩემი 18 წლის იყო როდესაც ქართველი პატიმარი შეუყვარდა, იმ დროისთვის ბაბუაჩემი ალექსადრე იყო გემთმშენებელი ინჟინერი, ბევრ ფულს შოულობდა და მდიდრულად ცხოვრობდნენ. დედას თურმე ძიძაც კი ჰყოლია. როდესაც დედა მამაჩემს გამოჰყვა, მამა ცოტახანში ისევ დაიჭირეს, დედაჩემმა ამ ხნის განმავლობაში გააჩინა 8 შვილი. ერთი შიმშილით მოუკვდათ, ერთი (ბოროსი) მოსტაცა მდიდარმა უშვილო ოჯახმა, იფიქრა ამათ მაინც ბევრი შვილები ჰყავთ, კაცი კი პატიმარიაო. დედა კინაღამ შეიშალა, როდესაც საბავშვო ბაღში მივიდა და ბავშვი არ დახვდა. მე რაც მახსოვს იმ შვიდი წლის განმავლობაში (ყაზახეთში, ურიცკში, გადასახლებაში ცხოვრებისას) ძალიან გვიჭირდა, საჭმელი არ გვქონდა.
დედას შეეძლო ემუშავა, ერთი–ორი კაპიკი შემოეტანა ოჯახში, მაგრამ ვინაიდან თავადის ქალი იყო, ეტყობა ეთაკილებოდა. მე მახსოვს როგორ იმეორებდა:“მე ვარ თავადის ქალი“. არცერთი საქმე არ ეხერხებოდა, გარდა ქარგვისა. და ამას მამაჩემი სულ აძახებდა ხოლმე, როგორ არაფერი არ იციო და ფაქტობრივად არ მუშაობდა. უფროსმა დამ მომიყვა, როდესაც იყო ოცდაათიანი წლები (შიმშილობის წლები რუსეთში), დედა ოჯახიდან რომ წამოვიდა ( მარიამი ერქვა) მისმა დედამ უთხრა, არ გაყვე პატიმარს, ჩვენ გიკრძალავთო, შენ თუ ოჯახიდან გადახვალ, ჩვენ შენ არასოდეს დაგეხმარებითო და შვილების სიიდან ამოგიღებთო. და მართლაც ესე მოxდა, მაგრამ ვინაიდან ისინი ძალიან კარგად ცხოვრობდნენ დედას ჰქონია ძალიან გრძელი, მსხვილი, ოქროს ძეწკვი (ჩემი დისგან ვიცი, იატაკამდე წვდებოდა) შიმშილობის pერიოდში ამ ძეწკვს ანაწილებდა და თითოეულ ნაწილს 3–4 კარტოფილზე მეზობლებს უცვლიდა, რომ შვილები არ დახოცილიყვნენ. მე 1950welsდავიბადე, ჩემი და 1953ში. უკვე 6 შვილი დავრჩით და ჩემი ძმა, რომელიც ჩემზე 20 წლით უფროსი იყო (მერე იქ დაოჯახდა), ცალკე ცხოვრობდა. და ესე გაჭირვებით ვცხოვრობდით. დედაჩემს ჩუმად მისი დები ეხმარებოდნენ და ამანათებს ვიღებდით ხოლმე და ეს იყო ერთადერთი სიხარული ჩვენს ოჯახში.
ყაზახეთი როგორია.... თითქოს ძალიან ცხელი ქვეყანაა, მე მახსოვს ზამთარში ძალიან დიდი თოვლი იდო , ყინვები იყო, არ ვიცი როგორ ვთბებოდით, ვიყინებოდით. მე ათი თვის ვიყავი, როდესაც ფილტვების ანთება დამემართა და პატარა ფიცრულ სასახლეში ჩამაწვინეს, დედას მარლის კაბა შეუკერავს ჩემთვის. უკვე დამიტირეს, ასე ვთქვათ. მერე მეზობელი პატიმარი ექიმი ყოფილა, იმისთვის დაუძახიათ და რომ მოსულა უთქვამს, მოდით ჯერ ნუ დაკრძალავთ, ვაცალოთ, რაც გაქვთ „ძონძები“ დააფარეთო. და მართლაც დამაფარეს ყველაფერი.და რაღაც დროის შემდეგ ოფლის წვეთები წამომსვლია და გადავრჩენილვარ. აი მას შემდეგ, ფილტვები მაქვს ძალიან სუსტი და არ არსებობს, წელიწადში ერთხელ რომ ფილტვების ანთებით არ დავავადდე. ეს იქიდან მომყვება.
ჩემი უფროსი და ამჟამად ცხოვრობს ქუთაისში, გიჟდება ჩემზე. დანარჩენებთან ახლო ურთიერთობა არ მაქვს. ერთი რუსეთშია გათხოვილი. ძმა რუსეთში დარჩა ოჯახით, ე.ი. ორი და ქუთაისში და ერთი ზესტაფონშია. თამარა ქვია უფროს დას, ჩემზე იყო 12 წლით უფროსი. მან, როცა 20 წლის იყო წამოგვიყვანა ორი უმცროსი და: ერთი ვიყავი მე, 7 წლის, და მეორე იყო 5 წლის. ჩელიაბინსკში რომ ჩამოვედით, იქ მახსოვს, რომ მატარებლით მოსკოვში უნდა წავსულიყავით, მოსკოვიდან-საქართველოში. ერთ-ერთ სადგურში მატარებელი ცოტა ხნით გაჩერდა და ჩემი და, თამარა, ჩავიდა რათა კალბასი, რაიმე საჭმელი ეყიდა. სადღაც გამყიდვლებთან გადავიდა და დაიძრა მატარებელი. უკან რომ მოიხედა, მატარებელი უკვე მიდიოდა. მე და ჩემი და ვიყავით ვაგონში. თამარა არ მოდიოდა. თამარა იხსენებს: გამოვიქეცი და ძლივს დავეწიე ბოლო ვაგონსო. და შემოვიდა ამ ვაგონში, თორემ სადღაც დავიკარგებოდით, ან არ ვიცი რა დაგვემართებოდა. ასე ჩამოვაღწიეთ ზესტაფონში.
მერე მამამაც მოახერხა ჩამოსვლა, ის თავის მემუარებში წერს, რომ მეც გავრისკეო, წამოვედიო. მას არ ჰქონდა იქედან წამოსვლის უფლება, გათავისუფლებული იყო იმ პირობით, რომ იმ ადგილს არ დატოვებდა. იფიქრა თუ დამიჭირეს, დამიჭირეს თუ არადა ჩავალო და მართლაც გაუმართლა. ჩამოვიდა ისე, რომ ხმა არავის გაუცია. ასე რომ 1957 წლიდან ის ცხოვრობდა ზესტაფონში.
ისე მოხდა, რომ სიმონ ჩინჩალძის ძმას, ზაქარიას, (მას ერთი ვაჟი ჰყავდა) უნდოდა ძმას დახმარებოდა (მატერიალურადაც ხელს უწყობდა) და უთხრა, რომ მას ქალიშვილი არ ჰყავდა და თუ სიმონს უნდოდა, ერთერთ მის ქალიშვილს წამოიყვანდა და თავისთან აცხოვრებდა და თუ შეეგუებოდა და სიმონიც თუ ნებას დართავდა, იშვილებდა. ასე აღმოვჩნდი მე ბიძაჩემთან. წამომიყვანეს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი ოჯახი იყო ჩემი ალალი ბიძა და ბიცოლა. ფაქტობრივად, ესენი გახდნენ ჩემი ნამდვილი მშობლები. პირველად მამა მე დავუძახე ჩემს ალალ ბიძას.
1957 წელს ჩამოვედი საქართველოში, 3 თვე ვიყავი ზესტაფონში და ამ პერიოდში ვიარე რუსულ სკოლაში. შემდეგ უკვე გადმოვედი თბილისში. 4 წელი ვისწავლე რუსულ სკოლაში, შემდეგ მეხუთედან მერვე კლასის ჩათვლით 55ე სკოლაში ვსწავლობდი. ძალიან კარგი კლასი გვყავდა. ქართული ენა , რა თქმა უნდა მშობლიური ენა იყო, მაგრამ რუსული ენა „მოდაში“ იყო, როგორც დღეს ინგლისურია.ბავშვებმა არ იცოდნენ რუსული... ძალიან კარგი კლასი მყავდა სიყვარულით მეძახდნენ ხოლმე რუსო–რუსო და რუსულში, როmგვქონდა ხოლმე კარნახი სულ ვეხმარებოდი. მე ქართულს ვერ ვფლობდი, ძალიან მიჭირდა, მოთხრობას ვყვებოდი რაღაც არასწორად ვთქვი და კლასმა სიcილი ატეხა. ახლა ვხვდები რომ ბოროტად კი არა, ბავშვურად გაიცინეს. მათ ხომ არ იცოდნენ, რატომ არ ვიცოდი ქართული, გული მტკიოდა. მერე როცა წამoვიზარდე, მივხვდი, რომ ყველა ერთმანეთს პატივს ვცემდით, ძალიან კარგი ბავშვები იყვნენ და სიყვარულით მეძახდნენ.
Bბიოლოგიური დედა გარდაიცვალა 1961 წელს, მე 11 წლის ვიყავი და მახსოვს ნათესავი ჩამოვიდა ზესტაფონიდან და ჩურჩულით უთხრა ბიცოლაჩემს ანუ დედაჩემს. ვერ მივხვდი... შემდეგ შემამზადეს და მითხრეს, იცი დედაშენი მარია გარდაიცვალაო და მახსოვს ვიტირე, მაგრამ ძალიან არ განვიცადე. დედა მახოვს.. სიმპათიური, გამხდარი ქალი იყო. მე 11 წლის ბავშვი ვიყავი და ამ ოჯახში 4 წელი ვიზრდებოდი. ამ ოჯახში ყველას ძალიან ვუყვარდი, ბიცოლაჩემი თან მყვებოდა. დედაჩემი ძალიან უბედური ქალი იყო.. ნეტა მართლა არ გაყოლოდა პატიმარს. ძალიან მეცოდება...უბედური ცხოვრება ჰქონდა.. ძალიან მწარე ცხოვრება...
მე დამთავრებული მაქვს ფილოლოგიის ფაკულტეტი პუშკინის პედაგოგიურ ინსტიტუტში ორი სპეციალობით “ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი” და “რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი”. და როდესაც ჩვენ რუსულში ლექციას გვიკითხავდნენ, იქ საკმაოდ დიდი თემა იყო დეკაბრისტებზე. ცხადია, ჩვენ, ყველა ყურადღებით ვუსმენდით, თუ როგორ მოხდა ამ აჯანყების ჩახშობა, მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელი iyo, სერგეი ტრუბეცკოი. ამ დროს ბავშვებს გადავხედე, ყველა ყურადღებით უსმენს და ერთი სული მაქვს ვთვqა, რომ მე ვარ ის ერთერთი მისი შთამომავალი. ბაბუაჩემი იყო იმ სერგეი ტრუბეცკოის შვილიშვილი, მაგრამ მე გადასახლებაში ვარ დაბადებული და ამიტომ ამას ვერ ვიტყოდი. და ერთი სული მქონდა ყველას გაეგო . მე ხომ ბავშვი ვიყავი 18-19 წლის. და ყველანი აღფრთოვანებული ვიყავით სერგეი ტრუბეცკოით რომელსაც არ შეეშინდა. მისი მეუღლე ჩავიდა და ემთხვია მის ჯაჭვებს რომელიც ფეხზე ჰქონდა სერგეის მიმაგრებული , როდესაც თავადები საბადოებში ამუშავებდნენ. და ეს ცოლი გარდაიცვალა და მერე როგორც ჩანს სერგეიმ მეორე ცოლი შეირთო და იქიდან მოდის ჩვენი შტო.
ჩემთვის ოჯახში არც მამას, არც დედას (ბიცოლას) არასოდეს არ უთქვამთ, რომ ჩემი ბიოგრაფია ან სკოლაში ან უმაღლესში არ მომეყოლა, მაგრამ მე შინაგანად ვგრძნობდი რომ მე ვიღაც ცუდი კაცის შვილი ვიყავი, ეს მე შინაგანად მქონდა ჩადებული. როდესაც, (მშობელი) მამაჩემი ჩამოდიოდა ხოლმე თბილისში წიგნების საყიდლად სულ ლანძღავდა მთავრობას და მეშინოდა, მეზობlebsარ eჩივლათ. ასეთი შიშის ქვეშ ვიყავით სულ. მე მახსოვს, კვლევით ინსტიტუტში ვმუშაობდი და ისე მოხდა, რომ რუსული ენის სექტორის გამგე გადადგა და ხელმძღვანელობამ ჩემზე შეაჩერა ყურადღება, რადგან ხარისხი დაცული მქონდა და ჩამთვალეს პერსპექტიულ თანამშრომლად, პასუხისმგებლობის გრძნობა ნამდვილად მქონდა, შრომისმოყვარეც ვიყავი და ჩემმა უფროსმა ჩემი ბიოგრაფია იცოდა, იმიტომ რომ მას მივენდე და მოვუყევი ჩემი ბიოგრაფია. მან მითხრა, შენ ვერ შეხვალ პარტიაში, იმიტომ რომ წავალ და მოვუყვები ვინ ხარო. მე ცოტა არ იყოს შემეშინდა. მივედი პარტკომთან და ეს ჩემი ბიოგრაfია მოვუყევი, ვუთხარი: ბატონო ალექსანდრე, მე არც მინდა პარტიაში შესვლა, ასეთია ჩემი ბიოგრაფია და ჩემ გამო უხერხულობაში არ ჩავარდეთ-თქო.მაშინ ამ პიროვნებამ მითხრა: „თქვენ არ იცით რა დიდებული კაცის შვილი ხართ, თქვენ ხელზე სატარებელი ხართო“. ვერაფრით ვერ ჩავწვდი ამ სიტყვების აზრს მთელი ცხოვრება შიშის ქვეშ ვცხოვრობდი, როცა არაფერი არ მაკლდა: არც მოფერება, არც სიყვარული ჩემი მშობლებისგან, არც ბიძaშვილი-ძმისგან, არავისგან არაფერი არ მაკლდა, მაგრამ ყოველთვის რაღაც შიში მქონდა და ვერ გავაცნობიერე და რატომ ვიყავი ხელზე სატარებელი. რა თქმა უნდა, როდესაც დაიწყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა და ბატონი ზვიადი ( საქართველოსეროვნულ-განმათავისუფლებელიმოძრაობის(1973—1990) ერთ-ერთილიდერი, საქართველოს პირველი პრეზიდენტი (1991—1992)) მართავდა ამ მიტინგებს, მე და ჩემი მეუღლე უკვე დავდიოდით აქციებზე, მაშინ უკვე მივხვდი, რისთვის იბრძოდა მამაჩემი.
1954 წელს ჯესკაზგანში (ქალაქი ყაზახეთში, სადაც ძალიან დიდი ბანაკი იყო პოლიტპატიმრებისა), პატიმრებმა გადაწყვიტეს აჯანყება იმიტომ, რომ ძალიან ცუდ პირობებში ცხოვრობდნენ. მაგრამ ვერ ახერხებდნენ აჯანყების ორგანიზებას და არც გამოცდილება გააჩნდათ. მიადგნენ სიმონს და სთხოვეს, მათთვის ეხელმძღვანელა, რადგან სიმონს გააჩნდა დიდი გაmოცდილება და იჯდა სხვადასხვა ციხეში, მრავალჯერ გადაირჩინა თავი დახვრეტას. სიმონი კიდევ ერთ პიროვნებასთან ერთად სათავეში ჩაუდგა აჯანყებას. დაამზადაეს საჰაერო ბუშტები, მათში ჩადეს პროკლამაციები, ნაწილი ამ საჰაერო ბუშტების გადავიდა საზღვარზე და ასე გავრცელდა ამბავი, რომ საბჭოთა მთავრობა, რომელიც ამბობდა, რომ პოლიტპატიმრები არ ჰყავდათ, უამრავი პოლიტპატიმარი ჰყავდათ ამ ქალაქში და ცუდ პირობებში ცხოვრობდნენ.
თავის მემუარებში მამაჩემი, სიმონ ჩინჩალაძე წერს, რომ (რუსული ენა მერე გვიან შეისწავლა და აქcენტით ლაპარაკობდა, მაგრამ ძალიან სუფთა გრამატიკულით) რუსები ძალიან კარგი ხალხია, მემუარებში ის წერს იმისთვის, რომ მომავალ თაობას არ ჰქონოდეთ რუსების მიმართ ნეგატიური განწყობა. ხალხი ძალიან კაგრიაო, მათ ყველანაირად პოზიტიურად ახასიათებს, პოლიტიკა კი ძალიან ბინძური საქმეა. აქ პოლიტიკოსებს შორის მიდის “საქმის გარჩევა”, თორემ ხალხს არაფერი ესაქმება, და არ აინტერესებთ პოლიტიკაo.
გარდაცვალება...ჩვეულებრივად.... მოხუცი იყო, 84 წლის. 9 აპრილამდე, როდესაც ზვიად გამსახურდია მიტინგებს მართავდა, ვამბობდი: 1 წელიც, რომ ეცოცხლა, არ არსებობს, გამოვიდოდა და ალბათ ამათ გვერდზე გადააყენებდა და თვითონ დაიწყებდა გამოსვლას... ისეთი ორატორი იყო.. ამაზე მწყდება გული, სადღაც ერთი წელი აშორებდა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას, საქართველოს დამოუკიდებლობას ვერ მოესწრო... ამაზე მწყდება გული...იგი ზესტაფონშია დაკრძალული.
უფaლო, შემიწყალე! რათ ქმა უნდა, არავის არაფერი არ მშურს, ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ აქ, როდესაც ბევრ ბავშვს mჭადი და ყველი არ აკლდა, ჩვენ, ჩვენი თაობა, ვინც ყაზახეთში ვცხოვრობდით, ყველანი ვშიმშილობდით.ისე მენატრება ის ქუჩა, ის სახლი და ისიც მახოვს; ერთ ქალბატონს გამოატარებდნენ ხოლმე, (ჯარისკაცი მოყვებოდა) ასეირნებდნენ. მოგვიანებით ჩემმა დამ გამახსენა ის ქალი და მითხრა, რომ იგი კაპლანი იყო (ის ქალი, რომელმაც ლენინს ესროლა). ისიც იქ იყო გადასახლებაში.ისეთი მონატრება მაქვს... ბევრჯერ დამსიზმრებია.. როგორც ჩანს, ყველა ადამიანს ბავშვობის ადგილები ესიზმრება. მეც ძალიან ხშირად მესიზმრება. სულ ნატვრა გვქონდა, იქნებ რაიმე ისე მოხდეს, რომ მე და ჩემი და თამარი,(მასაც დიდი სურვილი აქვს) ჩავიდეთ და ვნახოთ. რათქმაუნდა ის სახლებიც დანგრეულია, ის ყველაფერი დანგრეულია... მაგრამ იქ ტბაც იყო ძალიან დიდი... ამოშრაო ის ტბა...