The following text is not a historical study. It is a retelling of the witness’s life story based on the memories recorded in the interview. The story was processed by external collaborators of the Memory of Nations. In some cases, the short biography draws on documents made available by the Security Forces Archives, State District Archives, National Archives, or other institutions. These are used merely to complement the witness’s testimony. The referenced pages of such files are saved in the Documents section.
If you have objections or additions to the text, please contact the chief editor of the Memory of Nations. (michal.smid@ustrcr.cz)
რამდენიმე წელი გავატარე პერმის ციხის ბანაკში
ვახტანგ ძაბირაძე, ქართველი დისიდენტი, პოლიტიკოსი და პარლამენტის წევრი, დაიბადა 1953 წლის 6 თებერვალს, საქართველოში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეეთში. 1970-იან წლებში მეგობრებთან ერთად ჩამოაყალიბა არალეგალური პოლიტიკური ორგანიზაცია და ანტისაბჭოთა მოქმედებებში ჩაერთო, რის გამოც დააპატიმრეს და პერმის ციხეში რამდენიმე წლის გატარება მოუწია.
თავდაპირველად კლდეეთისა და ზესტაფონის სკოლებში სწავლობდა, მოგვიანებით კი ვლადიმერ კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში გადავიდა, რომელიც 1970 წელს დაასრულა. მისი აზრით, იღბლიანი იყო, რადგან ყოველთვის ქართული ენისა და მათემატიკის საუკეთესო მასწავლებლები ჰყავდა. ყველაფერი, რაც საბჭოთა სკოლებში ისწავლებოდა, კომუნისტური იდეოლოგიის პროპაგანდას წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, ისტორიისა და ლიტერატურის მასწავლებლები მუდმივად რეალურ ინფორმაციას აწვდიდნენ.
ვახტანგი 15 წლის იყო, როცა ჩეხეთში პრაღის გაზაფხულის მოვლენები დატრიალდა. იხსენებს, რომ საბჭოთა კავშირში ეს ინფორმაცია თითქმის არ ვრცელდებოდა. ეუბნებოდნენ, რომ ჩეხეთში ბოროტი ადამიანები აჯანყდნენ და საბჭოთა არმია იქ მშვიდობის დასამყარებლად შეიყვანეს. რეალური ისტორია მხოლოდ წლების შემდეგ გაიგო.
1970 წელს ვახტანგ ძაბირაძე თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩაირიცხა. მისი სტუდენტობის წლები დაემთხვა პერიოდს, როცა პოლიტიკურ არენაზე ედუარდ შევარდნაძე გამოჩნდა და ვასილ მჟავანაძეს დაუპირისპირდა. ვახტანგის აზრით, გარდამავალმა პოლიტიკურმა სიტუაციამ მცირე თავისუფლება გააჩინა; თეატრი, კინო და ლიტერატურა ცენზურისგან შედარებით გათავისუფლდა. ქართველი რეჟისორები იღებდნენ ისეთ ფილმებს, როგორებიც საბჭოთა სხვა ნებისმიერ რესპუბლიკაში აიკრძალებოდა, იგივე ხდებოდა ლიტერატურის შემთხვევაშიც. ამ პერიოდში გამოიცა ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხია“ და ოთარ ჭილაძის „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“. მისი აზრით, სწორედ ეს თავისუფლება გახდა იმის მიზეზი, რომ „სამიზდატები“ საქართველოში გვიან გაჩნდა.
უნივერსიტეტში სწავლა არ მოსწონდა, რადგან ფიქრობდა, რომ ყველაფერი, რაც ისწავლებოდა, ყალბ ღირებულებებს ეფუძნებოდა. შედეგად, მეორე კურსიდან ვახტანგი გარიცხეს. საბოლოოდ, მშობლების თხოვნით, იგივე ფაკულტეტზე მეორედ ჩააბარა და 1977 წელს სწავლა დაასრულა.
ამის შემდეგ ვახტანგ ძაბირაძემ მუშაობა მარნეულში დაიწყო, სადაც გააცნობიერა, რომ მთელი ქვეყანა კორუფციითა და ჩრდილოვანი ეკონომიკით იყო მოცული. თითქმის არაფერი კეთდებოდა, ფულს იპარავდნენ და ამ არალეგალურ შემოსავალს ადამიანების მცირე ჯგუფი ინაწილებდა. ვახტანგი ამ კრიმინალურ სქემაში არ მონაწილეობდა. მეტიც, როცა კომუნისტურ პარტიაში გაწევრიანება შესთავაზეს, უარი განაცხადა.
პოლიტიკით ადრეც ინტერესდებოდა, პირველი ნაბიჯი კი 1978 წელს გადადგა, როცა მეგობრებთან, ლევან ბერძენიშვილთან და ვახტანგ შონიასთან ერთად რესპუბლიკური პარტია დააარსა. ამ პერიოდში ჰელსინკის კავშირის ლიდერები, ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა დააკავეს, რამაც ეროვნულ მოძრაობაში პრობლემები შექმნა. ვახტანგის თქმით, ამ სიცარიელეს შევსება სჭირდებოდა და პარტიის შექმნის მიზანიც სწორედ ეს იყო.
პარტიის წევრებმა არალეგალური ჯგუფები ჩამოაყალიბეს და ანტიკომუნისტური ჟურნალის გამოცემა დაიწყეს. მოძრაობა იზრდებოდა, თუმცა მალევე ერთ-ერთმა წევრმა ინფორმაცია კგბ-ს გაუმხილა და ყველა მათგანი დააკავეს. ვახტანგის თქმით, დაპატიმრება გარდაუვალი იყო, თუმცა ეს მაინც იმაზე ადრე მოხდა, ვიდრე ელოდა.
სასამართლომდე 4 თვე კგბ-ის ციხეში გაატარა. პირობები აქ არც ისე მძიმე იყო, თუმცა ამ დროის განმავლობაში ერთმანეთისგან და ახლობლებისგან აბსოლუტურად იზოლირებულები იყვნენ. ასევე, ციხის ბიბლიოთეკა ძალიან ღარიბი იყო და ერთადერთი კარგი წიგნი, რომელიც იქ იპოვა, ჰერმან მელვილის „მობი დიკი“ იყო. საბოლოოდ, სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა და მატარებლით პერმის ბანაკში გადაიყვანეს.
მისი თითოეული მეგობარი სხვადასხვა ციხეში გაანაწილეს. იძულებითი შრომა ბანაკის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იყო. პერმში ძალიან ციოდა და ბევრი შეზღუდვა მოქმედებდა, თუმცა იქ შეკრებილი საზოგადოება ნამდვილად ძალიან საინტერესო იყო. ციხეში სასჯელს დაახლოებით 80 ადამიანი იხდიდა, დარაჯების რაოდენობა კი პატიმრებისას ორჯერ აღემატებოდა, რასაც გაქცევის შესაძლებლობა მინიმუმამდე დაჰყავდა. აქ დისიდენტებთან ერთად ომის დამნაშავეები და ჯაშუშობაში ბრალდებულები იმყოფებოდნენ.
ბუნებრივია, პატიმრებს ცუდად ეპყრობოდნენ და მათგან სრულ მორჩილებას მოითხოვდნენ. დაუმორჩილებლობისთვის ვახტანგი საჯარიმო იზოლატორში (ШИЗО) არაერთხელ მოხვდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, სისტემის მოქმედებებისა და სსრკ-ში არსებული სიტუაციის პროტესტი ციხეშიც არ შეუწყვეტია.
პოზიტიურად იხსენებს იმას, რომ ციხეში დაგვიანებით, თუმცა მაინც შემოდიოდა მრავალფეროვანი გაზეთები და ჟურნალები. უცნაურია, მაგრამ აქტიურად კითხულობდა ჟურნალს, რომელიც დასავლეთს აკრიტიკებდა. ამის მიზეზი ის იყო, რომ ამ კრიტიკულ სტატიებში დასავლური პრესიდან მოყვანილი ციტატები იბეჭდებოდა და ასე, ფაქტობრივად, დასავლურ ინფორმაციებს ეცნობოდა.
პატიმრებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობები ჰქონდათ. აქ იყვნენ დისიდენტები უკრაინიდან, საქართველოდან, რუსეთიდან, სომხეთიდან და ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან. პატიმრები ქმნიდნენ მცირე ჯგუფებს, ე.წ „კოლხოზებს“ და თუ ერთ-ერთ მათგანს ციხის მაღაზიით სარგებლობის უფლებას მოუხსნიდნენ, მასზე ეს ჯგუფი ზრუნავდა. ერთხელ, ვახტანგ ძაბირაძეს მაღაზიით სარგებლობა 9 თვით შეეზღუდა.
მიუხედავად სირთულეებისა, პატიმრებს იუმორის გრძნობა არ დაუკარგავთ: ისინი ზედამხედველებს მუდმივად ეხუმრებოდნენ და დასცინოდნენ. თუმცა, ციხის ადმინისტრაციაშიც იყვნენ ადამიანები, რომლებიც საბჭოთა კავშირის მიმართ კრიტიკულად იყვნენ განწყობილი.
1986 წელს ქართველი დისიდენტები თბილისში ჩამოიყვანეს და ამნისტიის მოთხოვნის შესახებ წერილის დაწერა შესთავაზეს. ზოგმა მათგანმა ეს გააკეთა, თუმცა ვახტანგ ძაბირაძემ უარი თქვა და ციხეში დააბრუნეს, რომელიც, საბოლოოდ, 1987 წელს დატოვა.
ამ პერიოდში ვახტანგი ზურაბ ჭავჭავაძესა და მერაბ კოსტავას შეხვდა, ცოტა ხანში კი „ჭავჭავაძის საზოგადოებას“ შეუერთდა, რის დამსახურებითაც,1989 წლის 9 აპრილის მოვლენების ცენტრში მოექცა. იხსენებს, რომ პროტესტი აფხაზეთში არასტაბილური სიტუაციის გამო დაიწყო და მხოლოდ შემდეგ იქცა ეროვნული დამოუკიდებლობის მოთხოვნად. მისი აზრით, ის რაც მოხდა, დიდი შეცდომა იყო.
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ვახტანგი პარლამენტის წევრი იყო, თუმცა საკვანძო პოლიტიკურ საკითხებზე შეუთანხმებლობის გამო რესპუბლიკური პარტია დატოვა და აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას ჩამოშორდა. მიუხედავად ამისა, მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით დღემდე ინტერესდება.
Vakhtang Dzabiradze was born on February 6, 1953 in the village of Kldeeti, Zestaponi municipality, Georgia. Both parents were Georgian. He is a Georgian dissident and politician, former member of parliament. In the 1970s, together with his friends, he created an illegal political organization that engaged in anti-Soviet and anti-Communist activities. For this, he was arrested and had to spend several years in the Perm prison camp.
He first studied at the school in Kldeeti and Zestaponi, and finally in 1970 he graduated from the school of physics and mathematics named after Vladimir Komarov in Tbilisi. In his opinion, he was lucky to have good Georgian language and mathematics teachers in all the schools he attended. Everything that was taught in Soviet schools was propaganda of communist ideology. But the history and literature teachers who taught him were anti-communist and taught real history and literature. That’s the reason he thinks that he was lucky.
Vakhtang Dzabiradze was 15 years old when the events of the Prague Spring took place in the Czech Republic. He recalls that in the Soviet Union information about this tragic news was almost not spread. They were told that some evil people had revolted in the Czech Republic and that the Soviet army had to go in to establish peace there. He learned the real story about the Prague Spring years later.
In 1970, Vakhtang Dzabiradze entered Tbilisi Technical University. His student years coincided with the period when Eduard Shevardnadze[1] appeared in the political arena and confronted Vasil Mzhavanadze[2]. According to him, the transitional political situation in the country created a little freedom here; Theater, cinema and literature were relatively freed from censorship. Georgian directors made films and Georgian writers published books that would have been banned in any other Soviet republic. During this period, such works as “Data Tutashkhia” by Chabua Amirejibi and “Everyone That Findeth Me” by Otar Chiladze were published. This freedom, in his opinion, was the reason why samizdats appeared late in Georgia.
He did not like studying at the university because he believed that everything taught here was based on false values, everything was fake. As a result, Vakhtang was expelled from the university after the first year of study. Nevertheless, at the request of his parents, he entered the same faculty again, and this time he graduated in 1977.
After that, Vakhtang Dzabiradze started working in Marneuli, in the gasification project.Here he realized that the whole country was plagued by corruption and shadow economy. Hardly any work was done, money was stolen, and this kind of illegal income was shared by a small group individuals. He did not participate in this criminal scheme. Here he was offered to enroll in the Communist Party, but he refused.
He was interested in politics before and took the first step in 1978, when he founded the Republican Party of Georgia with his friends Levan Berdzenishvili[3] and Vakhtang Shonia[4]. The leaders of the Helsinki Union, Zviad Gamsakhurdia[5] and Merab Kostava[6], were arrested at the time, and this created problems in the national movement. According to Vakhtang Dzabiradze, this void needed to be filled.
Party members created illegal groups and started publishing an illegal anti-communist magazine. The group was gradually expanding, but soon one of the new members gave information about the members to the KGB and they were arrested. Vakhtang Dzabiradze says that he was sure that he would be arrested, but it still happened earlier than expected.
Before the trial, he spent 4 months in KGB prison. The conditions here were not very severe, but they were completely isolated from contact with relatives or each other. Also, the prison library was very sparse and the only good book to be found there was “Moby Dick” by herman melville. Finally, he was sentenced to prison and taken by train to the prison camp in Perm.
All his friends were sent to different prisons. Forced labor was part of everyday life in the camp. According to him, it was very cold and there were many restrictions, but the community gathered there was very interesting. There were about 80 prisoners in the camp, and the guards were twice as many. There was practically no possibility of escape. Dissidents, war criminals and those accused of espionage were here.
Naturally, the prisoners were treated badly and absolute obedience was demanded from them. He was put in the punishment cell more than once. Nevertheless, they protested the actions of the system and the situation in the Soviet Union even in prison.
He positively recalls that various magazines and newspapers were delivered late, but constantly. It is interesting that he was reading a magazine that criticized the West. The reason for this was that these critical articles had quotes from articles published in the Western press, so Vakhtang Dzabiradze says, that he was actually reading that particular articles from western newspapers.
The prisoners had good relations with each other. There were dissidents from Ukraine, Georgia, Russia, Armenia and the Baltic states. Famous dissidents such as Stepan Khmara and Lev Timofeev also were here. Prisoners formed small groups, the so-called kolkhoz, and if one of them was banned from using the prison store, the kolkhoz took care of him. Once, Vakhtang Dzabiradze was banned from using this store for 9 months.
Despite the hardships, the prisoners did not lose their sense of humor. They constantly mocked and joked with the prison guards and administration. Nevertheless, among the prison administration there were those who could not stand the Soviet Union.
In 1986, Georgian dissidents were brought to Tbilisi and offered to write a request for amnesty, in exchange for which they would be released. Some of them wrote, Vakhtang Dzabiradze refused and was sent back to the camp. He was finally released in 1987.
During this period, he met Zurab Chavchavadze[7] and Merab Kostava, and after some time he joined the “Chavchavadze Society”. He was at the center of the events of April 9, 1989. Initially, the protest started due to the unstable situation in Abkhazia and then turned into a demand for national independence and he thinks that what happened was a mistake.
After Georgia gained its independence, Vakhtang Dzabiradze was a member of the parliament, but due to disagreements with fellow party members on fundamental political issues, he left the Republican Party and withdrew from active political life. Nevertheless, of course, he is still interested in current politics.
[1] Eduard Shevardnadze - Georgian politician and diplomat. First Secretary of the Georgian Communist Party (GPC) from 1972 to 1985. The final Soviet Minister of Foreign Affairs from 1985 to 1990.
[2] Vasil Mzhavanadze - Georgian Soviet politician who served as the First Secretary of the Communist Party of the Georgian SSR from 1953 to 1972.
[3] Levan Berdzenishvili – Georgian dissident, politician and literary critic. One of the founders of the Republican Party of Georgia.
[4] Vakhtang Shonia – Georgian dissident and politician. One of the founders of the Republican Party of Georgia.
[5] Zviad Gamsakhurdia - Georgian politician, dissident, scholar, and writer. He became the first democratically elected President of Georgia. National hero of Georgia.
[6] Merab Kostava - Georgian dissident; one of the leaders of the National-Liberation movement in Georgia. National hero of Georgia.
[7] Zurab Chavchavadze – Georgian Dissident and politician. One of the leaders of the national independence movement of Georgia.
© Všechna práva vycházejí z práv projektu: Shared Memories - Visegrad and South Caucasus
Witness story in project Shared Memories - Visegrad and South Caucasus (Nodari Kiria)