Simon Japaridze

* 1921

  • 150 კაცი გურჯაანის რაიონიდა წავედით და ყველა მოვხვდით პრიბალტიკაში. ახალი აღებული იყო პრიბალტიკა. პრიბაალტიკის შემდეგ მე დავიჭერი და მაშინვე ჩავარდი ტყვედ თვითონ რიგაში, შმდეგ პოლონეთში.ძალიან მძიმე პირობები იყო, მე-5 სართულიდან ყრიდნენ მკვდრებს, სულ რახარუხი გაქონდა ყინულზე. არ ვიცი როგორ გადავრჩი. ტიფი შემოვიდა, გაჩნდა ტიფი, მე უფიქრდები ახლა და ერთი 100 მეტრზე იყო, ბოდიში თქვენთან და ტუალეტი, რანაირად ჩამოვდიოდი მე-3 სართულიდან 40 სიცხიანი და რანაირად მივდიოდი ტუალეტში, ახლა რომ ვუფიქრდები მიკვირს ძალიან, ჩვენ 8 კაცი ვიყავით ქართველი, ზოგი კახეთიდან იყო თელავიდან, ზოგი სამეგრელოდან იყო და ერთმანეთს ვუწყობდთ ხელს, რა ვიცი, გადავრჩთ რა.

  • სხვათა შორის ბევრმა გერმანელმაც მოგვაქცია ყურადღება, ეხლა მთლად არ შეიძლება, რომ „ყარაულები“, რომ იყვნენ, იყო ასეთი შემთხვევა: მურუსიძე და ბიჭები გაიქცნენ „ლაგერიდან“, ხოდა დაიჭირის მერე ეგენი, ხოდა დახვრიტეს ის ბიჭები და რომ დახვრიტეს მიწა ხომ დააყარეს არა, ეს მურუსიძე მაღლიდან მოხვდა და ეტყობა მსუბუქად მოხვდა მაგას ტყვია და აწია თავი და ამოვიდა, იმ გერმანელს პირველად შეეშინდა, მაგრამ მერე მივიდა გერმანელი, წყალთან მიიყვანა, დაბანა თვითონ და გაღმა გაიყვანა და წადიო ეხლაო უთხრა.

  • ტყვეობის შემდეგ უნგრეთში.„ვყარაულობდით“ გრაფ ზიჩის წართმეული პურის მარცვალს, რა სურათები ეყარა „დურაკი“, „დურაკი“, მეტრიანი სურათები კაცო, მეტრიანი სურათები, გრაფი, რომ გაუძარცვიათ ჩარჩოები წაუღიათ და ეს სურათები კიდევ ეყარა, მერე იმ ქალმა მთხოვა მე და მივეცი სხვათა შორის ეს სურათები, რა ვიცოდი თუ ასეთი რამე იყო, ორი ცალი, რომ წამომეღო მეტი არ მინდოდა  მეტრიანები ყველა, თვითონ ეს ეკლესია, პური სადაც იყო გრაფი იყო ზიჩი, იმისი იყო, ორსართულიანი სახლი ქონდა ამ მუშებს ყველას ქონდა დაბალი სახლები, მაგრამ ყველას ქონდა 5,4,3 სამზე ნაკლები არავის არ ქონია ოთახი და მე და ჩემი ამახანი ერთად სადაც ვცხოვრობდით იმ კაცს ქონდა 5 ოთახიანი და ერთი ოთახი ჩვენ გვქონდა. ჭამა და სმა ამ კაცის იყო. მერე როცა პურის მარცვალი წამოიღეს იქიდან მაშინ წამომიყვანეს ისევ ნაწილში.

  • Full recordings
  • 1

    Tbilisi , 16.05.2013

    (audio)
    duration: 46:52
Full recordings are available only for logged users.

„...ყველა ტყვედ ნამყოფი ხალხი, რომლებიც იყვნენ გერმანელები... გაუშვეს ორი, სამი, ოთხი თვით სანატორიუმებში დასასვენებლად და სტალინმა გაუშვა სულ ყველანი შახტებში....“

Japaridze Simon
Japaridze Simon
photo: Pamět národa - Archiv

დაიბადა 1921 წლის 2 ნოემბერს, ჭიათურაში. Mმამა, ვალერიანჯაფარიძეიყოგიმნაზიისდირექტორი, დედა, ვერაგამყრელიძემასწავლებელი.ყავდაერთიდადაერთიძმა. სკოლადაამთავრაგურჯაანში.1940 წელსგაიწვიესარმიაში, მსახურობდალატვიაში.Oომმასწორედიქმოუსწრო.1941 წელსლიტვისტერიტორიაზეჩავარდატყვედ. 1942 წელსგადაიყვანესპოლონეთში, ტყვეთაბანაკშიდაომისბოლომდეკრუშინაშიიყო. განთავისუფლებისშემდეგგააგრძელაჯარშიმსახურობადა 1 წელიიმყოფებოდაუნგრეთში. 1946 წელსდაბრუნდათბილისშიდაჩააბარასოფლისმეურნეობისინსტიტუტში, რომელიც 1951 წელსდაამთავრა.მუშაობადაიწყოანასეულისჩაისადასუბტროპიკულმცენარეთაინსტიტუტში, სოხუმში.1952 წელსდაქორწინდალიანაოჩალეიშვილზე, რომელიცინგლისურენასასწავლიდარუსულსკოლაში.1953 წელსშეეძინაქალიშვილიმარინა.მანუმაღლესიგანათლებასოხუმშიმიიღოდაშემდეგასწავლიდარუსულსკოლაშიინგლისურს.1992 წლისკონფლიქტისშედეგადოჯახითბილისშიწამოვიდა, თუმცაშევარდნაძისდაბრუნებისშესახებმოწოდებისშემდეგ 2 კვირაშიუკანვედაბრუნდა.შემდეგმათმოუწიათგამოქცევაგულრიფშიდანბათუმიდანჩამოსულიგემით. ოჯახითბილისშიწამოვიდა, სადაცცოტახანისიმონისდასთანცხოვრობდა. მერეგადმოვიდნენმეშახტეებისსამმართველოსშენობაში, სადაცდღემდეცხოვრობს, ამჟამადმარტო. მისიმეუღლე 1996 წელს, ხოლოქალიშვილი 2012 წელსგარდაიცვალა.არანაირისურათებიდადოკუმენტებიარაქვს, რადგანსოხუმიდანვერმოახერხესვერაფრისწამოღება.