Gulnara Kandelaki

* 1927

  • იქ როდესაც იყო გქონდათ კონტაქტი? მქონდა, იწერებოდა წერილებს, მამა ხომ ვეტექიმი იყო და იქ ყველას ადგებოდა ექიმად, ნუ ეხლა ვეტექიმმა ხომ იცის ეხლა ვთქვათ კოფეინი როგორ გაუკეთოს და წამალი როგორ დაალევინოს, იმიტომ გავხვდი მე ექიმი, რომ იქიდან სულ იწერებოდა, რომ იცოდე, შენ უნდა გახდე ექიმი, იმიტომ რომ რახან ექიმობდა, რაღაცნაირად გაიარა ეს პერიოდი, ე.ი. მამა დარწმუნებული იყო, რომ ექიმი ყველგან გაიკვლევს გზას და გავხდი ექიმი, 6 წელიწადი ვსწავლობდი, მაგრამ მაშინ, იმდენი იყო სამედიცინოზე, თბილისში საერთოდ ეს არ ვიცი, სამედიცინო დარგი ძალიან გავრცელებული იყო, მაგრამ ეტყობა ყველას უნდოდა თავის შერჩენა ცხოვრებაში.

  • პერიოდი ეს იყო 37 და 38 წლები, ეს იყო საშინელება, 37 წელი ეს იყო მასიური დაპატიმრებები, აპატიმრებდნენ ყველას და მერე გვესმოდა, რომ გააციმბირეს, ციმბირში გადაასახლეს, მერე სულ გვესმოდა: დახვრიტეს, დახვრიტეს, დახვრიტეს და ბევრი იყო ასეთი, ჩემს კლასში, ჩემს ირგვლივ; მამაჩემიც დააპატიმრეს 1938 წელს, მე ავად ვიყავი სწორედ, ჩუტყვავილა მქონდა, «ветрянка», რუსულად არის«ветрянка» და მამაჩემი დღისით მეკითხებოდა, რომ აი რა გინდაო და მაშინ ახალი გამოშვებული იყო „ბიძია თომას ქოხი“,გადათარგმნეს ქართულად, წავიკითხე და შვილი ყავდა ევა, ბიძია თომას, იმას ქონდა საყურეები და მე ვთხოვე, რომ საყურეები მინდა-მეთქი და იმ ღამეს, იმ ღამეს სწორედ მოვიდნენ და დააპატიმრეს და იყო ვიატკაში, ციმბირში, 4 წელი. მაშინ მანქანები არ არსებობდა და ჩვენ ყველამ ვიცოდით, თუ ღამე სადმე მანქანა გაჩერდა ე.ი. ვიღაცა უნდა წაიყვანონ, გამიგეთ? მაშინ მანქანები ე.ი. ხალხს არა ყავდა, დიდი ხალხიც არ დადიოდა მანქანებით, მარტო „НКВД”,თუ ე.ი. ღამე მანქანა სადმე გაჩერდა, ე.ი. უნდა წაიყვანონ. მამაჩემიც ესე სწორედ საყურეებს, რომ დამპირდა, იმ ღამეს წაიყვანეს და მე აი ესეთი ის შემიმუშავდა, ასეთი რეფლექსი, რომ ეხლა თუ ვწევარ და მანქანა გაჩერდა, მე არ მსიამოვნებს, აი რაღაცა მომდის, არ ვიცი რა, ე.ი. იქიდან მახსოვს, რომ ეს მანქანები, რომ ჩერდებოდა. რაც გვქონდა ყველაფერი გაჩხრიკეს, ნუ არაფერი ჩვენ არ გვქონდა. 11 წლის, დიდი ვიყავი უკვე, მამა გააციმბირეს, ვიატკაში, თქვენ იცოდით, რომ გააციმბირეს? კი, ეს დედაჩემი დარბოდა სულ, მაშინ ყველას ცოლები, ნუ თუ ვინმე დარჩენილი იყო დარბოდნენ და ეცნობოდნენ საქმეს, გააციმბირეს, მაგრამ რაში იყო იცით საქმე, მამაჩემი იყო ვეტერინარი და მუშაობდა ლელინგორში, ე.ი. ოსეთში, მასთან ჩამოვიდნენ მისი მეგობრები, აქედან, თბილისიდან, დალიეს და არ დალიეს სტალინის სადღეგრძელო, როცა შესვეს, სტალინის სადღეგრძელო არ დალიეს და ოსებმა დააბეზღეს, რომ არ დაილია სტალინის სადღეგრძელოო. ისინიც დაიჭირეს? ვინც მასთან ერთად იყო? არ ვიცი, შეიძლება დაიჭირეს, ამდენი აღარ ვიცი, მაგრამ მამაჩემი დააპატიმრეს და 4 წელიწადი მიუსაჯეს და ვიატკაში იყო.

  • Full recordings
  • 1

    Tbilisi, 08.06.2013

    (audio)
    duration: 29:35
Full recordings are available only for logged users.

მაშინ მანქანა თუ სადმე გაჩერდებოდა, ესე იგი ვიღაც უნდა წაეყვანათ. დღემდე ცუდი რეფლექსი მაქვს მანქანებზე

Gulnara Kandelakis mama - Mikheil Kandelaki (left) (historic)
Gulnara Kandelaki
photo: From Gulnara

gulnarakandelakidaibadaq.TbilisSi 1927 wlis 6 Tebervals. deda-Tamariiyodiasaxlisi, mama-mixeiliveteqimi. igimesameSviliiyo,pirvelioriSviliCvilobaSivegardaicvalnen. man 1945 welsoqrosmedliTdaamTavra ilia WavWavaZis sax. nomerIIIskola da swavlasamedicinoinstitutSigaagrZela. igip rofesiiT aris eqim-Terapevti da 48 wlis ganmavlobaSi muSaobda aladaSvilis saxelobis nomer IIklinikur saavadmyofoSi jer eqimad, xolo ukanaskneli 15 weli mTavari eqimis moadgiled samkurnalo dargSi.   misi meuRle iyo vaxtangjavaxiSvili, Tbilisisstalinisraionisraikomismdivani, SemdegkisaqarTvelospoliteqnikuriinstitutisdocenti, profesiiTmSenebeli-inJineri. maTyavToriqaliSvili-elenejavaxiSvili, romeliccxovrobsinglisSi da muSaobsheTfildisuniversitetSi da janajavaxiSvili, romelicmuSaobsTbilisSiorganizaciaSi “globaluriiniciativafsiqiatriaSi”. oriveprofesiiTfsiqologia. meuRlegardaecvala 1991 wels.