The following text is not a historical study. It is a retelling of the witness’s life story based on the memories recorded in the interview. The story was processed by external collaborators of the Memory of Nations. In some cases, the short biography draws on documents made available by the Security Forces Archives, State District Archives, National Archives, or other institutions. These are used merely to complement the witness’s testimony. The referenced pages of such files are saved in the Documents section.
If you have objections or additions to the text, please contact the chief editor of the Memory of Nations. (michal.smid@ustrcr.cz)
დედაჩემი ხელახალი გადასახლების მუდმივ შიშში ცხოვრობდა
ნინო კიღურაძე დაიბადა 1936 წლის 1 სექტემბერს. ის სულ რაღაც 7 თვის იყო, როცა მამამისი, შალვა კიღურაძე დახვრიტეს. ამ ტრაგედიიდან 2 თვეში კი დედაც გადაასახლეს.
მშობლებმა ერთმანეთი ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის მშენებლობაზე გაიცნეს. დედა, ბარბარა ანდრიასოვა, არქიტექტორი იყო და მშენებლობაში იღებდა მონაწილეობას, ხოლო მამა ქალაქის მერიის წარმომადგენელი იყო. რეპრესირებული შალვა კიღურაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანისქედში დაიბადა. დედამისი, ნინო კიღურაძის ბებია იყო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი კალისტრატე ცინცაძის ბიძაშვილი. თავად შალვა კიღურაძე ძალიან განათლებული ადამიანი იყო - დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი (იყო პირველი გამოშვების წევრი), რის შემდეგაც სწავლა განაგრძო საინჟინრო ფაკულტეტზე და გახდა კიდეც ინჟინერი.
ნინო კიღურაძე იხსენებს, რომ გადასახლებიდან დაბრუნებულ დედას ქმარზე არასდროს უსაუბრია, ძალიან უჭირდა მისი გახსენება. წლების შემდეგ ნინოს ძალიან გაუკვირდა, რომ მან იპოვა ძალა, რომ საბჭოთა ამ დანაშაულზე წიგნიც კი დაეწერა. გადასახლებაში ბარბარა ანდრიასოვამ არაერთი მეგობარი (ასევე გადასახლებული ქალები) გაიჩინა, რომლებთანაც სიცოცხლის ბოლომდე მეგობრობდა.
შალვა კიღურაძისათვის საბედისწერო საქმედ ნატახტრის წყალმომარაგების პროექტი იქცა. ის ამ უდიდესი მნიშვნელობის პროექტის ხელმძღვანელი იყო. უმძიმეს შრომას, რომელიც, ტექნიკის უქონლობის გამო, ფაქტობრივად, შიშველი ხელებით მიმდინარეობდა, თბილისი სასმელი წყლით უნდა მოემარაგებინა. მიუხედავად მშენებლობის წარმატებით დასრულებისა, დიდი ტერორის პერიოდში შალვა კიღურაძეს დააბრალეს, რომ ის წყლისა და, შესაბამისად, თბილისის მოსახლეობის მოწამვლას აპირებდა. ამ აბსურდული ბრალდებით ის დააპატიმრეს და მალევე დახვრიტეს.
შალვა კიღურაძეს პირველი ქორწინებიდან ორი შვილი, ნინოს უფროსი და-ძმა, გივი და ელიკო დარჩა. ნინო კიღურაძეს, ისევე როგორც დედამისს, მათთან შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა. ბარბარა ანდრიასოვა გადასახლებიდან მე-2 მსოფლიო ომის დაწყებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. თავდაპირველად მას არ ჰქონდა უფლება, რომ ქალაქში ემუშავა და ნათესავებმა, ქურდიანების გვარმა, საიყვანეს საგარეჯოში, სადაც ცხოვრობდა იქამდე, სანამ კვლავ ქალაქში დაბრუნების უფლება არ მიიღო. დედის დაბრუნების მომენტში ნინო სულ რაღაც 6 წლის იყო და იხსენებს, რომ სახლში უცხო ქალის მოსვლამ ძალიან გააკვირვა - გაუცხოება დიდხანს გაგრძელდა. უდედმამოდ გაზრდილ ბავშვს გაუჭირდა იმის აღქმა, რომ ეს ქალი დედამისი იყო, რადგან იქამდე ამ როლს ბებიამისი ითავსებდა. საბოლოოდ, გარკვეული დროის შემდეგ მან მაინც შეძლო, ეს სიახლე მიეღო.
ომის წლებში ცხოვრება ძალიან გართულდა, თუმცა კარგი ის იყო, რომ თბილისი არ იბომბებოდა. თავად ნინოს არასდროს უგრძვნია, რომ „ხალხის მტრის“ შვილი იყო, თუმცა მისმა და-ძმამ რთული პერიოდი გაიარა. გივიმ უნივერსიტეტი საუკეთესო აკადემიური მოსწრებით დაამთავრა და რომ არა ერთ-ერთი პროფესორის ძალისხმევა, უნივერსიტეტში სამსახურს ვერ მიიღებდა, რადგან პოლიტიკური მიზეზით რიყავდნენ. რაც შეეხება ელიკოს, მას ფინანსური პრობლემების გამო სამედიცინო უნივერსიტეტიდან გარიცხვა ემუქრებოდა, თუმცა საბოლოოდ კომისიის ერთ-ერთი წევრი შალვა კიღურაძის ნაცნობი აღმოჩნდა და ეს თანხა მან გადაიხადა.
მამას არ იცნობდა, თუმცა მისი აღქმა მაინც მუდმივად ჰქონდა. ხშირად ხვდებოდნენ მამას მეგობრები, ძალიან ცნობილი ადამიანები, რომლებიც შალვა კიღურაძეს პოზიტიურად იხსენებდნენ, მის შვილებს კი დახმარებას სთავაზობდნენ.
ნინო კიღურაძე, ოჯახის წარსულის მიუხედავად, 1956 წლის მარტის აქციებში იღებდა მონაწილეობას. ამბობს, რომ სტალინს იცავდნენ, როგორც ქართველს და არა როგორც ბელადს. იხსენებს იმასაც, რომ დედა მუდმივად ხელახალი გადასახლების შიშში ცხოვრობდა: თუ ორ ადამიანს მაინც ნახავდა აივანთან ახლოს, ნინოს მაშინვე კარადაში მალავდა.
რაც შეეხება უნივერსიტეტის წლებს, ნინო არქეოლოგის პროფესიას დაეუფლა და მოგვიანებით ამ სფეროში დიდ წარმატებასაც მიაღწია. 17 წელი გაატარა ბიჭვინთის არქეოლოგიურ ექსპედიციაში, გახდა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, არის 60 ნაშრომის ავტორი, დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით. ბიჭვინთაში მუშაობდა, როცა აფხაზეთის კონფლიქტი დაიწყო და თბილისში დაბრუნება ჩრდილოეთ კავკასიის გავლით მოუწია.
დედამისი, ბარბარა ანდრიასოვა 104 წლის ასაკში გარდაიცვალა. ნინო კიღურაძე დღემდე თანამშრომლობს საზოგადოება „მემორიალთან“, თუმცა ახალი თაობისათვის რეპრესიების ისტორიის გადაცემას ნაკლებად მნიშვნელოვან პრობლემად თვლის. მას ორი შვილიშვილი ჰყავს და თვლის, რომ ახალ თაობას წარსულის ტრავმები თავს არ უნდა მოახვიოს, თუ ამით თავად არ დაინტერესდებიან.
Nino Kighuradze was born on September 1, 1936. She was just 7 months old when her father, Shalva Kighuradze, was shot. In 2 months after this tragedy, the mother was also exiled.
Nino’s parents met each other during the construction of the national stadium named after Boris Paichadze. Mother, Barbara Andriasova, was an architect and took part in construction, and father was a representative of the city hall. The repressed Shalva Kighuradze was born in village Vaniskedi of Ozurgeti municipality. His mother, Nino Kighuradze’s grandmother, was the cousin of the Catholicos-Patriarch of Georgia Kalistrate Tsintsadze. Shalva Kighuradze himself was a very educated person - he graduated from the Faculty of Economics of Tbilisi State University, after which he continued his studies at the Faculty of Engineering and became an engineer.
Nino Kighuradze recalls that her mother, who returned from exile, never talked about her husband, it was very difficult for her to remember him. Years later, Nino was very surprised that she found the strength to even write a book about this Soviet crime. In exile, Barbara Andriasova made many friends (also exiled women), with whom she remained friends until the end of her life.
The Natakhtari water supply project became a fateful job for Shalva Kighuradze. He was the head of this project of great importance. Tbilisi had to be supplied with drinking water for the hardest work, which, due to the lack of equipment, was actually done with bare hands. Despite the successful completion of the construction, during the Great Terror, Shalva Kighuradze was accused of trying to poison the water and, therefore, the population of Tbilisi. He was arrested on this absurd charge and soon after was shot.
Shalva Kighuradze had two children from his first marriage, Nino’s older siblings, Givi and Eliko. Nino Kighuradze, like her mother, had an excellent relationship with them. Barbara Andriasova returned from exile just a few days before the start of World War II. At first, she was not allowed to work in the city, and her relatives took her to Sagarejo, where she lived until she was allowed to return to the city again. At the time of her mother’s return, Nino was only 6 years old, and she recalls that she was very surprised by the arrival of a strange woman in the house - the estrangement lasted for a long time. It was difficult for the child to perceive that this woman was her mother, because until then this role was filled by her grandmother. Finally, after some time, she was able to receive these news.
During the war years, life became very difficult, although the good thing was that Tbilisi was not bombed. Nino herself never felt that she was the daughter of an “enemy of the people”, although her siblings went through difficult times. Givi graduated from the university with the best academic results, and if it wasn’t for the efforts of one of the professors, he wouldn’t have gotten a job at the university, because he was marginalized for political reasons. As for Eliko, she was threatened with expulsion from the medical university due to financial problems, however, in the end, one of the members of the commission turned out to be an acquaintance of Shalva Kiguradze, and he paid this amount.
She did not know her father, although Nino always had his perception. She often met her father’s friends, very famous people, who remembered Shalva Kighuradze positively, and offered help to his children.
Nino Kighuradze, despite her family background, took part in the March 1956 demonstrations. She says that she defended Stalin as a Georgian and not as a leader. She also remembers that her mother lived in constant fear of re-exile: if she saw at least two people near the balcony, she would immediately hide Nino in the closet.
As for her university years, Nino mastered the profession of an archaeologist and later achieved great success in this field. She spent 17 years in the archaeological expedition of Bichvinta, became a doctor of historical sciences, authored 60 academic works, and was awarded the Order of Honor. She was working in Bichvinta when the conflict in Abkhazia started, and she had to return to Tbilisi through the North Caucasus.
Her mother, Barbara Andriasova, died at the age of 104. Nino Kighuradze still cooperates with the “Memorial” society, although she considers the transfer of the history of repressions to the new generation to be a less important problem. She has two grandchildren and believes that the new generation should not be burdened with the traumas of the past, if they are not interested in it themselves.
© Všechna práva vycházejí z práv projektu: Shared Memories - Visegrad and South Caucasus
Witness story in project Shared Memories - Visegrad and South Caucasus (Nodari Kiria)