Madlena Komakhidze

* 1927

  • იქ კიდევ სამი ქართველი ქალი ხვდებოდა თბილისიდან წაყვანილი, მათ შორის ერთი16 წლის მარო მაყაშვილი იყო. მარო მაყაშვილი წაიყვანეს იმიტომ, რომ დასწამეს თითქოს ახალგაზრდული ფაშისტური ორგანიზაციის წევრი იყო. რატომ დასწამეს, იმიტომ, რომ იმ კლასში სადაც ის სწავლობდა, იყო დათეშიძის ძმისშვილი, ახალგაზრდა გოგონა, რომელიც საშინლად აწამეს, საშინლად და იმან დაადასტურა, რომ ეს (მარო მაყაშვილი) ჩემი ორგანიზაციის წევრი იყო და ჩვენ ერთად მოვღვაწეობდით, გვინდოდა ფაშიზმი დაგვემყარებინაო. ისეთი ნაწამები იყო მარომ, რომ ნახა ვერც ვერაფერი თქვა. მხოლოდ 5 წელიწადი, რომ გავიდა დედაჩემს უთხრა მარომ, დედაჩემი მფარველობდა იმიტომ, რომ ეცოდებოდა ეს ახალგაზრდა გოგო, უთხრა: თალიკო, რა არის ფაშიზმი ამიხსენი მაინცო. აი ესეთ გარემოში იყო.

  • 1. გამოიყვანეს დილით ადრე ქალები, დასვეს სატვირთო მანქანზე, გახსნილზე. მასთნ იჯდა გვერდში გოცო მახარაძე, ლეილა გორდელაძის დედა, რომელიც მიდიოდა იმ მუხლით, რომ დახვრეტა ეკუთვნოდა. ამ დროს კაცები გამოიყვანეს და გოცო მეუბნება: თალიკო, ეს ხომ ოტიაა, მამაჩემს ოტია ერქვა. მამაჩემი მაღალი კაცი იყო, როგორც დედა ყვებოდა, ლამაზი და წარმოსადეგი და დედამ უთხრა, რომ: არა ეს ოტია როგორ არის, ნახე რა დღეშია ვიღაცაა. ეს ხალხიც მოიყვანეს ამ მანქანაში, ერთ მანქანაში დასვეს, მე იმის თქმა მინდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ”კაგებე” იყო, ორგანიზებული არ იყო არაფერი, ერთ მანქანაში ჩასვეს კაცები და ქალები, გოცო ძალიან მაგარი ქალი იყო, მიტრიალდა მოტრიალდა და დამისვა გვერდით, შევხედეო დედამ და ერთი შავი თმა აღარ ქონდა, 33 წლის იყო მაშინ, ხელები გამხდარი, თვითონ ყვითელი და ვეუბნები: ოტია, შენ ხომ მაგარი ვაჟკაცი ბიჭი იყავი, რა მოგივიდა? როგორ რა მომივიდაო და გამოწია ფეხები და შეხვეული ქონდა რაღაც ტილოებში, სულ გასისხლიანებული და ჩირქით სავსეო და მითხრა: აი ნახე რა მიქნეს, ერთი ფრჩხილი აღარ დამიტოვეს ფეხზეო. აქედან, რომ გავალო, «Я логда от сюда вийдуб я босой дойду до Кремля», უთქვია რომელი კრემლი, აპრილში წაიყვანეს და ორ თუ სამ თვეში დახვრიტეს.

  • Full recordings
  • 1

    Tbilisi, 21.06.2013

    ()
    duration: 
Full recordings are available only for logged users.

„...იმუნიტეტი არსებობს მგონი ბავშვებში, მონატრების გრძნობა დაფარული მქონდა, ძალიან ძნელი იყო ჩემთვის, მაგრამ რაღაცნაირად გადავიტანე.“

Madlena komakhidis bavshvoba.jpg (historic)
Madlena Komakhidze

დაიბადა 1928 წელს ბორჯომში. 1937 წელს, 9 წლის იყო, როდესაც დაუპატიმრეს მშობლები. როგორც მოგვიანებით გაირკვა მამა მაშინვე დახვრიტეს, ხოლო დედა გადაასახლეს ციმბირში. იგი დედის დეიდებმა გაზარდეს.მეცხრე კლასში როდესაც იყო დედა დაბრუნდა გადასახლებიდან. 1947 წელს ჩააბარა თბილისის სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურის ფაკულტეტზე. სწავლის დამთავრების შემდეგ პენსიაში გასვლამდე მუშაობდა არქიტექტორად სხვადსხვა საპროექტო დაწესებულებაში.მისი მეუღლეც იყო არქიტექტორი. ყავს ერთი ვაჟიშვილი და მასთან ერთად ცხოვრობს თბილისში.მისი თხრობა ძირითადად ეხება დედამისს და ეყრდნობა მის მონაყოლს გადასახლების წლების თაობაზე.