The following text is not a historical study. It is a retelling of the witness’s life story based on the memories recorded in the interview. The story was processed by external collaborators of the Memory of Nations. In some cases, the short biography draws on documents made available by the Security Forces Archives, State District Archives, National Archives, or other institutions. These are used merely to complement the witness’s testimony. The referenced pages of such files are saved in the Documents section.
If you have objections or additions to the text, please contact the chief editor of the Memory of Nations. (michal.smid@ustrcr.cz)
„მამა, რომ მიდიოდა ასე, ქუჩის ამ მახარეს , მე მივდიოდი ქუჩის მეორე მხარეს, პატიმარი იყო მამაჩემი და ვფიქრობდი არავინ არ დამინახოს, რომ მე მამაჩემის გვერდით მივდივარ“
1913 წ. - დაიბადა თერჯოლის რაიონში, სოფელ ღვანკეთში.
1926 წ. - გადავიდა საცხოვრებლად ქ. ზესტაფონში.
1931 წ. - გახდა ქ. ზესტაფონის ტყავის ქარხნის დირექტორი.
1942 წ. - დაინიშნა არტელი „ყვირილას“ დირექტორი.
1942 წ. - წავიდა მოხალისედ „დიდ სამამულო ომში“.
1942 წ. - ომის დროს გერმანელებმა დააპატიმრეს და ტყვედ აიყვანეს.
1943 წ. - გაანთავისუფლეს პატიმრობიდან. სახლში დაბრუნების შემდეგ საბჭოთა მთავრობამ მიუსაჯა 20 წელი გადასახლება ასტრახანში.
1945 წ. - ასტრახანიდან გადაიყვანეს ურალში, მოლოტოვის ოლქში.
1947 წ. - საბჭოთა მთავრობამ შეიწყალა ალექსანდრე რობაქიძე და გაუნახევრა სასჯელი 9 წ. და 6 თვემდე.
1953 წ. - მოიხადა მისჯილი გადასახლების ვადა და დაბრუნდა სახლში.
1954 წ. - ქ. ზესტაფონში გახსნა ყველაზე მაშტაბური ფეხსაცმლის ატელიე რომელსაც მართავდა სიკვდილის ბოლომდე.
1994 წ. - გარდაიცვალა ქ. ზესტაფონში
ალექსანდრე რობაქიძე
(1913-1994)
ჩანაწერი შესრულებულია 2013 წლის მაისში, რეპრესირებულის ისტორია გვიამბო მისმა ქალიშვილმა ლუიზა რობაქიძემ, რომელიც დაიბადა 1937 წელს.
ინტერვიუერი: რევაზ ყუფარაძე = (RK)
რესპოდენტი: ლუიზა რობაქიძე= (LR)
თარიღი: 23.05.2013წ.
ადგილ: საქართველო, თბილისი, ბარნოვის ქ. N35.
ინტერვიუ ჩაწერილია ქართულ ენაზე.
საკონტაქტო ინფორმაცია - ლუიზა რობაქიძე +032 2988040
რევაზ ყუფარაძე +995579 777379
„...მამა, რომ მიდიოდა ასე, ქუჩის ამ მახარეს , მე მივდიოდი ქუჩის მეორე მხარეს, პატიმარი იყო მამაჩემი დავფიქრობდი არავინ არ დამინახოს, რომ მე მამაჩემის გვერდით მივდივარ...“
ალექსანდრე რობაქიძე დაიბადა სოფელ ღვანკეთში 1913 წელს. 1926 წელს მან დატოვა სოფელი და გადავიდა საცხოვრებლად ქალაქ ზესტაფონში. მან ტყავის დამუშავება და მეწაღეობა შეისწავლა და 18 წლის ასაკში იგი უკვე გახდა ზესტაფონში არსებული ტყავის ქარხნის დირექტორი. ზესტაფონშივე შექმნა ოჯახი და შეეძინა ოთხი შვილი. 1951 წელს როდესაც დაიწყო ომი საბჭოთა კავშირსა და ნაცისტურ გერმანიას შორის, ალექსანდრე რობაქიძე მოხალისედ ჩაეწერა და როგორც ასმეთაური წავიდა ეგრეთ წოდებულ „დიდ სამამულო ომში“. 1952 წელს იგი ჩავარდა ტყვედ, ხოლო 1953 წელს დაუბრუნდა საკუთარ კერას. ამავე წელს იგი გაასამართლეს და მიუსაჯეს 20 წელი პატიმრობა, იმ მიზეზით, რომ ცოცხლად ჩაბარდა გერმანელებს და პატიმრობაში ყოფნის დროს თავი არ მოიკლა. ალექსანდრე თავდაპირველად სასჯელს იხდიდა ქალაქ ასტრახანში, ხოლო შემდგომ ურალში, მოლოტოვის ოლქში. პატიმრობის დროს იგი სისტემატიურად წერდა წერილებს სტალინის სახელზე, იგი მიიჩნევდა, რომ მას უსამართლოდ მოექცნენ და ითხოვდა სასჯელის შემსუბუქებას. ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო და მას პატიმრობა გაუნახევრეს. 1963 წელს იგი დაუბრუნდა საკუთარ ოჯახს, მაგრამ მას ოთხი შვილიდან სამი დაღუპული დახვდა. ინისი სხვადასხვა ავადმყოფობამ იმსხვერპლა. მეოთხე შვილი, ლუიზა გადასახლებიდან ჩამოსულ ალექსანდრეს მამად ვერ იღებდა, მას რცხვენოდა მის გვერდით სიარულიც კი, რადგან იგი სახელმწიფო დამნაშავედ იყო შერაცხული. გულგატეხილი ალექსანდრე იმედს მაინც არ კარგავდა და დროთა განმავლობაში მან შეძლო უკანასკნელი ქალიშვილის გულის მოგება. იგი წარმატებული იყო თავის საქმეში და მან დანგრეული ოჯახი ხელახლა ააშენა.
(LR):- ჩემი მამა რობაქიძე ალექსანდრე რაჟდენის ძე დაიბადა თერჯოლის რაიონ სოფელ ღვანკეთში. ჯერ კიდევ ახალგაზრდა, ძალიან ახალგაზრდა იყო როცა დატოვა თავისი სოფელი და წავიდა ზესტაფონში. შეისწავლა ხელობა და 17-18 წლის ასაკში უკვე გახდა ზესტაფონში ეგრეთ წოდებული ტყავის ქარხნის დირექტორი. ამის შემდეგ მუშაობდა იყო არტელი-ყვირილა, იმისი დირექტორი. მე არ მახსოვს ეხლა ეს პერიოდი მონაყოლს ვამბობ. დანარჩენი მახსოვს, რომ თვითონ შეიძინა ოჯახი. შეირთო მეუღლე, ჩემი დედა და გაჩნდა 4 შვილი.
(RK): -ზესტაფონში ცხოვრობდა?
(LR):-ხო, ზესტაფონშივე დაესახლა. ამის შემდეგ ნორმალურად ცხოვრობდნენ, სიამტკბილობით ზრდიდნენ შვილებს, მაგრამ დაიწყო დიდი სამამულო ომი. რის შემდეგაც პატარა ვიყავი, გადმოცემით მახსოვს მამა წაიყვანას სამამულო ომში. მამა, როგოგრც პარტიის წევრი იყო, თანამდებობის პირი იყო ასმეთაურად დაინიშნა და ორი წელი იყო მგონი გასული, თუ რაღაც, მამა წინა ხაზზე იბრძოდა და ჩავარდა ტყვედ . გერმანელების გარემოცვაში აღმოჩნდა და ამის გამო რომ ჩამოვიდა დააპატიმრეს. გადასცეს ტრიბუნალს, რომელიც სამი ადამიანისგან შედგებოდა. გაასამართლეს მამაჩემი და მიუსაჯეს 20 წელი პატიმრობა. სტალინთან წერდა საჩივრებს და თვითონ სტალინმა გაუნახევრა სასჯელი.
ჯერ პატიმრობას იხდიდა ქალაქ ასტრახანში. შემდეგ იქედან გადაიყვანეს ურალში მოლოტოვის ოლქი იყო ნირობის რაიონი, ასეთი ადგილი ციმბირში. იყო იქ 9 წელი და 3 თვე, ამ ხნის განმავლობაში გარდაიცვალა ჩემი ძმა, გარდაიცვალა ჩემი და, გარდაიცვალა ჩემი მეორე და, დავრჩი მარტო მე. აი როდესაც ჩემი და 47 წელში სიკვდილს ებრძოდა და ძალიან მძიმე ავადმყოფი იყო, მოგვივიდა მოლოცვის დეპეშა. კოლონია სადაც მამაჩემი იმყოფებოდა იმის უფროსი გვილოცავდა , რომ მას მოუხსნეს, გაუნახევრეს თავისი სასჯელი და დარჩა რამოდენიმე წელი და გვილოცავდნენ ამ ამბავს. ჩემმა დამაც გაიგო და გაიხარა, ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ მის მამას გაუნახევრეს სასჯელი. მალე დაბრუნდება მამაჩემი და გადამარჩენსო ეს თქვა, მეტი ვეღარაფერი და ერთ კვირაში დაიღუპა.
გადაბრუნდა ასე ჩვენი ოჯახი. მამაჩემს ვერ გავაგებინეთ ეს ჩვენი დიდი მწუხარება. არაფერი არ იცოდა მამამ. შემდეგ დედამ გადაწყვიტა დეიდაჩემის მეუღლესთან ერთად, რომ წასულიყო მამას სანახავად. წავიდენ ნახეს მამა. მამას ძალიან კარგი დახასიიათება ჰქონდა იქ. გაუხსნია ფეხსაცმელების საკერავი ატელიე და იქ მუშაობდა უფროსად. იტყოდა ხოლმე მამაჩემი, რომ არც აკადემიკოსი, არც რიგითი ინჟინერი, თუ ექიმი თუ ვექილი არ დარჩენილა,რომელსაც ყინვაში ხეები არ მოეჭრა. ძირითადი საქმიანობა ეს იყო. მაგრამ მეო ერთი ძირი ხეც არ მომიჭრია , იმიტომ რომ მეო სამუშაო მქონდაო და შიგნით, ალბათ იმათ დაკვეთებს ასრულებდა. ამდენად ძალიან დიდი პრივილეგიებით ვსარგებლობდიო. თანაც ჩვენც გვეხმარებოდა იქედან. მახსოვს , რომ ჩამოვიდა მოლოტოვიდან ქართველი, ფირხცალაიშვილი ალიოშა ერქვა მგონი იმ კაცს. მამა გვიგზავნიდა თავის შეკერილ რაღაცეებს ბავშვებს. მაგალითად გამოგვიგზავნა საკაბეები, ასე გამოატანდა თუ ვინმე ჩამოვიდოდა. ეს კაცი პატიმარი კი არა, არ ვიცი, პატიმარიც იყო და მერე თანამდებობა მიიღო. გურული იყო ეს კაცი. ჩამოვიდა მაგრამ არაფერი არ ჩამოგვიტანა, ჩამოვიდა და გვითხრა , რომ გზაში გამქურდესო და რაც გამომატანა ალექსანდრემო გზაში დამეკარგა ყველაფერიო. დარჩა ჩვენთან სახლში სამი-ოთხი დღე და წავიდა გურიაში. მის შემდეგ არაფერი არ ვიცი იმ კაცის შესახებ.
ამ დროის განმავლობაში, ჩვენი ოჯახი ძალიან განადგურდა გარდა იმისა, რომ დაიხოცა ჩემი და- ძმანი, ამავე დროს მამა რომ დააპატიმრეს, სახლი სადაც ჩვენ ვცხოვრობდით გაიყო რამდენიც ვიყავით იმდენ ნაწილად. დიდი ნაწილი ერთი ოთახი ჩვენი სახლის, თუნდაც თეფში, რომ თეფშია აი ისიც კი მამას ნაწილი, კარადები გარდერობი თუ რა არი, საძინებელი თუ რაც იყო ყველაფერი ჩამოგვართვეს და წაიღეს მამას ნაწილი სახელმწიფომ.
(RK): -ვინ შეუშვეს?
(LR):-ვინ შეუშვეს და კაგებეს თანამშრობლები იყვნენ სულ უფრო მეტად, რაიკომის თანამშრომლები იყვნენ. იყო დიანოვი ასეთი პიროვნება, რომელსაც შვილი დაეღუპა გემზე. სამხედრო ნაწილის უფროსი იყო ზესტაფონში ეს კაცი_ დედა იტყოდა თორე მე არ მახსოვს, რომელსაც უნდოდა ჩემი შვილად აყვანა. ერთადერთი ქალიშვილი ყოლია და ისიც ბომბი ჩამოვარდაო, როცა ყირიმში მიდიოდა კონცერტის ჩასატარებლადო_ ამ კაცს უთქვია. მე და ჩემი და-ძმანი ძალიან ვუყვარდით და გვპატრონობდა. ძალიან კეთილშობილიო კაცი იყო, სამხედო იყო. პირველი ის იყო და ის, რომ წავიდა მერე სულ კაგებეს ხალხი, უშიშროება და ასეთი ხალხი, მილიციის თანამშრომლებიც ცხოვრობდნენ ჩვენთან სახლში.
ჩვენ აღმოვჩნდით ძალიან დეპრესიულ მდგონმარეობაში, იმიტომ რომ დედა მარტო, არ მუშაობდა, ეს შვილები გასაზრდელი და პრობლემები შეგვექმნა. თანაც იმისი შიშიც ჰქონდა დედას, როცა მიყვებოდა, რომ ასახლებდნენ ცოლ-შვილს. ამ პატიმრების ცოლ-შვილს ჩვენი რაიონიდან ასახლებდნენ შუა აზიაში. ბევრი გადაასახლეს, მაგრამ ყოველ ღამეო დედა იტყოდა ხოლმე, ველოდებოდიო, როდის მოვიდოდა მილიცია თუ ვინც იქნებოდა , რომ ჩვენ გავესახლებინეთ და ვიყავით მზადყოფნაში, მაგრამ არ ვიცი დიდი სასჯელი არ ჰქონდა თუ თუ დიდი დანაშაული არ ჰქონდა, რა იყო, რა ხდებოდა, მე არ ვიცი. ჩვენ გადავრჩით ამ ამბავს რომ შუა აზიაში არ დავუსახლებივართ.
დადგა სანატრელი 53 წელი , გარდაიცვალა სტალინი და სულ რაღაც 6 თვე დარჩა მამაჩემს პატიმრობის დამთავრები, ესეიგი 10 წელი, რომ უნდა დაემთავრებინა თავისი სასჯელის. მამა დაბრუნდა 6 თვით ადრე ესეიგი 9 წელი და 6 თვე გაატარა პატიმრობაში. დაბრუნდა სახლში, მაგრამ სახლში პირადად მე გავუღე მამაჩემს ღამე კარები მაგრამ მამა ვერ ვიცანი. ვერ ვიცანი მამა იმიტომ, რომ მე პატარა ვიყავი. ყველა აქებდა მამაჩემს ასეთი კარგი კაცი, მთელი ნათესავები და რომ შევხედე აი ისეთი, როგორც მე წარმომედინა არ აღმოჩნდა. არაფრად არ მივიღე მისი მოსვლა, გავაღე კარები გამოვიქეცი და დავწექი . ჩვენ ოჯახში დედაჩემის გვერდით იყო დეიდაჩემი, მამიდაჩემი, სულ ჩევნთან იყო. სოფელი ჰქონდა მამაჩემს, მამა და დედა ყავდა, ისინიც გვეხმარებოდნენ. აქეთ დედის მხარიდანაც გვეხმარებოდნენ . ერთად იყვნენ, დაუდგა და-ძმანი და ესენი გვერდით დედაჩემს . ესენი იყვნენ სახლში და რომ შემოვიდა მამაჩემი არც იმან არ მომაქცია მე ყურადღება . ასე დაჯდენ მისაღებ ოთახში და ლაპარაკობდნენ. დეიდაჩემს უთხრა, ბანკის მთავარი ბუღალტერი , ძალიან მაგარი ქალი იყო, კი მაგრამო მეო ოთხი შვილი დაგიტოვე შენო და ერთიც აღარ დამახვედრეო, საყვედურით. - უიმეე, ლუიზა ადექი ადექი, აქაა შენი შვილიო. ავდექი , მაგრამ ხო გეუბნები, ისე ცივად შევხვდი ამ კაცს , რომ შენ უფრო თბილად შეგხდები ყოველთვის ვიდრე მამაჩემს შევხვდი. იმიტომ რომ, რა იყო მამის სიყვარული მე არ ვიცოდი და მამაკაცის არსებობას სახლში ვერ შევეგუე. გადადიოდა მამაჩემი და ტიროდა მეზობლის ოჯახში, რომ ვისთვის ჩამოვედიო ლუიზას არ ვუყვარვარო. როცა მამას დაპატიჟებდნენ სადმე, რათქმაუნდა მეც მივყავდი. მახსოვს ძალიან კარგად, მამა, რომ მიდიოდა ასე, ქუჩის ამ მახარეს , მე მივდიოდი ქუჩის მეორე მხარეს, ვფიქრობდი არავინ დამინახოს, რომ მე მამაჩემის გვერდით მივდივარ. თანაც პატიმარი იყო მამაჩემი და არავინ არ დამინახოს, რომ მე მამაჩემის გვერდით მივდივარ.
მერე დროთა განმავლობაში, ძალიან თბილი კაცი იყო, თან გადამყვა ბოლომდე. ისეთი მამა იყო, რომ დედაჩემზე მეტად , შემიძლია ვთქვა დედაჩემზე მეტად მიყვარდა, დედაჩემი სულ საქმეს მავალებდა, სულ რაღაცას, მამაჩემის გიჟი ვიყავი ისე მიყვარდა. ამას დრო დასჭირდა, სანამ შევეჩვევოდი მე მის არსებობას. მერე რომ გათვთხოვდი ორი ბიჭი გავაჩინე და ეს იყო ყველაზე ბედნიერი წლები მამაჩემის ცხოვრობეში დალბათ. ისე შეეძლო თურმე , რომ არ წასულიყო ომში, მაგრამ თვითონაც მოინდომა და მოხალისედ წავიდა.
(RK): - და მერე ალბათ ინანა რათქმაუნდა?
(LR):-ინანარათქმაუნდა დაენგრა ოჯახი და განადგურებულები იყო. შიშში ვცხოვრობდით, შიშში . ჩვენი ნაცნობები: არაბიძე იყო ერთი მეღვინე, მისი ოჯახი გაასახლეს, ერთი ექიმი იყო აბესაძის ქალი, რომლის ქმარი საფრანგეთში ცეკვას ასწავლიდა და ამის გამო ავადმყოფ შვილთან ერთად მაინც გადაასახლეს ყაზახეთში . მე უკვე სტუდნეტი ვიყავი ის, რომ ჩამოვიდა . ამბობდა დედასთან, რომ გველებს ვუდგამდით რძესო, სადაც ჩვენ გვეძინაო იქ ეძინა მათაცო. გვასწავლეს რძე დაუდგითო და ასე ვცხოვრობდითო. არაჩვეულებრივი ქალი იყო, ძალიან პატიოსანი, და ავადმყოფი ბიჭი ყავდა ერთადაერთი.
მამას ჰქონდა რაღაც შრამები და რომ ვკითხე რატომ ჰქონდა, როცა მივყავდითო ასტრახანიდან მოლოტოვში, მატარებლით მივდიოდითო და მეორე ვაგონში მიდიოდა მამასთან ერთად ქურდები. ქურდებმა იცოდნენ, რომ მამაჩემი მუშაობდა იქ და თავისი სახელოსნო ჰქონდა და იფიქრეს რომ ფული ექნებაო და ღამით დამესხნენ თავსო.
(RK): - მატარებელში ხო?
(LR):- მატარებელში, ხო. მაშინ მომივიდა, იმათმა ამაგლიჯესო. მაგრამ მალეო ალბათ ვინც იყო, პოლიცია იყო თუ ვინც იყო გამცილებელი, იმათმაც გაიგეს სულყველამ. ასე გადავრჩი სიკვდილსო. ასე ჩავედი მოლოტოვის ოლქი იყო, ნირობის რაიონი და იქაც ისეთივე ის გავაგრძელეო. ამბობდა ახალგაზრდა ბიჭი ყავდა ერთი გაზრდილი, რომელიც სიკვდილს გადაარჩინა. ერთი იყო ზესტაფონიდან გეწაძე, მეორე იყო თბილისიდან ჭითავა შალვა, რომელიც იქ მოხვდა და ისიც გადაარჩინა მამაჩემმა.
(RK): - ეს გადასახლებაში, როცა იყვნენ ხო?
(LR):- გადასახლებაში იქ იყვნენო ქართველებიო. ეს პატარა ბიჭი სულ ახალგაზრდა პოლიტპატიმარი სამხედროში ყოფილა , 18 წლის დაუპატიმრებიათ და ისიც შეიფარა მამამ. აცხოვრა და შეუნარჩუნა სიცოცხლე. მერე არ ვიცით სად წავიდა , არაფერი. მამა განიცდიდა ამ ამბავს და ვერიდებოდით, ამ კითხვების დასმას.
5
5