The following text is not a historical study. It is a retelling of the witness’s life story based on the memories recorded in the interview. The story was processed by external collaborators of the Memory of Nations. In some cases, the short biography draws on documents made available by the Security Forces Archives, State District Archives, National Archives, or other institutions. These are used merely to complement the witness’s testimony. The referenced pages of such files are saved in the Documents section.

If you have objections or additions to the text, please contact the chief editor of the Memory of Nations. (michal.smid@ustrcr.cz)

Gulnara Gorgiladze (* 1936)

We were respecting each other, sharing everything we had with one another

  • Born in Tbilisi in 1936

  • 1951 - Together with family was exiled to Kazakhstan, in Kyzylkum desert with family.

  • In 1952 – Moved to“30 лет –Октября” (30 years - October) in Kazakhstan

  • 1954 - Returned to Tbilisi from exile

  • 1955-1960 - Studied at Tbilisi Polytechnic University at Construction Faculty

  • 1960-1996 - Worked at “Tbilisi – City Projection”

  • Currently she is housewife

 

გულნარა გორგილაძე

(1936)

 

ინტერვიუერი:  რევაზ ყუფარაძე = (RK)

რესპოდენტი:  გულნარა გორგილაძე = (GG)

თარიღი: 27.05.2013წ.

ადგილ: საქართველო, თბილისი,

ინტერვიუ ჩაწერილია ქართულ ენაზე.

საკონტაქტო ინფორმაცია  -  გულნარა გორგილაძე  +032 226791

                                                   რევაზ ყუფარაძე +995579 777379

 

“…ვინც ვერ იღებდა გზავნილებს, ყველანი ერთმანეთს ვუნაწილებდით, პატივს ვცემდით ერთმანეთს…”

გულნარა გორგილაძე დაიბადა 1936 წ. თბილისში. იგი სულ პატარა იყო როდესაც მამამისი როგორც საბჭოთა კავშირის წინაამღდეგ მებრძოლი, გასამართლეს და დახვრიტეს. გულნაზი 15 წლის გახლდათ როდესაც მის სახლში ფორმიანები შემოიჭრნენ და გადასახლების ცნობა წარუდგინეს მის ოჯახს, ბებიას, დედას, დეიდას, ბიძას, მას და მის ძმას. გადასახლების მიზეზი კი ემიგრაციაში მყოფი ბიძამისი გახლდათ, რომელიც საბჭოთა კავშირში დაბრუნებას არ აპირებდა. მეორე ბიძას, რომელსიც იმ დროს სახლში არ იმყოფებოდა, შეეძლო დახსნოდა გადასახლებას, მაგრამ მან თქვა :’’მე ქალებს მარტო ვერ გავუშვებ“ და გადაწყვიტა მათთან ერთად წასულიყო, თუმცა არავინ არ იცოდა სად. 2 კვირიანი სამგზავრო მატარებელში მგზავრობის შემდეგ, ისინი ყაზახეთში, ყიზიყუმის უდაბნოს მიადგნენ. მათთან ერთად უამრავი ოჯახი იმყოფებოდა რომელთა შორის ბევრი ნაცნობი ერია.  ისინი ერთმანეთს ეხმარებოდნენ, უზიარებდნენ სარჩო-საბადებელს და გამოგზავნილ ამანათებს. 15 წლის გულნარა ცლდილობდა მაქსიმალურად დახმარებოდა ქვრივ დედას, იგი მუშაობა, სწავლობდა და ამავდროულად სხვა ბავშვებთანაც აქტიურად ურთიერთობდა. 1954 წელს როდესაც გულნარა დაბრუნდა საკუთარ სახლში იგი უკვე სულ სხვა ადამიანი იყო, მან ხომ ბავშვობის ყველაზე კარგი წლები 15-18 წელი გადასახლებაში, უდაბნოში გაატარა.

 

(RK): - რომელ წელს დაიბადეთ?

(GG): - თბილისში დავიბადე 1936-ში, დედა იყო ექიმი, ძალიან კარგი ბავშვთა ექიმი. მამა მუშაობდა ჭიათურაში მარგანეცის გამამდიდრებელი ქარხნის დირექტორი იყო. დაიჭირეს იქ და (აქ რესპოდენტი მოგვიანებით ყვება, რომ იგი დახვრიტეს დაჭერის შემდეგ) ცოლებსაც იჭერდნენ იმ დროს. დედაჩემმა, ჩემ ძმაზე იყო იმ დროს ორსულად, დაგვავლო ხელი და ჩამოვიდა თბილისში, ნიკოლაძის ქუჩაზე სადაც დეიდაჩემს სახლი ერგო როგორც დამსახურებულ პედაგოგს, ჩამოვიდა ბებიაც და ვცხოვრობდით აქ. აქ გერმანული სკოლა როა, იყო მე-5 ქალთა სკოლა, აქ მე ვსწავლობდი და დღეს 53 სკოლა იყო მე-7 ვაჟთა იქ სწავლობდა ჩემი ძმა. დედაჩემი მუშაობდა, დეიდაც მუშაობდა. ცოტახანი ბიძა და ბიცოლა ცხოვრობდნენ ჩვენთან, შემდეგ გადავიდნენ.  ზაფხულობით მანგლისში დავდიოდით. დედას მთავარ ექიმად უშვებდნენ სანატორიუმში, მაშინ მანგლისი იყო ცნობილი აგარაკი. მოკლედ კარგად ვიყავით, ეს ზაფხულში ესე ვიყავით. ესე მოგვიწია ორი ზაფხული... არა სამი ზაფხული და მერე ესეიგი გადაგვასახლეს.

1951 წლის 25 დეკემბერს, შობის დღეს, გათენებისას გაისმა კარებზე და ფანჯრებზე კაკუნი. შემოვარდა ოთხი, ამათგან ორი შეიარაღებული პიროვნება. როგორც უფროსები ყვებოდნენ მათგან ორი იყო ეგრეთწოდებული სახმართველობიდან, ერთი მილიციელი და მეოთხე იყო სამხედრო, რაღაც წოდების... არვიცი. დედა, ქეთევან კალანდაძე, დაბნეული დარბოდა და თავის ნივთებს ალაგებდა. იგი ფიქრობდა, რომ მას აპატიმრებდნენ, როგორც დახვრეტილი  მეუღლის, ასე უწოდებდნენ მაშინ, „დახვრეტილი მამების“ ცოლს. რუსმა სამხედრომ წაგვიკითხა :

 - გულნარა ჟღენტი, ევგენია კალანდაძე, გრიგოლ კალანდაძე, ქეთევან კალანდაძე, გულნაზი გორგილაძე, გივი გორგილაძე.

ამ გვარებზე შეჩერდა და იკითხა:

 - кто они такие?

დედამ უპასუხა:

-ჩემი შვილები არიან.

მან ჩაილაპარაკა:

-но причем они…

ეს ყველაფერი ვიცი შემდეგ დეიდის და დედის მონაყოლიდან. თქვენ ყველანი მოემზადეთ და ადგილზე, რომ მიხვალთ იქ გაერკვევით რისთვის გასახლებენო. დრო მოგვცეს ერთი საათი, ჩვენ ვერც კი მოვასწარით გვეჭამა ბებიაჩვენის გამომცხვარი საშობაო ღვეზელი.

გარეთ გამოგვიყვანეს ჩაგვსვეს ეგრეთ წოდებულ „გრუზოვიკში“ - ღია სატვირთო მანქანაში. 75 წლის ფეხმოტეხილი ბებია, რომელიც ჯოხით გადაადგილდებოდა ჩასვეს მანქანის კაბინაში. დანარჩენები ზევით მოათავსეს. იმ ღამეს ბიძა არ იყო სახლში და როდესაც გაიგო ჩვენი ამბავი, მოგვაკითხა ნავთლუღში. მას შეეძლო არ გამოჩენილიყო, მაგრამ უთქვამს ქალებს მარტო ვერ დავტოვებო. გამოვედით მელიქიშვილზე. გვყავდა ძაღლი-ბობიკა, რომელიც ძალიან დიდ მანძილზე ყეფა ყეფით მოგვსდევდა. გზადაგზა გვხვდებოდა მანქანები ზედ მსხდომი ჩვენნაირი ადამიანებით. ისმოდა ნაცნობების ხმები. მიგვიყვანეს ნავთლუღის სადგურში. ერთ მხარეს იდგა ერთი ეშალონი, ხოლო მეორე მხარეს, მეორე. ეგრედ წოდებული „ტავარნი“ საქონლის გამზიდი მატარებელი. ჩვენს გარშემო უამრავი ნაცნობი იყო. იყო დედას ნათესავი ნატალია ჟღენტი თენგიზ ჟღენტის შვილი, მარგო მუნჯირი, ჯალიკო ლორთქიფანიძე. მეორე მხრიდან, ჩიტო ყვიროდა, ევგენი მიქელაძის და, თავის ძმიშვილებთან თინა და ვახტანგ მიქელაძეებთან. დეიდაჩემის ორი მეგობარი ოჯახებით. უამრავი ნაცნობი. იქ ჩვენთვის არავის არაფერი უთქვამს. რისთვის ან ვისთვის გვასახლებდნენ. მხოლოდ, ჩვენს მანქანებით ჩამწკრივებულ რიგს ჩაუვლიდა ვილისით, ჩვენი გადასახლების ორგანიზატორები. არ ვიცი ახლა რა ერქვა იმას... რუხაძე იყო ერთი... რომლებიც შემდგომ  გაასამართლეს და სამივე დახვრიტეს. პირველი გავიდა ჩვენი ეშალონი ეს იყო საღამოს ექვსი საათი. დილით უკვე მთელმა თბილისმა იცოდა ეს ამბავი. ყველას ნათესავები, ნაცნობები მოდიოდნენ, მოქონდათ სურსათი, პური, თბილი ტანსაცმელი. მაგრამ მათ ახლოს მოსვლა არ შეეძლოთ, გადასცემდნენ. იქ გაბმული იყო ბადესავით სხეული და  გადაცემით გვაწვდიდნენ სხვადასხვა ნივთს. გზაში გაირკვა, ჩვენ ნათესავ ახალგაზრდა ცოლ-ქმარს ხელში ეჭირათ, რამდენიმე თვის ბავშვი და მატარებელი როდესაც დაიძრა ეს ბავშვი გადაუგდეს ვიღაცას, იქ მდგომს, ხოლო ბავშვს თან ჰქონდა ბარათი სადაც ეწერა, რომ უნდა მიეყვანათ ნათესავებთან. შემდგომ როგორც გავიგე ის ბავშვი მიიყვანეს დაბარებულ ადგილას.

მატარებელში ვიმყოფებოდით აუტანელ პირობებში. ტუალეტი არ იყო. მატარებელი, რომ ჩერდებოდა გზაში, მაგრამ არა სადგურში, ეს ნიშნავდა, რომ შემხვედრი მატარებელი მოდიოდა. სწორედ ამ შეჩერების დროს, ბიძაჩემი ჩავიდოდა ქვევით და ლიანდაგებს შორის  მყოფ მაზუთით გაჟღენთილ ფიცარს ამოიტანდა და გვინთებდა ცეცხლს. საწოლები იყო ნარები. ნარს ვეძახდით, ისე რომ, გამართულად ვერ ვწვებოდი. ყველანი ჩამწკრივებულები ვიყავით, გადაბრუნების საშუალება არ გვქონდა. ბებია გაგვიხდა ძალიან ავად. მაღალი სიცხე ქონდა და გამცილებლად გვყავდა ექიმი გვარად ხუციშვილი და დედაც ექიმი იყო და ძალიან გაბრაზებული იყო მასზე, რადგან ბებიას არაფრით არ დაეხმარა. დედა ამბობდა, რომ ჩავალ თბილისშიო მოვძებნიო მე მაგასო. რისთვის გვასახლებდნენ ჩვენ არ ვიცოდით. დედას მაინც ეგონა, რომ დახვრეტილი მეუღლის გამო.

 ტუალეტში, ხომ გვიდნოდა? მატარებელი როცა ჩერდებოდა გადმოვდიოდით გარეთ. მამაკეცები დაიძახებდნენ: „აბა ქალებო ბავშვებო ჩადით.“ ჩვენც ჩამოვიდოდით, მამაკაცები იდგნენ ზურგით, მერე ჩვენ ავიდოდით და მამაკაცები ჩამოდიოდნენ. შემდეგ ყვიროდნენ: „პა ვაგონამ“ და ყველანი ავდიოდით მატარებელში და ვაგრძელებდით გზას. დეიდაჩემს, მე არ ვიცი საიდან ჰქონდა ეს რუქა, სულ იყურებოდა იმ რუქაში და ერთი, ორი, სამი დღის მოგზაურობის შემდეგ უცებ იყვირა, ჩვენ მოვუარეთ კასპიის ზღვასო. ესეიგი მივყავართ ყაზახეთში, სამხრეთ ყაზახეთში, ყიზიყუმის უდაბნოში. მაშინ საბჭოთა კავშირში ხდებოდა ყიზიყუმის და ყარაყუმის უდაბნოების ათვისება და დასახლება. უკვე ჩრდილოეთ ყაზახეთში, რომ შევედით იქ გავჩერდით ქალაქ აქწიუბინკსში, ყინვა იყო, ჩამოვედით სადგურში საჭმელად, რომ გვეჭამა „ბალანდას“ ეძახდნენ, ჯარშიც და ციხეშიც რომ აჭმევენ ისეთი საჭმელი. ჩვენ რათქმაუნდა ვერ ვჭამდით ამ საჭმელს. სადგურზე ვხვდებოდით ნაცნობებს, უფროსები ერთმანეთში საუბრობდნენ და ეკითხებოდნენ თუ რა მიზეზით იყვნენ ამ მდგომარეობაში. ბოლოს გაირკვა, ერთი იყო, ტყვედ ჩავარდნილი შვილი ყავდა დარჩენილი საზღვარგარეთ, მეორე იყო, ოცდაათიან წლებში ვისი ოჯახის წევრიც წავიდა საზღვარგარეთ, ასეთ სიაში აღმოვჩნდით ჩვენც. ჩვენი ბიძა იყო წასული. იყვნენ თვითონ ჩამოსული ემიგრანტები. 48 წელს თავაძე იყო მემგონი, რომ სტალინმა გაუშვა და დიდი აგიტაცია ჰქონდა. ორმა ემიგრამნტმა, რომლებიც ბიძაჩემის ახლობლები იყვნენ,  თქვა ისეთი აგიტაცია ქონდაო. გვითხრაო ჩვენო სად მიდიხართო, ხო იცითო გაგაციმბირებენო. და ბოლოს გავარკვიეთ, რომ ჩვენი გადასახლების მიზეზი იყო ბიძა, რომელსაც დეიდაჩემი, უფროსი და, დაეხმარა რომ წასულიყო საფრანგეთში.

ორი კვირის მოგზაურობის შემდეგ, 1952 წლის 7 იანვარს, აღდგომა იყო(აქ რესპოდენტი გულისხმობს შობას და არა აღდგომას).

(RK): - ანუ ახალ წელს შეხვდით მატარებელში?

(GG): - კი მატარებელში. ფანჯრები არ ქონდა მატარებელს, გარეთ ვერ ვიხედებოდი. ჩვენ ვაგონში  ოთხი ოჯახი ვიყავით. ჩვენი ოჯახი შედგებოდა 6 ადამიანისგან, ასევე ერთი იყო სომეხი ოჯახი, თვითონ კაცი იყო ტყვედ ჩავარდნილი. ბოლოს ორი კვირის, ეგრეთწოდებული მოგზაურობის შემდეგ, ჩავედით. გაჩერდა მატარებელი, გაიღო კარები და ჩვენ წინ იდგა ჩამწკრივებული შეიარაღებულები მამაკაცები. მერე, როგორც გვიყვებოდნენ ისინი გაკვირვებულები იყვნენ. კარები, რომ გაიღო მაგალითად გივი გაბიანის დედა იყო ბრმა, მარტო იყო , იქვე ვინც ყავდა ვაგონში ის ეხმარებოდა. იდგნენ ქალები, მოხუცები, ბავშვები და  ძალიან ცოტა მამაკაცი იყო. მამაკაცები, იყვნენ ჩვენი ტოლები ვანიკო, თათულის ძმა.

დაგვსვეს ისევ ღია მანქანაზე, საშინელი სიცივე იყო, გათენებისას სიბნელე იყო და ჩვენ მანქანას შემოახტა ვიღაცა და მძღოლს უთხრა მე ვიცი, ესენი სად უნდა წავიყვანოო. ძალიან დიდხანს ვიარეთ და ამ კაცმა მიგვიყვანა სადღაც. წარმოდგენა არ გვქონდა, ვერც ვხედავდით, შეგვიყვანა სადღაც სახლში. იატაკი იყო მიწის და ყველანი დავწექით იქ. ისეთი გრძნობა გვქონდა თითქოს მიწისძვრა იყო, იმიტომ რომ იმდენი ხანი მატარებელში ვირწეოდით, აი ასეთი გრძნობა გვქონდა. მეორე დილით გამოვედით და ვხედავთ ჩვენი სახლის წინ გარშემო სულ მიწურებს, თუმცა ჩვენი სახლი კი იყო მიწის ზევით. თანდათან ყველანი გამოდიოდნენ ეს მატარებელში მსხდომნი. იქვე იყო ყაზახების მიწურებიც და შეშინებულები იყვნენ, რამდენიმე ხანს არ გვიახლოვდბოდნენ . ისე იყვნენ დაჯერებულები, რომ ეშინოდათ ჩვენი.

წყალი არ იყო. იყო დიდი არხი, სადაც იყო ბამბის პლანტაცია. ამ არხიდან წყალს უშვებდნენ, მაგრამ ზამთარი, რომ იყო წყალი არ იყო. ორ კილომეტრზე დედაჩემი მიდიოდა, იქ იყო დაგუბებული წყალი, მოჰქონდა, ვადუღებდით და ისე ვსვამდით.

იყო ფოსტა და ყოველდღე მივდიოდით იქ. სულყველანი ვხვდებოდით ერთმანეთს, ველოდებოდით თბილისიდან წერილებს, სამი კვირის შემდეგ ჩამოვიდა წერილები, ასევე ამანათები, ფულს გვიგზავნიდნენ. წერილებით ვგებულობდით თბილისის ამბებს. ვინც ვერ იღებდა გზავნილებს, ყველანი ერთმანეთს ვუნაწილებდით. მახსოვს, რომ ერთი ხმამაღალი ყვირილი ჩვენ შორის არ იყო, ისე პატივს ვცემდით ერთმანეთს, სულ სიყვარულით. მშიერი, ნუ ვისაც რა გვქონდა ვუნაწილებდით ერთმანეთს. თბილისელები უფრო უკეთესად  ვიყავით, ბევრი ნათესავები დაგვრჩა : მე ერთი ბიძა დამრჩა, დეიდა დამრჩა, ბებია იყო მთავარი მიზეზი იმ შვილის დედა და ჩვენ, რომ ერთად ვცხოვრობდით, თორე  მეორე ბიძაც, კიდე ბიძა, ისინი ყველანი დარჩნენ. მერე, როგორც შეეძლოთ გვეხმარებოდნენ.

მერე ბავშვები გავყავდით ბამბის საკრეფად და ის ბამბის ღეროები მოგვქონდა საწვავად ვხმარობდით. ისეთ დროს ჩავედით, რომ საფლავზე უნდა გავსულიყავით, აღდგომის მეორე დღეს. გავიხედე, არ მივყავდით, ახლა მეც ესე დავდივარ. უნდა თურმე განა მეორე დღეს ერთი კვირის შემდეგ, ეკლესიაც ესე ამბობს. მერე წამიყვანეს, ძალიან ღარიბული იყო, სარდაფში ჰქონდათ რაღაცა,  ერთი ოთახი, ვითომ ეკლესია და აქედან ვინც ჩადიოდა, მეც წავიღე რაღაც ხატები.

რაც მთავარია, იქ იყო ერთი ვაჩნაძის ქალი ფრანგი, რომელიც  საფრანგეთში ფრანგი ძალიან პატივსაცემი პიროვნების ცოლი იყო და აქ ყავდა და, რომელიც ჩვენთან ახლოს ცხოვრობდა. დეიდაჩემის მეგობარი იყო ის და, და სტუმრად იყო მასთან ჩამოსული.

(RK): - თბილისში ხომ?

(GG): - ხო, თბილისში. ისიც გაასახლეს. მახსოვს, რომ არაჩვეულებრივი გარეგნობის ქალი იყო, ფეხის წვერებზე დადიოდა,ბალერინა იყო. ძალიან ისეთი ქართულით ლაპარაკობდა, ნუ ფრანგული აქცენტით. ხშირად  დავდიოდი იმ ქალთან მიყვებოდა პარიზის ამბებს, სულ მეუბნებოდა გაიმართე, მოკლე ნაბიჯებით იარე. ძალიან ბევრ რაღაცას მასწავლიდა და ფრანგულსაც მასწავლიდა სხვათაშორის. იყო კიდე ფრანსინა ჯორბენაძე, ალექსანდრე ჯორბენაძის ქალიშვილი. დედა ყავდა ფრანგი და დაშორებული იყო ცოლქმარი. მამამ მოკიდა შვილს ხელი და წამოიყვანა. ეს ფრანსინა იყო გადარეული, რა უნდოდაო რას წამომიყვანაო, ვყოფილიყავიო დედაჩემთანო. იქ იყვნენ მაგრელები. ნუ ერთი მეგრელი იყო. ფრანგები ხო იცით, ფრანსინა იყო 22-24 წლის და შეაცდინა ამ ქართველმა და ფეხმძიმედ იყო. ისე მახსოვს მორბის ჩვენთან ფრანსინა და მოსდევს მამამისი დიდი ჯოხით და იძახის:“ამას მოვკლავ.“ მაშინ გავიგეთ, რომ იყო ფეხმძიმედ.

ერთ დღეს არხის მოერე მხრიდან დეიდა ნორა მოდის ჩვენთან სტუმრად და ერთი წლის დათუნა სწორედ აქ არის. ეს არის თაყაიშვილი საშა, რომელიც ბიძაშვილი იყო ექვთიმე თაყაიშვილის და ჩამოვიდა და შეირთო დეიდა ნორა, შეირთო და გაუჩნდა შვილი და ამ დროს გადმოასახლეს. აყვანილი ყავს და გადმოდის ამ არხზე, შეეზარა დიდი მოვლა უნდოდა ხიდზე და

და ჩავარდა და მოვიდა  ტირილით. დათუნა დედაჩემი ეცა, „ნუ გეშინია ნორა“ -დედაჩემმა უთხრა. დათუნა ძალიან ავად გახდა. დედაჩემი ახლა ყველას ექიმი იყო. რასაკვირველია უმკურნალა, ამით დათუნა გადარჩა.

პირველ ადგილას, რომ ვიყავით. ჩვენ კოლმეურნეობას, ბამბის კოლმეურნეობა ერქვა, ყველას თავისი დასახელება ჰქონდა. იქ გვერდით მიწური იყო პატარა ყაზახების და ისე გვაინტერესებდა, პატარა სარკმელი ჰქონდა და ესე ვიჭყიტებოდით, როგორ ცხოვრობდნენ გვაინტერესებდა. რომ ვუყურებდით, როგორ ცხოვრობდნენ, რას შვებოდნენ. ნუ საშინელი პირობები იყო სიცხე, სუფთა უდაბნო, ხე არ იყო. რომ დავდიოდით, აი ესე გვეფლობოდა ცხელ ქვიშაში ფეხები და სულ გვეშინოდა ქვეწარმავლების.

რაც მთავარია ერთ დღეს დაგვიბარეს და მოგვაწერინეს, 25 წელზე ხელი, 2კმ რადიუსით მოძრაობა შეგვეძლო მარტო.

(RK): - ანუ რაზე მოგაწერინეს ხელი?

(GG): - რომ თქვენ იქნებით აქო.

(RK): - 25 წელი?

(GG): - 25 წელი, დიახ. ეს ბაზარი იყო, სწორედ ესეთ რადიუსში და დავდიოდით. სწორედ ბაზარში იყო, აი ის ვირებით, რომ მოდიოდნენ. ნუ ძალიან, გვიშველა ბერძნებმა იქაურმა, გერმანელებიც იყვნენ. ისინი უკვე დასახლებულები იყვნენ, მოყავდათ ახლა პროდუქტი. ბუნებრივი პირობები კი იყო ისეთი, სოცხე იყო მაგრამ რადგან სარწყავი წყალი იყო, ნუ მოყავდათ სულ ყველაფერი და ისინი ყიდნენ. ჩვენ ახლა, რომ გვიგზავნიდნენ ფულს, ყველას არა რა საკვირველია. მაგალითად დეიდა ნორა იყო ძნელაძე უნივერსიტეტის თანამშრომელი და მაშინ იყო კეცხოველი რექტორი. ის ყოველთვიურად უგზავნიდა ფულს დეიდა ნორას, ჯამაგირს უგზავნიდა. ვიყავით ესე, მერე აღარ მახსოვს მე ეს, როგორ მოხდა, მოშორებით იყომგონი 5 კილომეტრში თუ 10 კილომეტრში, „სავხოსტ ტრიდცად ლეტ აქწიაბრია“ , სადაც იყო სკოლა და კოტეჯები იყო ჩამოსახლებული ხალხის. ძალიან ბევრი კოტეჯი იყო თავისუფალი, რომლებიც მერე წავიდნენ და დატოვეს ეს კოტეჯები. დეიდაჩემი წავიდა დირექტორთან, არაჩვეულებრივი თათრის ქალი იყო როზა და აუხსნა ჩვენი მდგომარეობა, აი ესე ვართო. არ ვიცი, აღარ მახსოვს, რა ხერხით, როგორ ის 30 ოჯახი გადმოვედით ამ „სავხოსტში“. ეს სკოლა იყო. ზაფხული იყო და ცარიელი იყო სკოლა. იყო დიდი დერეფანი, ეს 30 ოჯახი, მაგრამ ოჯახში ვიყავით არანაკლებ 6 სულისა წარმოიდგინეთ და სულ ყველანი, მიტყუბებულები ვიყავით.

(RK): - ეს იმ რადიუსში შედიოდა, რაც ხელმოწერილ საბუთში ეწერა?

(GG): - არ შედიოდა. ხოდა აი ეს უკვე, რა იმით წავედით, არ ვიცი. აი ესე ვცხოვრობდით ჩამწკრივებულები.რომ ვიხსენებ, ხვრინვაც არ გამიგია, აი მამაკაცის, ხომ არის ხვრინავენ, ჩემი მეუღლეც ხვრინავს, არაფერი, აი ესე ვიყავით წყნარად, ერთად. ჩვენ ვსწავლობდით, მერე ველოსიპედი მახსოვს დედაჩემმა გვიყიდა, დავდიოდით ველოსიპედით. რა კარგი სურათი მქონდა ველოსიპედის, არ ვიცი სად არის. ძალიან ვერთობოდით, კლასში ვიყავით: ქართველი, სომეხი, აზერბაიჯანელი, თათარი, ბერძენი, უკრაინელი, ბელორუსი. კიდე ვინა მიწერია აქ. ხო გერმანელი. ჩემ კლასში ვიყავით 5 ქართველი: 2 ბიჭი იყო და 3 ვიყავით გოგოები :მზია კუჭუხიძე, მე და ერთი სომხის გოგო იყო, სომეხი. მასწავლებელი გვყავდა, „კანტუჟნი“, ესეიგი ომის შემდეგ კანტუზურებული, ხელით რაღაცა და კიდე ენაც ებმებოდა, რუსულ ლიტერატურას ის გვასწავლიდა, მათემატიკას ბერძენი გადასახლებული, ის გვასწავლიდა, აი ახლა,რა დონე იყო , ტრაბახით არ ვამბობ, მაგრამ აქ ქიმია რაც ვისწავლე, დეკემბერში გადაგვასახლეს ხო, სექტემბრიდან დეკემბრამდე, რამდენია: სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი, ნუ 4 თვეში. მიყვარდა ქიმია. რაც ვისწავლე, აი ის. მე ვასწავლიდი იქ, გავიდოდი დაფასთან მე და ტოლობებს, მე ვადგენდი. არდადეგები, რომ გვქონდა მე, ვანიკო ვარაზაშვილი, ჯანიკო ლორთქიფანიძე, რომელიც იყო, რომელიღაცა „კომუნისტის“ რედაქციაში, შემდეგ რომ ჩამოვიდა რედაქტორი და ჯანიკო იქ პოლიართრიტით , ნუ სახსრების ანთება დაემართა და ეტყობა გულზე იმოქმედა და  აქ 40 წლის ასაკში გარდაიცვალა. არაჩვეულებრივი იყო.

ჩამოაკითხა ქეთინოს ქმარმა, ჩამოაკითხა და თათულისაც საქმრომ და ამასაც თათული უკეთ. ჩვენ ბავშვებმა, არ ვიცოდით როგორ გეგმავდენ გაპარვას და ვიღაცეები მგონი ჯანიკო იღებდა მონაწილებას, ესე გამოაპარეს, ესე წამოიყვანეს თავისი შეყვარებულები. ჩვენ კიდე არ ვიცოდით.

ვიყავით ერთი გოგონას ოჯახში, ავადმყოფი იყო, ტუბერკულოზი და იქ ჩაყვანილი ყავდათ, რომ სიცხე უნდოდა, სითბო ისეთი ადგილი. ძალიან კარგი მეურნეობა ჰქონდა მამამისს, აი მარწყვი ჰქონდა, ყურძენი ჰქონდა, გვიმასპინძლდებოდნენ.

სპირიტიზმს ვთამაშობდით, იცი რა არის, სპირიტიზმი. აი ესე, დიდ მაგიდაზე, დიდი თეფში და ესე დაყოფილი და წერია :“ დუხ პუშკინა, დუხ ვიღაცა პიროვნებების და „ვიხაძი“. ყველას ჩაფიქრებული გვქონდა, რაღაცა. აი მე მაგალითად ჩაფიქრებული მქონდა, როდის წავალ მაგრამ ნუ ასი პროცენტით ვიცოდით, ხანდახან მე ვითომ ეს ტრიალებდა, აი ესე, რომ ელაპარაკები, სულს , რომ იძახებ, ის ტრიალებს თეფში. აბა რა დაატრიალებდა იმ თეფშს და მეც ესე ჩუმ-ჩუმად, ნელ-ნელა გავკრავდი თითს, რო აბა რა დაატრიალებდა იმას.

გამახსენდა ახლა ამ დილით, ნუ საზამთრო ახლა ყაზახეთის ცნობილი ძალიან. ძალიან ტკბილი და ძალიან კარგია. ნუ დეიდა მარგომ, მოდიო. ნუ აი აქ არი ჩვენი სახლი, ვთქვათ და აი ის სახლი როა იქ გადიოდა ეს დიდი არხი და ხიდი იყო ხის და იქით, ცხოვრობდნენ სხვადასხვა სახელწოდებით, ჯერ კოლმეურნეობები იყო, მერე „სავხოზები“. სახლის წინ გადიოდა პატარა არხი, როგოც აქ არი სოფლებში, სარწყავად ხომ არის არხები, ხოდა იქნუ ცხოვრობდნენ დასახლება, რომ იყო. ნუ დეიდა მარგომ მოდი დავთესოთ საზამთროო, მართლა იყო ჟრიამული, საღამოს არ ვიცი, ბარი გვქონდა, ჯოხი გვქონდა, ამ წყლის მოსარწყავად, რომ გადაგვეგდო იქით წყალი. აი ესე ვატარებდით დროს.

ხო ეხლა, ჩამოვედით ხო იმაში ვცხოვრობდით, რა ქვია დერეფანში. ახლა ია, გავიდა არდადეგები და სკოლა უნდა დაიწყოს და მერე იყო სწორედ. ესეც არ ამახსოვს, არ ვიცი გადავიხადეთ თანხა, რაღაცა ეს ცარიელი კოტეჯები, რომ იყო, შევსახლდით ჩვენ ამ კოტეჯებში. ორი ოთახი იყო, ვცხოვრობდით ერთ ოთახში, ჩვენ ექვს-ექვსი სული და მეორე ოთახში მუსიკის მასწავლებელი, დეიდა ნატალია და ბახტაძე ქეთინო, რომელიც გათხოვილი იყო, სულ ახალი გათხოვილი იყო და მოაშორეს ქმარს. ძმა ყავდა, იქ გერმანიაში დარჩენილი და გადმოასახლეს. აი ესენი ვიყავით ერთ კოტეჯში. გვერდით ცხოვრობდა კი დეიდა მარგო ცხოვრობდა, თავისი მეუღლით, მაზლით, დედამთილით, ვანიკო_შვილით. ტვალეტი ამ კოტეჯს არ ჰქონდა და ზუსტად ეტყობა, ვინც მანდ ადრე ცხოვრობდა, სახლის უკან, ძალიან შორს ნუ  ხე არ იყო არაფერი, დიდი ორმო იყო ამოთხრილი და მერე ჩვენც. ამ ორმოთი ვსარგებლობდით. ისე, რომ იქ, რომ ჩახვიდოდი თავი არ ჩანდა, ვერავინ ვერ დაგინახავდა. სკოლიდან, რომ გამოვდიოდით იყო თვალუწვდენელი, აი ისე როგორც ზღვას, რომ უყურებ და მზე, რომ ჩადის, ჰორიზონტი ხომ არის, აი ესე იყო უდაბნოს, აი ეს ქვიშიანი , რომ მიდიოდა უდაბნო. თითქოს ჰორიზონტი სადღაც თავდებოდა. ბავშვებო ვერთობოდით, აი ესე დავდიოდით, მაშინ პატეფონები იყო სუვჟენკო იყო, ცნობილი მომღერალი იმის სიმღერებს ვუსმენდით. საიდან ვინ გამოგვიგზავნა და რა არ ვიცი. აი ის იყო მოძრავი კინო. კინოს, რომ ატარებენ და გამოგვიგზავნეს ქეთო და კოტეს ფირი.  და არ მახოვს, მახსოვს შევიკრიბეთ და ბერძენი ბიჭი იყო, რომელიც ატრიალებდა მას და ვუყურებდით. ნუ ეს საზამთროს ისტორია, მოვყევი ხო. სულ ვიყავით ბავშვები, ფეხშიშველები ამ ტალახში ამოსვრილები, ვრწყავდით და მერე მართლა აი საზამთროები აგერ არის და არაჩვეულებრივი ტკბილი საზამთრო და მივირთმევდით იმას. უფროსები, კიდე, რომ გვიყურებდნენ თვითონაც არ უნდოდათ, თურმეო ადამიანი ყველაფერს ეგუებაო, აი ესეა. მერე დედეაჩემი, რამდენი ხანი დეპრესიაშ იყო, განიცდიდა ჩვენ ამბავს, ბავშვები მაინც, რომ ვიყავით. მერე ჩემი ძმა აქ სკოლაში, რომ ვიყავით ძალიან ზარმაცობდა. დედაჩემს ჩემოდანი ქონდა შენახული, რომელშიც იყო მამაჩემის კოსტუმი მახსოვს. ვერცხლის პორტსიგარი იყო და დიდი მათრახი იყო, დაგრეხილი, და ისე მახსოვს, რომ არ სწავლობდა, შემოარტყამდა, ხოლმე ჩემ ძმას. იქ, რომ ჩავედით არაფერი არ აინტერესებდა, მარტო სწავლა, კითხულობდა არ ვიცი, როგორ მოხდა, მოსკოვში იყო დაუსწრებლად გერმანულზე. ჩვენ ვსწავლობდით იქ გერმანულს და ინგლისურს . ჩაწერილი იყო, მერე ის დაამთავრა, ისე დაუსწრებლად. მე უფრო ვერთობოდი, აი ეს ველოსიპედით ამხანაგებში დავდიოდით.

(RK): - ანუ რაც წავიდა იქ სწავლა დაიწყო?

(GG): - ხო.  ხოდა ერთ დღეს გახდა ავად (ძმა). მერე რა იყო იცით ჩვენ, რო წამოვედით, დეიდაჩემმა ჩვენ წამოგვიყვანა. დედაჩემი დარჩა იქ, რატომ დარჩა არ ვიცი და ჩემი ძმაც იქ იყო. ჩემი ძმა გამხდარა ძალიან ავად. კუჭნაწლავი და წყალი, დედა ხო არ მოვკვდებიო ესე მითხრაო, ამბობდა დედა. გამოვფხიზლდი მაშინო, დაავლო ხელი და წამოიყვანა. აქ უფრო იყო რაღაცა, სავადმყოფო კი არ იყო. რაღაცა იყო მაგდაგვარი.

(RK): - რა ადგილი იყო სად წაიყვანა?

(GG): - აი ჩვენ, სადც ვიყავით, რომ წამოვედით „ტრიდცატ ლეტ აქტიაბრია“, იმ კოლმეურნეობიდან გადმოვედით აქ. დედაჩემი იქ დარჩა და ჩემი ძმა.  აი ესე, რომ მოუვიდა, მოკლედ აქ იყო ამბულატორია თუ რაღაცა, პატარა, საავადმყოფო იყო თუ რაღაცა და აი ესე უმკურნალა. ნუ ყველანი გაჭირვებაშ ვიყავით, ვცხოვრობდით უდაბნოში, ზაფხულში აუტანელი სიცხე იყო, ნუ ეს ქვეწარმავლების გვეშინოდა. ერთმანეთს ძალიან ვეხმარებოდით. ერთ დღეს სკოლაში ვართ და ის იყო რა ქვია, ესეთი მსხლის ფორმის რადიო, ეკიდა, რომ ყვიროდა და სულ ისმოდა. და გვესმოდა გარდაიცვალა სტალინი, ისე მახსოვს, რომ ზოგიერთები ტიროდნენ და, რომ მოვედი სახლში იყო ერთი ზეიმი, სულ ყველანი ზეიმობდნენ ახლა კი გვეშველებაო. იმას კი მიყვა, მერე ბერიაც და ნუ ჯერ არ ვიყავით განთავისუფლებულები არავინ, აბსოლიტურად არაფერი  არ იყო დედაჩემი, დეიდაჩემი სულ წერდა, წერილებს წერდა მოსკოვში. ეს ვაჩნაძის ქმარი, საფრანგეთიდან სულ წერდა მოსკოვში წერილებს, რომ დამიბრუნეთ ჩემი მეუღლეო. ყაზახეთი ძალიან ჩამორჩენილი იყო 50_იან წლებში.  სპეციალისტები არ ყავდათ.  ჩვენთან იყვნენ ყველანაირი სპესიალისტები, წერდნენ წერილებს, ვიღებდით დადებით პასუხებს. ნუ დედაჩემი ალმაატაში იყო იქა აქა. ნუ რასაკვირველია არ ქონდა მაგის უფლება. აი ეს სწორედ, რომ მოხდა მერე არ ვიცი, როგორ დეიდა თინა ქარუმიძე იყო რესტავრატორი, ხელოვნების მუზეუმში მუშაობდა, უფლის ციხე მისი აღდგენილია. ის წაიყვანეს, თურქესტანში იყო ცნობილი მეჩეთი, იმის რესტავრატორად. დედა კიდე წაიყვანეს მთავარ ექიმად. იქ ტუბერკულოზით ბევრი იყო დაავადებული და ერთი „ ემვედეს“ უფროსს მკურნალობდა. ბოლოს მითხრაო, რით გადაგიხადოთ ესო, რითი გცეთ პატივიო. დედაჩემმა მოუყვა ჩვენი ამბავი. აი მეო თქვენ, ანუ ჩემზე, მე უფროსი ვიყავი ჩემ ძმაზე, გამიკეთა პასპორტი და წამოვედი, ჩამოვედი ტაშკენტში.

(RK): - რომელი წელი იყო?

(GG): - ეს იყო 1954. ჩავჯექი თვითმფრინავში და ჩვენები კიდე, ჩამოვიდნენ წლის ბოლოს დეკემბერში. ისიც, როგორ ბიძაჩემი ჩამოვიდა. წავიდა მოსკოვში, არ ვიცი ახლა კრემლში, როგორ შევიდა. ის საბუთები ყველას უკვე, ცალ-ცალკე იხილავდნენ საქმეს. უკვე ჩვენი ფულით მოვდიოდით, ჩვენი თანხით. ეს საბუთები რაღაც, დეკემბერში მოვიდა და ერთ დღე, რომ არავინ დარჩენილა. მიცვალებულები ძალიან ბევრმა დატოვა, რომ გარდაიცვალნენ არ შეეძლოთ წამოყვანა. და ესე მერე ისინი ჩამოვიდნენ. ჩამოვედი და ვცხოვრობდი მეორე ბებია, ბიძასთან.

ნუ ბოლოს ჩვენმა ოჯახმა დიდი მორალური დარტყმა, ზიანი მიიღო. დედას მოუხდა თავიდან ჩამოსვლის დროს, ოჯახის აწყობა, ნივთების შეძენა. ერთადერთი, ის იყო, რომ ბინა დაგვხვდა ცარიელი, როგორც გავიგეთ, ბინაში ცხოვრობდა, მაშინ ყოფილი პროკურორი ყოფილა ბიწაძე და არ აღმოჩნდა ისეთი და როგორც კი გაიგო ბრუნდებიანო, დატოვა ის ბინა და გადავიდა. ძალიან ბევრი, რომ ჩამოვიდა ბინას არ უნთავისუფლებდნენ, სასამართლო დაჭირდათ, მაგალითად ბაბუშკა, იქ ცხოვრობდა, სულხან-საბაზე იქით, მერე მისცეს პატარა ოთახი სადღაც. ნუ ძალიან ბევრს ესეთი ის შეხვდათ და მე, რომ ჩამოვედი, მე ხო მარტო ჩამოვედი. უნდა წავსულიყავი „კაგებეში“, ინაური იყო მაშინ, აი აღრიცხვა იყო აი ჩამოვედი, არ შეიძლებოდა ისე. მერე ის, რომ დაიწვა, ზვიადის დროს. იქ ქაშუეთის პირდაპირ, იქ იყო პირველი სკოლა, რომ არის, იმის იქეთ ,ახალი სახლია. აი იქ მივედი, მახსოვს გრძელი დერეფანი იყო გავიარე და ინაურთან შემიყვანეს. ნუ „დალაჟივა“, ესეიგი ჩამოვედი,  არ ვიცი აღრიცხვაზე ამიყვანეს თუ რა. მერე ბებია, დეიდასთან ვცხოვრობდი. ხოდა მერე მე და ჩემმა ძმამ, ახლა ყველაზე კარგი წლები, სკოლის გავატარეთ, ჩვენი მეგობრის, ჩვენი სკოლის გარეშე, აი ესე ყაზაყუმის უდაბნოში. 2 წელზე მეტი, 1951_დან წამოვედით ხო, დეკემებრში 12 ჩავედი, 12...3 . აი მე  უფრო ნაკლები ვიყავი, ისინი სამი წელი იყვნენ, ბოლომდნენ იყვნენ, აი მე ასე ადრე წამოვედი.