„...ეს არის საქართველოს სისხლის სამართლის 71-ე მუხლი, ანტისაბჭოთა აგიტაცია-პროპაგანდა, ძირის გამოთხრის მიზნით...“
დაიბადა 1953 წლის 23 ოქტომბერს ბათუმში. მამა იყო იურისტი, მოსამართლე, აჭარის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, დედა ქართული ენის მასწავლებელი სკოლაში, ყავს ორი ძმა.1970 წელს დაამთავრა სკოლა ბათუმში და სწავლა გააგრძელა თბილისში, პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექწნიკის სპეციალობაზე. ორი წლის შემდეგ გამოვიდა ინსტიტუტიდან და ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც 1977 წელს დაამთავრა. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა ანტიკურ ლიტერატურაში.1979 წელს მუშაობა დაიწყო სოხუმში, უნივერსიტეტში. იქ წელიწადნახევარი იმუშავა და უნივერსიტეტში პოლიტიკური დაპირისპირების გამო დაწერა განცხადება და წამოვიდა.1981 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ასწავლიდა ანტიკურ ლიტერატურას.1978 წლის 21 მაისს ოთხმა ადამიანმა ჩამოაყალიბა საქართველოს რესპუბლიკური პარტია. აქვეყნებდნენგაზეთს - “სამრეკლო”, რომელსაც საბეჭდ მანქანაზე ბეჭდავდნენ. 1980 წელს გაიგეს, რომ პარტია ჩავარდა, მაგრამ დამფუძნებლები დაიჭირეს მხოლოდ ანდროპოვის ძალაუფლებაში მოსვლის შემდეგ. სასამართლომ მას 3 წელი მიუსაჯა და 1984-87 წლებში (გასამართლებული იყო საქართველო სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლით “ანტისაბჭოთა აგიტაცია და პროპაგანდა”), 1085 დღე გაატარამკაცრი რეჟიმის კოლონიაში. სასჯელი სრულად მოიხადა მორდოვეთისასსრ-ში, ორი წელი იჯდა იგივე საქმეზე გასამართლებულ ძმასთან ერთად.1987 წელს სასჯელის მოხდის შემდეგ გაათავისუფლეს. მუშაობა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხმელთაშუა ზღვის კულტურის კვლევის ლაბორატორიაში.1998 წლიდან დაინიშნა საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორად.2004-2008 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი.2009-2011 წელს მუშაობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, კითხულობდა ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტებში.ამჟამად არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სრული და კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.2012 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი.ყავს მეუღლე და ქალიშვილი.