Tariel Kutateladze

* 1921

  • ვიყავი ლაგერში ლიტვა-ლატვიაში, ბოლოს ლატვიაში ვიყავი დიდხანს, ლატვიაში მერე რა მოხდა იცით, ლატვიაში ლაგერში ვარ, ხოდა ამ დროს ვხედავ გერმანელები „შახმატს” თამაშობენ,უკარნახე მე, არასწორია „ხოდი“ -თქო, ვა, მოდი, მოდი აქო, მოვუგე ერთს, მოვუგე მეორეს, მოვუგე მესამეს, კარგად ვთამაშობდი, ვა გაგიჟდნენ, ვიღაცა მოიყვანეს, იმასაც მოვუგე, ვა ეს რა კარგი ბიჭიაო თქვეს, მე ვუთხარი მე სისხლი მაქვს გერმანული-თქო :) - თქვენ აფერისტი ყოფილხართ :) - აბა რა მეთქვა კაცო :) აბა რა მექნა, სხვა გამოსავალი არ იყო. ხოდა კარგი, კარგიო და შენო, მიდიო მოამზადეო ხალხიო, ვინც კარგი ხალხიაო და გაგიშვებთო სოფლებში სამუშაოდო, ე, ბიჭო გადავრჩი და გავიქცევი ვფიქრობ, სულ გაქცევაზე ვფიქრობდი. - რამდენი წლის იყავით მაშინ დაახლოებით? 19-20 წლის ალბათ.

  • - ერთი 20 ქართველი შევკრიბე, დანარჩენები იყვნენ რ უსები, სომხები, თათრები, ხოდა მივეცი სია, გამოგვიძახეს მერე, წაგვიყვანეს სოფლებში და გვარიგებდნენ. ერთ-ერთ სოფელში გაჩერდა, ჩამოვედით ერთი შვიდი კაცი, ერთი შავებში ჩაცმული ქალი მოვიდა, ახალგაზრდა ქალი და მკითხა: « – специальность?» მე ვუთხარი: « - колхозник. –покажи руки!» ვანახე ხელები და ჩამწერა, არა ხარ შენ „კოლხონიკიო“, მაგრამ ჩამწერა მაინც :) ხოდა ერთი კიდევ ერთი რუსის ბიჭი მოხვდა ჩემთან ერთად და წაგვიყვანა იმ ქალმა. ცხენების მოვლა ვიცოდი, გამობმა, ყველაფერი, გამაკეთებინა, ხო რაღაცეები იციო, ვმუშაობდი ერთი 3-4 თვე ამ ქალთან, ქალს ყავდა პატარა ბავშვი, სულ პატარა ბავშვი იყო, იმის წერილები მივიღე მერე მე, ხო რა იყო იცი, მამამისი მოკლეს ჩვენებმა, დახევის დროს ესროლეს და მოკლეს, ხოდა ეს ქალი დაქვრივდა, ვერ გავიგე მე მეთამაშებოდა, თუ თავის თავს ეთამაშებოდა, არ ვიცი მე, მაგრამ კარგი დამოკიდებულება გვქონდა, მაძლევდა იოლ სამუშაოებს, წაიღე ეს მაწონი, ჩააბარე, იქ ერთი პოლიციის უფროსი იყო და იეჭვიანა ჩემზე და მოინდომა ამ ქალის თხოვნადა შემაგდეს ისევ ლაგერში.

  • - აი გერმანელები, რომ მიდიოდნენ წინ, მოსკოვს, რომ უახლოვდებოდნენ, ჩვენ ქართველები გვჭირდებაო, საქართველოში ჩვენი ჯარი შევიყვანოთო, გერმანელებს დავასწროთო, რომ დამოუკიდებელი იყოსო, ხოდა არც უკითხიათ არაფერი და ჩაგვწერეს ყველა ქართველები იმ სიაში, წაგვიყვანეს, მივედი ლაგერია დიდი, სადღაც под Берлином, უზარმაზარი, გატენილი ქართველებით, სომხები და კავკასიელები, ხოდა იქ მოგვაჯანმრთელეს, კარგად ვიყავით, ყველაფერი და მერე იქიდან ჩამოვიდა ერთ-ერთი კაცი. - რომელი წელია ეს დაახლოებთ? - ეს არის დაახლოებით 42 წელი. ხო, ესეთი იყო გივი გაბლიანი. - გენერალი იყო ხო? - ხო, არაჩვეულებრივი კაცი, ჩვენ ერთ სკოლაში ვსწავლობდით, მაგის და ჩემ ჯგუფში იყო, ქუთათელაძეო, შენ თბილისში სწავლობდი პირველ სკოლაშიო, კი მე ვუთხარი, ეთერის იცნობო? როგორ არა ჩემი კლასელი იყო-თქო, ხოდა ეხლა მაიმუნობას თავი დაანებეო, წამოდიო, ქართულ ჯარს აღვადგენთო ჩვენო და ჩვენ უნდა შევიდეთ პირველიო სქართველოშიო, რომ გადავარჩინოთ საქართველოო რუსებისგან, გერმანელებისგან და ჩვენ შევიდეთ პირველებიო, რა მექნა? იძულებული ვიყავი და მეც დავთანხმდი. ხოდა იქიდან მერე ბავარიაში გაგვაგზავნეს უკვე, ქართული ჯარი იყო, ბერგმანი - ბერგმან და იქ ვმსახურობდით. ომი, რომ დაიწყო გაგვაგზავნეს ფრონტზე, უნდა შევსულიყავით საქართველოში, მაგრამ სტალინგრადთან მოხდა ეს უბედურება, დაიხიეს, ჩვენც დაგვახევინეს და დავიხიეთ უკან, ასე დახევ-დახევით ყირიმში ვიყავით, ყირიმიდან მერე შტაბში გადაგვიყვანა გივი გაბლიანმა და ვმუშაობდი იქ შტაბში - ბერლინში, მასთან ერთად. - ბერლინში ნორმალურად იყავით ხო? - ბერლინში კი, «гуляй Вася» :) რომ იტყვიან რუსები, თავისუფლად მიდი-მოდი, ფორმა მეცვა, ყველაფერი, გერმანელი ჯარისკაცი ვიყავი, გაგიჟდები რა, ქართული, სომხური, თათრული, გერმანული, ყველა ფორმები მაქვს ჩაცმული, ერთი ქართული ვერ მოვირგე ბოლომდე :) აი ესე, მერე იქიდან, რომ დამთავრდა ეს ყველაფერი, ომიც დამთავრდა ყველაფერი, აბა ვისაც გინდა სამშობლოში წასვლაო, მე გადავწყვიტე, რომ ჩემი მშობლები არ დააზარალონ, რახან მე გერმანულ იმაში ვიყავი, ხომ იცი კაგებეს არაფერი არ ეპარებოდა

  • Full recordings
  • 1

    Tbilisi, 15.05.2013

    (audio)
    duration: 34:18
Full recordings are available only for logged users.

„...წამოდი, ქართულ ჯარს აღვადგენთ ჩვენო და ჩვენ უნდა შევიდეთ პირველი საქართველოშიო, რომ გადავარჩინოთ საქართველო რუსებისგან, გერმანელებისგან...“

Tariel  Kutateladze
Tariel Kutateladze
photo: provided by himself

დაიბადა 1921 წლის 12 აპრილს თბილისში. Mმამა-აპოლონ ქუთათელაძე იყო მხატვარი, შემდგომში თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორი.Dდედა- ვერა მეგრელაძე ექიმი. ყავდათ ორი შვილი, ტარიელი და ხიტა, მხატვარი. დაამთავრა I საშუალო სკოლა და 1939 წელს ჩააბარა არქიტექტურის ფაკულტეტზე მოსკოვში, სადაც იმ დროს მუშაობდა მისი მამა. O1940 წელს წავიდა ჯარში. იბრძოდა ჯერ ფინეთში და შემდეგ ბალტისპირეთში. ჯარის ვადის დასრულებას მოუსწრო გერმანიასთან ომის დაწყებამ. Aამ დროს მისი ნაწილი ლიტვაში, საზღვართან იდგა. 1941 წელს ტყვედ ჩავარდა, მაგრამ მალევე გამოიპარა ბანაკიდან. თუმც აგზაზე გააჩერეს ლიტველმა სამხედროებმა და ბანაკში დააბრუნეს. Gგერმანულ ბანაკში ლიტვისა და ლატვიის ტერიტორიაზე დაყო დიდხანს .შემდეგ გადაიყვანეს გერმანიის ტერიტორიაზე სადაც შეხვდა თავის ნაცნობს ქართველს - გივი გაბლიანს რომელიც გერმანიის არმიაში ქართულ ბატალიონს აყალიბებდა. Mმან შესთავაზა ბატალიონში გადასვლა, რაზეც დიდხანს ფიქრის შემდეგ დასთანხმდა. გაბლიანი ეუბნებოდა, რომ მათ მიეცემოდათ შანსი საქართველო საბჭოთა რუსეთისგან გაენთავისუფლებინათ და დამოუკიდებელი ქვეყანა მოეწყოთ. ომის დამთავრების შემდე გდაბრუნდა, მაგრამ გაასამართლეს და 10 წელი ვარკუტაში, ბანაკში გაატარა. დახვრეტას, როგორც ჩანს უცნობმა ქალმა და მამამისმა გადაარჩინა. სასამართლოზე როდესაც მიყავდათ მატარებლით დონეცკში, მის კუპეში მჯდომმა უცნობმა ქალმა ისარგებლა მომენტით, როდესაც დაცვა გავიდა, მისამართი გამოართვა და დაპირდა, რომ მის ოჯახს შეატყობინებდა მის ამბავს. ასე გაიგო ოჯახმა, რომ ცოცხალი იყო დადაპატიმრებული. მამამისი სასწრაფოდ ჩავიდა მოსკოვში და შეხვდა ბერიას, რომელსაც კარგად იცნობდა და სთხოვა შვილისთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინა.Bბერიამ იმწუთშივე დაადგინა სად იმყოფებოდა, რაზე იყო დაჭერილი და უთხრარომ 2-3 წელიწადს ბანაკში გაატარებდა და მერე გამოუშვებდნენ, თუმცა ვარკუტის ბანაკში მან ბევრად უფრო მეტ ხანს, 10 წელი დაყო. განთავისუფლების შემდეგ თბილისში ჩამოვიდა და ჩააბარა სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურის ფაკულტეტზე. აკადემიის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საპროექტოში, მერე ასპირანტურაში ჩააბარა და პედაგოგად დაიწყო მუშაობა. შემდგომ ის არჩეულ იქნა აკადემიის პროფესორად, დიდხანს მუშაობდა დეკანის თანამდებობაზე. დღესაც ასწავლის სამხატვრო აკადემიაში.   1955 წელს დაქორწინდა მაყვალა მელიაზე-მათემატიკოსზე. მათ შეეძინათ ქალიშვილი ნანა, რომელიც არქიტექტორია და მუშაობს სამხატვრო აკადემიაში. ყავს ერთი შვილიშვილი, რომელიც არქიტექტურას სწავლობს იტალიაში.