Sergi Tabagua

* 1926

  • 42წლის დეკემბერში. კალოშებით, მაშინ „ტუფლები“ ვისაც ქონდა ის მდიდარი იყო. სოხუმში, რომ ჩაგვიყვანეს იქიდან ლაზარევსკაიამდე 200 კმ-ია, ფეხით ვიარეთ. ინტერ:როგორც სტუდენტები ისე წაგიყვანეს, უ როგორც სამხედროები? რესპონ:როგორც სტუდენტები,ისეთ ტანსაცმელში.„ვეშმეშოკებით“ და სოხუმში, რომ ჩავედით პირველი დაბომბვა სოხუმის მაშინ იყო, მერე გადაგვიყვანეს და სტუდენტობა წაგვიყვანეს ფეხით. პოლკიდან იყვნენ ის ჯარისკაცები პერევალზე, რომ გაწყდნენ და აი იქიდან დაიწყო ჩემი ბრძოლა,

  • არაფერი არ ვიცი, ქვემეხი რა არის ისიც არ ვიცი ტყვია არ გამისვრია, იქ ხომ არ ყოფნიდა კაცი და ტყვია იწონის 15 კგ-ს და 100 გრ, ეს ყუთებში არის, ამოთხრილია, შიგ ზარბაზანია და 15 კგ-იანი ტყვია და იქ ხომ არ ყოფნის ჯარისკაცები და ჩვენ გაგვიყვანეს და დაგვაყენეს იმ ზარბაზნებთან და ყვირიან ტაბაღუა, ტაბაღუა უნდა ამეღო ტყვია ყუთიდან და უნდა მიმეწოდებინა, სამი კაცია იქ და უნდა იყოს 6 წესით. პირველად ავიღე ერთი მივეცი ორი, მარა მერე, რომ დაიბომბა და დიდი ბომბი ჩამოვარდა, დამეკარგა ყურთასმენა, ყურის ორივე აპკი გასკდა, მოვიკიდე ხელი სისხლი გამოდის და არაფერი არ მესმის, თურმე მიყვირის ტაბაღუა, ტაბაღუა, ვხედავ პირს აღებს, მაგრამ ვერაფერს ვერ ვხვდები, მერე წამიყვანეს და მიექიმეს, საღამოს მოგვიტანეს ტანსაცმელი, სიცივე იყო. აქედან დაიწყო ომი, მერე კავკასიით გადავედით კრასნოდარში, შევისვენეთ და კრასნოდარიდან ქერჩში, ქერჩი იყო ბოლო დესანტი.

  • Full recordings
  • 1

    Tbilisi, 29.06.2013

    (audio)
    duration: 01:06:37
Full recordings are available only for logged users.

ქვემეხზე მიმიყვანეს, არაფერი არ ვიცი, ქვემეხი რა არის ისიც არ ვიცი ტყვია არ გამისვრია

Sergi Tabaghua megobrebtan ertad (marcxnidan meore (historic)
Sergi Tabagua

დაიბადა აბაშის რაიონის სოფ. ქვიშანჭალაში. მშობლები მისდევდნენ სოფლის მეურნეობას. სულ იყვნენ ოთხი და-ძმა. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1942 წელს სწავლა გააგრძელა თბილისში, რკინიგზის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. იმავე წელს ინსტიტუტიდან წაიყვანეს ჯარში ჯერ სოხუმში, შემდეგ ლაზარევსკაიაში, იქიდან კი უკრაინაში-იბრძოდა ქერჩში და სევასტოპოლში, პოლონეთსა და ბოლოს გერმანიაში. ომის დამთავრების შემდეგ დატოვეს ჯარში, რადგან არ ქონდა მოხდილი სავალდებულო სამსახური.   1948 წელს დაბრუნდა საქართველოში და სწავლა გააგრძელა ბათუმში, ისტორიის ფაკულტეტზე. მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა ბათუმში საოლქო არქივის დირექტორად. სწავლის პერიოდში დაქორწინდა, ყავდა 2 ვაჟიშვილი, ორივე გარდაიცვალა. ყავს შვილიშვილები. ასწავლის ბათუმის სხვადასხვა სასწავლებლებში ისტორიას და ხელოვნებათმცოდნეობას. არის რამდენიმე წიგნის ავტორი ომზე და ბათუმის ისტორიაზე.